fbpx

საკუთარი თავის შესაცნობი უმნიშვნელოვანესი კითხვები

ავტორი ჟოლო
415 ნახვა

ადამიანების უმრავლესობას, არასდროს უჩნდება საკუთარ თავთან მსგავსი კითხვების დასმის სურვილი და თუ უჩნდებათ ერიდებიან პასუხის გაცემას. უფრო ზუსტი თუ ვიქნები, საქმე პასუხში კი არა, თავად პროცესშია, რასაც ძიების და საკუთარ თავში ჩარღმევების დროს გადის ადამიანი.

მიუხედავად იმისა, იპოვით თუ არა პასუხს, თითოეულ კითხვას შეუძლია დაგაფიქროთ  – როგორც საკუთარ თავზე, ასევე, სამყაროს მოწყობაზე. ვიღაცას შეიძლება დაეხმაროს კიდეც დაიძრას „გაყნული წერტილიდან “ და დააფიქროს იმაზე, რაშიც საკუთარ თავსაც კი არ უტყდება.

კითხვები ისეა ჩამოწერილი, რომ თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ზოგიერთი კითხვაში, რომელიც ერთმანეთს მიჰყვება, შესაძლებელია, ლოგიკური ძაფის პოვნა.

ნუ ჩაიციკლებით  რომელიმე კითხვაზე და სწორი (თქვენი აზრით) პასუხის ფორმულირებაზე. უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს – დაიწყოთ ამ მიმართულებით აზროვნება. ამიტომ ნუ დაუწყებთ პასუხებს ძიებას. უბრალოდ, დაუსვით თავს კითხვა და იფიქრეთ, იაზროვნეთ შესაბამისი მამართულებით, თვალ-ყური ადევნეთ შინაგან სახეებს, ყური უგდეთ შინაგან ხმას, რეაქციას და შეგრძნებებს, კონკრეტულ კითხვაზე.

წინასწარ გაფრთხილებთ, კითხვების დიდი ნაწილი არ არის „კომფორტული“, გასართობი და მსგავსი… შეიძლება შეეხოს თქვენს თავმოყვარეობას. შესაძლებელია, გადაგაგდოთ არასასიამოვნო მოგონებებში, მაგრამ მათი დასმა საჭიროა, რადგან მთელი ცხოვრება არ მოგიწიოთ პრობლემის უგულველყოფა, „სირაქლემას პოზაში“ ცხოვრების გზის გაგრძელება.

აჯობებს, არ გადადოთ, ახლავე დაუსვათ თავს რამოდენიმე შეკითხვა და გულმოდგინედ დაფიქრდეთ… სჯობია, კონკრეტული კითხვის დროს, მიხვიდეთ რაღაც გადაწყვეტლებამდე ან გამოსავლამდე, ვიდრე ზედაპირულად გადაირბინოთ სტრიქონები, არ ჩაუღრმავდეთ და ცხოვრებაში მოიმკათ დაბნეულობის, „წრეზე ტრიალის“ და არასწორი არჩევანის გაკეთების ნაყოფი.

ვფიქრობ, ამ კითხვებს ძალუძს გამოფხიზლება სხვადასხვა „ჩახვეული“ და დესტრუქციული შეგრძნებებისგან. მათ მიზანს სრულებითაც არ წარმოადგენ  გუნება-განწყობა გაგიფუჭოთ, არამედ , გიბიძგოთ განსაზღვრული მოქმედებებისკენ! პრობლემას კი არ შეგაგუოთ, არამედ, დაგანახოთ გამოსავალი. რომ ეს გამოსავალი მხოლოდ თქვენს შინაგან სამყაროში იმალება, იმ ემოცებისა და შეგრძნებების ქვეშ, რაც არ გაძლევთ მშვიდად ყოფნის საშუალებას.

