რაში და როგორ გვეხმარება სიცილი | Jolo.ge


რაში და როგორ გვეხმარება სიცილი

რაში და როგორ გვეხმარება სიცილი

თუ სიცილი, ისევე, როგორც ღიმილი თქვენი პიროვნების ნაწილია, ეს არაჩვეულებრივია, რადგან იზიდავს მეგობრებს, აუმჯობესებს ჯამრთელობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

სიცილი დადებითად მოქმედებს ჩვენი სხეულის ყველა ორგანოზე. სუნთქვა ჩქარდება, რაც ავარჯიშებს დიაფრაგმას, კისერს, მუცელს, სახეს და მხრებს. სიცილი ზრდის ჟანგბადის რაოდენობას სხეულში, რაც არა მხოლოდ მის გაჯამრთელებას და ცირკულაციას აუმჯობესებს, არამედ სისხლძარღვებსაც აფართოვებს კანის ზედაპირთან ახლოს. სიცილი ამშვიდებს გულისცემას, აფართოვებს არტერიას, აღძრავს მადას და კლავს კალორიას.

ნეიროლოგმა ჰენრი რუბინშტეინმა აღმოაჩინა, რომ უწყვეტ სიცილს ერთი წუთის განმავლობაში მოჰყვება 45 წუთიანი რელაქსაცია. სტენფორდის პროფესორების აზრით 100 გაცინება, ისეთივე დატვირთვაა სხეულისთვის, როგორც 10 წუთიანი ვარჯიში. სწირედ ამიტომ მედიცინის აზრით გაცინებას სიკეთე მოაქვს.

ადამიანები, რომლებიც მაშინაც იცინიან, ან იღიმიან, როდესაც განსაკუთრებით ბედნიერად არ გრძნობენ თავს, ბედნიერების ზონის ნაწილს იქმნიან მარცხენა ჰემისფეროში, რაც ელექტრონული აქტივობის ზრდით აისახება.

რიჩარდ დევიდსონი, ფსიქოლოგიისადა ფსიქიატრიის პროფესორი, პაციენტებს სასაცილო ფილმებს უჩვენებდა. ღიმილი მკვეთრად ააქტიურებდა ამ ადამიანების ბედნიერების ზონებს. კვლევამ დაადასტურა, რომ ხელოვნურად გამოწვეული ღიმილი და სიცილი ტვინის აქტივობას სპონტანური ბედნიერებისკენ უბიძგებს. სწორედ ამიტომ არის მიჩნეული, რომ იუმორს კარგი გავლენა აქვს სტრესის განეიტრალების მხრივ.
სიცილი წაახალისებს ორგანიზმის ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებლებსაც და კარგი შეგრძნების გამაძლიერებლებს, რომელიც ენდორფინების სახელით არის ცნობილი, რითაც სტრესის შემსუბუქებასა და სხეულის განკურნებას ეხმარება.

ნორმან კაზინს მაანკილოზებელი სპონდილიტის გამომფიტავი ავადმყოფობის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა, უთხრეს, რომ მეტავ ვერ დაეხმარებოდნენ და აუტანელი ტკივილები ექნებოდა სიკვდილამდე. კაზინსი სასტუმროში დაბინავდა და ყველა სასაცილი ფილმები იქირავა. ის განმეორებით უყურებდა ფილმებს და  ხმამაღლა ხარხარებდა. თვითდანიშნული ექვსთვიანი თერაპიის შემდეგ ექიმები გაოგნდნენ, რადგან მისი ავადმყოფობა სრულიად განკურნებული იყო. ავაფმყოფობა გაქრა!

ღიმილიანი და მომცინარი ადამიანები გვიზიდავენ, რადგან ისინი რეალურად ზემოქმედებენ ჩვენს ნერვულ სისტემაზე. ჩვენ ვიღიმით, როცა მომღიმარ ადამიანს ვხედავთ და ეს ენდორფინების გამოყოფაში გვეხმარება. თუ თქვენ გარშემორტყმული ხართ, უიღბლო, უბედური ადამიანებით, ადვილი შესაძლებელია თქვენც გადმოგედოთ მათი განწყობა, რაც არანაირად არ არის სასარგებლო.
როდესაც ადამიანებს უღიმი, ისინი თითქმის ყოველთვის გიბრუნებენ ღიმილს, რაც დადებითი გრძნობით გავსებთ თქვენც და მათაც. ხშირ შემთხვევაში, გართულებული ურთიერთობები მკვეთრად გაუმჯობესდება, თუ თქვენ რეგულარულად გაიღიმებთ და გაიცინებთ ისე, რომ ეს ჩვევად გექცეთ მათთან ურთიერთობაში.

ღიმილი და სიცილი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ავადმყოფობისა და უძლურებისგან იცავს ორგანიზმს, კურნავს სხეულს, ყიდის იდეებს, უკეთ ასწავლის, მეტ მეგობარს იზიდავს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

ბევრი გაიცინეთ და გაიღიმეთ მეგობრებო, რომ ბევრად კომფორტულად, ჯამრთელად და ენერგიულად იგრძნით თავი და იყოთ სხვა ადამიანებისთვის მაგალითი. გაუნაწილეთ მათ პოზიტივი.

დანილა გოგია — გოგსაძისა, ფსიქოლოგი

ნანახია:(141)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარსული არ უდრის მომავალს — მოხუცი ქალბატონის ნახატებით გაოცებულები

ერთმა მოხუცმა ქალბატონმა თავისი ნახატების გამოფენა მოაწყო. მნახველთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ყველას მოსწონდა მოხუცის ნახატები და გაოცებულები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „თქვენ


ადამიანებს ხშირად ეკარგებათ რეალობის შეგრძნება და ვერ ირგებენ იმას რაც მიეცათ…

სიღრმისეული ცოდნა, ანალიზის უნარი და გონიერებაა საჭირო, საკუთარი ემოციები რომ მართო. წინდახედულების უნარი, აუცილებელია მომავალი ცხოვრებისთვის. წარსულის ტკივილი, სიხარული და


რა მოხდება თუ სიცოცხლეშივე გ ა მ ო ვ ფ ხ ი ზ ლ დ ე ბ ი თ და არ დაველოდებით სიკვდილს?

არანაირ, ვერანაირ გარეგნულ ფაქტორს არ შეუძლია მოგვიტანოს ნ ა მ დ ვ ი ლ ი სიყვარული, სიმშვიდე, ბედნიერება, ჰარმონია, სიხარული,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*