საკუთარ თავთან რაღაცის გარკვევისას, თითქმის ყველა კითხვა გამომიყენებია და ვიყენებ დღესაც. რაც გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე და კარგი შედეგი მიმიღია, შესაბამისად და საჭიროებისამებრ ვიყენებ ილიენტებთან მუშაობისას. ისინი დამხამრებია და ეხმარება კლიენტებს, საკუთარი თავის უფრო ღრმად შეცნობაში და ცხოვრების გზის გაცნობიერებულად წაძღოლაში.

განეწყვეთ და მობილიზება მოახდინეთ, ნუ ეცდებით ზედაპირულად პასუხის გაცემას, რადგან თითოეული პასუხი ძალიან ღრმაა და შეიძლება ჩაიშალოს მრავალსაფეხურიან კითხვა-პასუხების, დასკვნების, გადაწყვეტილების დონეებად და შრეებად. ეს შრეები და სიღრმეები აგარიდებთ ზედმეტ ძალისხმევას, მაშინ როდესაც ამას არ საჭიროებთ.

მაგალითად: თუ მე გააზრებული მაქვს რომ მიჭირს გარკვეულ ადამინების კატეგორიასთან ურთიერთობა. ბუნებრივია, რომ ვცდილობ მათთან შეხვედრის შესაძლებლობების თავის არიდებას. მეხმარება თუ არა ეს ზრდაში? რაში ვხედავ სირთულეს? რას გავურბივარ? სად ვიქცევი არაკორექტულად თავად? რა მაშინებს? და ა.შ. მსგავსი კითხვები გაშიშვლებთ და სრულიად მარტოს გტოვებთ თქვენს ტკივილებთან.

ან თუ ვიცი რომ ვარ ზარმაცი და ეს ხელს მიშლის ზრდა-განვითარებაში, მაშინ რომ გამოვსწორდე, ვფიქრობ – როგორ გავხდე დისციპლინირებული. ამ დროს, ვსვამ კითხვებს: რატომ ვარ ზარმაცი? რაში მჭირდება რომ ვარ ზარმაცი? რისგან მიცავს და რაში მეხმარება სიზარმაცე? რაში მაწყობს? სრულიად შესაძლებელია სიზრმაცე ერთადერთი ალტერნატივაა ცხოვრების მოცემულ ეტაპზე რაღაცის, სადღაც დასამუხრუჭებლად, აუცილებელებლობაა იმისთვის, რაშიც არ მსურს თავის გამოვლენა… ან პირიქით – როგორ მეხმარება და რა შედეგს ვდებ როდესაც დიდხანს არაფერს ვაკეთებ, ბევრს ვფიქრობ, ვაანალიზებ, დინჯად ვუდგები? რატომ და სად ვატყუებ თავს?

სხვა ბევრი, ქვეკითხვების გაჩენის შესაძებლობა დიდია – ეს კარგია. მეტიც, აუცილებელია, რომ გაარღვიოთ თავის გამართლებების, შეცოდების, დაბნეულობის და ხედვის არარსებობის ჯაჭვი – ეს თქვენს ინტერესებშია!

როგორც ზემოთ ვთქვი, საკუთარ თავს ერთ სტატიაში, ერთ საათში, დღეში ვერ ჩაუღრმავდებით, ამიტომ აუცილებელი არ არის უპასუხოთ ყველა კითხვას ერთიანად.

თუ კითხვა ძალიან რეზონირდა თქვენთან, უკეთესია გაჩერდეთ და ჩვეულებრივზე მეტად დაფიქრდეთ. ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას, რადგან „ნაუცფათევი“ პასუხი შეიძლება გამოდგეს შაბლონი და ზედაპირული, რომელსაც საკუთარი თავის შეცნობასთან საერთო არაფერი აქვს. სოციუმიდან მზა შაბლონები და პროგრამები გვეძლევა, რომ გაგვიმარტივდეს ცხოვრება. ისინი იცავენ ეგოს თვითკრიტიკის შესაძლებლობისგან. აღმოცენდებიან მომენტალურად მენტალურად და გთავაზობენ ფსიქოლოგიურად „კომფრტულ პასუხს“. ასეთი პასუხი არ არის თქვენი და მით უფრო, გულახდილი. ამიტომ გამოყავით დასაფიქრებლად დრო, შეეცადეთ ჩაუღრმავდეთ არსს და იყოთ მაქსიმალურად გულახდილი თავთან.

მინიშნება: პრობლემების უმრავლესობა თავშია და არა გარე ფაქტორებში. მათი გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით.

ზოგიერთ კითხვას ექნება მტკიცებულების ფორმა. მაგალითად: რატომ ვეწევი?  და თუ არ ეწევით გადადით შემდეგ კითხვაზე. იგივე ეხება, მსგავს კითხვებს. ზოგმა კითხვამ შეიძლება ვიღაც შეაცბუნოს, ვიღაც კი გულგრილი დატოვოს. ეს ნორმალურია. წინასწარ რთულია იწინასწარმეტყველო რა სინქრონით აეწყობა აზროვნების ჯაჭვი და რამ შეიძლება მიიქციოს, განსაკუთრებული ყურადღება.

 

რასაკვირველია ქოუჩინგი კითხვების დასმის ხელოვნებაა და პროფესიონალ ქოუჩთან მუშაობისას სინქრონულად ეწყობა კითხვა-პასუხები . დაახლოებით აი ისე, როგორც პროფესიონალი სერფინგისტი, გახედნის უშველებელ ტალღას და ბედნიერების უსაზღვრო შეგრძნებით, ნაკადს გაჰყავს ნაპირზე. სწორედ ასე ხდება, როდესაც ქოუჩინგის პროცსეში კლიენტი სინქრონში და ნაკადში გადის ინსაიტამდე, გაცნობიერებამდე. !!!!ეს უძალიანმაგრესი პროცესია !!!

 

 

ახლა კი გთავაზობთ, დამოუკიდებლად, საკუთ თავში ჩაღრმავების კითხვებს:

რატომ მაწუხებს სხვების აზრი ჩემზე?

როგორი დამოკიდებულება აქვთ, ნაცნობებს ჩემს მიმართ?

რატომ მიჭირს მარტოობა, მარტო დარჩენა?

რატომ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელს?

როდის ვწითლდები, რატომ ვმორცხვობ და რისი მრცხვენია?

რატომ მიჭირს ახალი ნაცნობობის გაბმა?

რატომ არ ვარ კომუნიკაბელური?

განა შეიძლება ვიყო, აბსოლუტურად ყველაფერში, მართალი და ყველაზე უკეთესი?

მე ბედი არ მწყალობს? უიღბლო ვარ?

როდის და რატომ ვიგინები?

რა ხდება მსოფლიოში და რა კავშირშია ეს ჩემთან?

რა ხდება ჩემს სამშობლოში, რა არ მომწონს, როგორ მეხება ეს, პირადად და ამის გამოსასწორებლად რისი გაკეთება ( ან გამოსწორება) შემიძლია?

რაშია ჩემი ცხოვრების აზრი, რა მინდა და რას ვითხოვ ცხოვრებისგან?

რატომ არ ხორციელდება ჩემი მიზნები და გეგმები?

კმაყოფილი ვარ თუ არა ჩემი გაკეთებული არჩევანით? სად დავუშვი შეცდომა?

შემიძლია თუ არა რამე შევცვალო მოც. სიტუაციაში? როგორ? ვინ დამეხმარება? როდის?

როგორ ვიღებ გადაწყვეტილებებს? რა ახდენს ზეგავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე?

როდის ვღელავ და რატომ ვნერვიულობ?

ვის ვაკისრებ პასუხისმგებობას იმაზე (ვისი ბრალია), რომ ჩემი ცხოვრება წარიმართა ასე და არა ისე?

ვინ არის იმაზე პასუხისმგებელი, რომ ახლა ასეთი ვარ?

ნუთუ ის ცხოვრების გზა, რომელიც გამოვიარე, მაქვს და ვხედავ, ჩემი ცხოვრებისეული სცენარის ერთადერთი ვარიანტია?

რა მიშლის ხელს ვიცხოვრო იმ ცხოვრებით, როგორიც მინდა?

საიდან მოვიტანე, რომ ასე მჭირდება სიცოცხლე? რაში მჭირდება ის?

განა, ჩემს წინაშე ვინმე, რამე ვალშია (დრაჰმა, მოვალეობა)?

განა, მე ვინმეს წინაშე ვალდებული ვარ?

როდის და რას გამოვყავარ წყობილებიდან?

რატომ ვჩხუბობ? აზრი აქვს?

რისი დამტკიცება მინდა?

არსებობს თუ არა კონფლიქტის მოგვარების სხვა გზები?

კონფლიქტების შედეგად მივდივარ თუ არა რამე ფასულთან?

რატომ ვერ ვიკავებ ემოციებს? რა არის საჭირო რომ ვისწავლო ემოციების მართვა?

მე ემოციური თუ უემოციო პიროვნება ვარ? რა სხვაობაა? რა არის ემოცია?

მე ვარ ცუდ ხასიათზე, ვზარმაცობ და ვარ აპათიაში. და მერე რა? რას ვფიქრობ, რა არის ეს და როგორ მუშაობს ეს მექანიზმი?

რაში მჭირდება ოცნება მეათე კაბაზე, მეცხრე შარვალზე, მეოცე მაისურზე ან მეოთხე საათზე?

როგორი იქნება შენი ცხოვრება და ვინ ვიქნები ათი, ოცი და ოცდაათი წლის შემდეგ?

შეიცვლება ჩემი ცხოვრება უკეთესობიკენ, თუ გავაგრძელებ იმის კეთებას რასაც ვაკეთებ ახლა?

მაწყობს თუ არა ამჟამინდელი პერსპექტივები?

რა მოუვა ჩემს ჯანმრთელობას, თუ გავაგრძელებ, ახლანდელი ცხოვრების წესით ცხოვრებას?

რა მიმივა როცა მოვხუცდები?

რა მოხდება თუ ვერ ვიპოვი სიამოვნებას იმ რამეებში, რაც ახალა მანიჭებს  (სექსი, საჭმელი, დასალევი)?

მომწონს ჩემი სამსახური? არის ის ჩემი ოცნების საქმე?

მაწყობს ჩემი სამსახურიდან არსებული შემოსავალი და უზრუნველყოფს თუ არა ცხოვრების სასურველ ხარისხს?

რატომ არ შემიძლია, სხვა შემოსავლის წყაროების ორგანიზება?

რა დამემართება თუ სამსახურიდან დამითხოვენ?

რატომ არ ვარ საკუთარი ბიზნესით დაკავებული?

მე სხვებზე ნაკლებად გამიმართლა?

რას გავაკეთებ ამ შაბათ-კვირას? მომდევნო შაბათ -კვირას? კიდევ მომდევნო?

რას ვაკეთებ დასვენების დღეებში?

რატომ ვეწევი? რას ვგრძნობ ამ დროს? სად და როგორ შეიძლება იგივე, სხვა ფორმით მივიღო?

როგორ ვისვენებ? მყოფნის თუ არა დასვენება?

თავისუფალ დროს რითი ვარ დაკავებული? მყოფნის თავისუფალი დრო?

ვიცი რითი დავკავდე თავისუფალ დროს თუ თავისუფალი დროის არსებობას, დროის ფუჭად ხარჯვად მივიჩნევ?

მყოფნის თუ არა ძილი? უძინარი ვარ?

ხშირად როდის ვჩქარობ?

ვიმყოფები კარგ ფიზიკურ ფორმაში?

კარგად ვგრძნობ თუ არა თავს?

სად არის ჩემი ყურადღება?

რამდენად შემიძლია, კონცენტრაციის შენარჩუნება ერთ მნიშვნელოვან რამეზე?

რას ნიშნავს ჩემთვის სწორი კვება?

ვუთმობ სათანადო ყურადღებას ახლობლებს?

რატომ ვრჩები გვიანობამდე სამსახურში? რა მოხდება თუ დროულად მივალ სახლში?

რა არის ჩემი ფასულობები?

რა არის ტანჯვის აზრი?

რა არის ჩემი გატაცება, რა ინტერესები მაქვს, ჰობი და რამდენ დროს ვუთმობ?

რამდენ დროს ვატარებ სოც. ქსელებში?

რამდენი ხანი ვუყურებ ტელევიზორს?

რამდენი წიგნი წავიკითხე წელს?

რა მუსიკას ვუსმენ?

მე საკმარისად ერუდირებული და განათლებული ვარ?

რა ვიცი ჩემს გვარზე? წინაპრაზე?

რა მომწონს მშობლებში და როგორ გამოიხატება ეს ჩემში? როგორ გამოვხატავ ამას მათ მიმართ?

როგორ ვეპყრობი დედას?

რა დამოკიდებულება მაქვს მამასთან?

ვეხმარები მშობლებს?

რამდენად ხშირად ვეუბნები მშობლებს, ახლობლებს, შვილებს „ მე შენ მიყვარხარ“?

რისგან შედგება ადამიანი? ვინ ვარ?

რა არის გენეტიკა? რა არის დნმ?

რისგან შედგება ატომი?

რა არის ენერგია, ვიბრაცია, სიხშირე?

ვინ არის ჩემი ღმერთი?

რისი მწამს? რატომ მწამს?

რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემი რწმენა ჩემთვის?

რა ვიცი სხვა რელიგიებზე? მაქვს მიმღებლობა? რა მაშინებს? რას ვიცავ?

რამდენი უცხო ენა ვიცი და რამდენს ვიყენებ?

როგორი რეაქცია მაქვს როცა მაკრიტიკებენ?

ბოლოს, როდის დავეთანხმე გასხვავებულ აზრს და ხმამაღლა განვაცახდე ამის შესახებ?

რა აზრს ვხედავ იმ კამათში, სადაც თითოეული მონაწილე თავის აზრზე დგას და არ უნდა სხვების გაზაირება? მსგავს კამათში იბადება ჭეშმარიტება?

რაში მჭირდება ვინმეს რამე ვუმტკიცო?

ბოლოს როდის შევაქე ადამიანები (ახლობლები, კოლეგები, ნაცნობები, უცნობები…)?

რითი ვარ იმ ადამიანებზე უკეთესი, ვინც არ მიყვარს?

ვინ და რატომ მეზიზღება? რას არ ვიღებ?

რატომ ვუყვარვარ სხვებს?

რატომ მიყვარს ისინი, ვინც მიყვარს?

გამომიკვლევია თუ არა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, ვიცი ხასიათის თვისებები? რა ძალისხმევა გამიკეთებია ნაკლის (სუსუტი მხარე) გამოსაწორებლად?

რადენი ხნის წინ ვესტუმრე ასაკოვან ნათესავებს?

ბევრია თუ არა ის ადამიანი ჩემს გარშემო, რომლებიც გამიწევენ უანგარო დახმარებას,  თუ ეს დამჭირდა?

ბოლოს როდის დავალაგე სახლი?

ხშირად ვრჩები მარტო საკურ თავთან და ვფიქრობ ცხოვრების არსზე?

ბოლოს როდის გავაკეთე ის, რაც სხვები არ მირჩევდნენ გამეკეთებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში დავრჩი კმაყოფილი ჩემი აჩევანით?

მიმყავს თუ არა საქმე ბოლომდე?

მაქვს თუ არა იუმორის გრძნობა განვითარებული?

მომწონს თუ არა სხვების დამცირება და  „და-ტროლ-ება“ (ავატარი, რომელსაც სახელი და გვარი არ ეკითხება)?

ვღებულობ თუ არა საიმოვნებას ცხოვრებისგან?

რას ვაკეთებ იმისთვის რომ გავიუმჯობესო ცხოვრება?

რატომ მივიჩნევ ჩემს პრობლემებს სხვებზე მნიშვნელოვნად და სერიოზულად?

რატომ ხდება ომები?

რა მაშინებს?

საიდან მოდიან ჩემი შიშები?

რატომ უნდა გავუბრაზედე სხვებს?

რატომ ვაჩვენებ თავს იმად, ვინც არ ვარ? ვინ ვარ სიმადვილეში?

რა სერიოზული, გამოუსწორებელი და უპატიებელი შეცდომები მაქვს დაშვებული?

რაშია ჩემი დანიშნულება?

რატომ ვარ მარტოსული?

რაში მეხმარება ჩემი პრინციპები და მსოფლმხედველობა?

როგორ გავუგო საკუთ თავს?

როგორ ვიპოვო თავი?

როგორ გავერკვე საკ. თავში?

რას ნიშნავს – ვიცხოვრო გაცნობიერებულად?

როგორ გავაგრძელო ცხოვრება?

როგორ ვიპოვი ცხოვრების მიზანი?

როგორ ვიპოვი ჩემი დანიშნულება?

როგორ შევცვალო ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ?

როგორ მოვიწყო პირადი ცხოვრება?

როგორ გადავიტანო ღალატი?

როგორ ვაპატიო?

როგორ გავიარო პირად ურთიერთობებში კრიზისი?

როგრო მოვიცილო მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება?

როგორ გამოვიდე დეპრესიისგან?

როგრო მოვიცილო შიშის შეგრძნება?

რა არის ჩემთვის კარგი ურთიერთობები?

როგორ და რა ბიზნესით უნდა დავკავდე?

რა ხალხია ჩემი მეგობრები?

რატომ ვართ ერთად?

რა განსაზღვრავს ჩემს ქცევებს?

რა არის ჩემთვის კარგი და რა არის ჩემთვის ცუდი?

ყურადღებით ვუსმენ თუ არა ადამიან(ებ)ს?

ვარ თუ არა მგრძნობიარე სხვების მიმართ?

მკაცრი ვარ გადაწყვეტილებების მიღებაში?

ბევრი ტკივილი მივაყენე გარშემო ადამიანებს?

მრცხვენია ახლობლების?

რა ვიცი სიკვდილზე?

რისი მეშინი ყველაზე მეტად?

 

ვაუ…

კითხვები…

კითხვები შეიძლება დაისვას უსასრულოდ…

ბრავო თქვენ!!!

თუ ჩახვედით ბოლომდე და შეძელით გულწრფელად პასუხის გაცემა.

შეძელით, დასკვნის გამოიტანა.

შეძელით, ოდნავ მაინც, შეგეცვალათ ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება, გაგიჩინდათ ხედვა, იპოვეთ მიზანი, დასახეთ გეგმები საკუთარი ცხოვრების სასურველი მიმართულებით  წარსამართათ – ეს ძალიან, ძალიან სერიოზული ქმედება და  ღრმა შესრულებული სამუშაოა, რომელიც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს თქვენ ცხოვრებაში ხელშესახებ სასურველ ცვლილბებს!

P.S მეტად ხელშესახები შედეგებისთვის

მობრძანდეთ 21 დღიან ონლაინ ტრენინგში #ზრდისფაქტორი მორიგი სეზონი მალე სტარტს აიღებს.

შემოგვიერთდით ამ ბმულზე: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

ან

ინდივიდუალურ ქოუჩინგზე : http://kvaratskhelia.pro 

სადაც 3 თვის მანძილზე, ერთი ერთზე ონლაინ მუშაობით, თქვენში არსებულ ყველა კითხვას თქვენგანვე გეცემა პასუხი!

დროებით და შეხვედრამე!!!

 

სიყვარულით და მადლიერებით

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

Advertisements

მსგავსი სტატიები

Leave a Comment