„ჩამჩა ძირს დაახეთქა და ისტერიული ყვირილით იყვირა „დედაშენი რა, ქრისტეა?” | Jolo.ge


„ჩამჩა ძირს დაახეთქა და ისტერიული ყვირილით იყვირა „დედაშენი რა, ქრისტეა?”

„ჩამჩა ძირს დაახეთქა და ისტერიული ყვირილით იყვირა „დედაშენი რა, ქრისტეა?”

გამორჩეული ქართველი პოეტი, ლიტერატორი და  მთარგმენლი – მიხეილ ქვლივიძე (1925-2005) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაბეშტში ყოფნისას (ეს ის პერიოდია როდესაც საბჭოთა კავშირში ათეიზმი ბატონობდა), ბუდაპეშტის ყველაზე დიდი პროტესტანტული ეკლესიის მთავარ მოძღვარს –იმრე შიმონს შეხვდა, მათ შორის მეტად საინტერესო შინაარსის მქონე დიალოგი გაიმართა ღმერთის შესახებ:

-ღმერთი, ღმერთი!..  სად არის ეგ ღმერთი? ერთი ამბავი გამახსენდა, მაინტერესებს, ამაზე რას იტყვით… დედაჩემი ღვთისნიერი ქალი იყო, მორწმუნეაო ვერ ვიტყოდი, რადგან არც ეკლესიაში დადიოდა, არც პირჯვარს იწერდა, მაგრამ ღმერთის სახელს ყოველთვის მოწიწებით ახსენებდა. მე მგონი, სწამდა კიდეც,  ყოველ შემთხვევასი მის სათნოებას და სიკეთეს მორწმუნეობრივი ხასიათი ჰქონდა…

ერთხელ ომიანობის დროს, მახსოვს, ნავთის რიგში ვიდექით. მე თექვსმეტი წლის ვიყავი. დიდხანს მოგვიწია დგომა და ერთმანეთს ვენაცვლებოდით. ჩვენი ჯერი რომ მოვიდა სარდაფში ჩავედი. კუთვნილი ულუფა მივიღე, ფული გადავიხადე და სახლში მოსულმა შევამჩნიე რომ მენავთეს სასურსათო ბარათზე ტალონის მოხევა დაავიწყდა, ანუ დღევანდელი ტალონით ხვალაც შეგვეძლო მიგვეღო ნავთი.

გახარებულმა ეს ამბავი დედას ვუთხარი, ფერი წაუვიდა:„არ გრცხვენია, ეს ხომ თაღლითობაა?! ახლავე წადი და ის ტალონი მოახევინეო” რა გაეწყობოდა, უკან გავბრუნდი, სარდაფის შესასვლელთან ისევ უამრავი ხალხი ტრიალებდა და შიგნით არ შემიშვეს: ურიგოდ მიძვრებიო! ყვირილი ავტეხე. ხმაურზე მენავთემ გამოიხედა. რა გაჩხუბებთო; სასურსათე ბარათი გავუწოდე, ტალონის მოხევა დაგიწყებია-მეთქი, იმ კაცს გაკვირვებისგან თვალები გადმოუცვივდა, ირგვლივ ყველა გაისუსა.

„ვინ გამოგგზავნა ?” მკითხა მენავთემ.

დედაჩემმა-მეთქი.

მან ჩამჩა ძირს დაახეთქა და ისტერიული ყვირილით იყვირა „დედაშენი რა, ქრისტეა?”

ხალხიც აყაყანდა, ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას …

„წადი ახალვე ჭურჭელი მომიტანე”  – თქვა მენავთემ. ჭურჭელი როცა მოვურბენინე, კიდევ ერთი ულუფა ნავთი ჩამისხა, ტალონიც მოხია და … ერთი სიტყვით, ასე იყო ეს.

– მერე – იკითხა მღვდელმა

-მერე არაფერი… თქვენ ისეთი რწმენით ლაპარაკობთ ღმერთზე ლამისაა მეც ვირწმუნო… ვხუმრობ, რასაკვირველია, ჩემ ქვეყანაში ღმერთი არ სწამთ, თუმცა ქრისტიანული მორალის ზოგიერთ მცნებას ჩვენც ვიზიარებთ, მაგალითად კაცთმოყვარეობას, სიკეთეს … იმიტომაც მოვყევი ეს ამბავი.

-მაინც რატომ  -გამომცდელად ჩამეკითხა იმრე

-იმიტომ რომ თუ ღმერთი არსებობს, იმ გაგებით, მე რომ წარმომიდგენია, იმ წუთას ის ჩემ გვერდით იყო!

-ღმერთი ახლაა თქვენს გვერდით რაკი ეს ამბავი დაიმახსოვრეთ -წყნარად მომიგო იმრებ,- დედათქვენი ცოცხალია?

-გარდაიცვალა… ამაზეც მინდა გკითხოთ, ორმოცი წლსი ასაკში გარდაიცვალა დედაჩემი. რატომ  უნდა მომკვდარიყო ასე ადრე, განა ეს სამართლიანია?

-სიკვდილი ღმერთის კომპეტენციაში არ შედის, ეს ბუნების კანონია, ღმერთი თვითონ მოჰკლეს !

-მაშ რა შედის ღმერთის „კომპეტენციაში?”  ამიხსენით.

-ალბათ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი… როდესმე ამას მიხვდებით.

-მისმა დამშვიდებულმა ტონმა გამაღიზიანა, ისევ დედა გამახსენდა.

-იცით რა წამებით მოკვდა დედაჩემი? კიბო ჰქონდა, ვერც ოპერაციამ უშველა, ვერც წამლებმა, თვეზე მეტი იზოლატორში იწვა, რადგან საერთო პალატაში მისი გაჩერება აღარ შეიძლებოდა. მეც მასთან ვიყავი… ბოლოს, როცა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს და ბედის ანაბარა მიგვატოვეს ყოველდღე ეკლესიაში დავრბოდი, სანთლებს ვანთებდი  და ღმერთს ვთხოვდი, გადაერჩინა დედაჩემი… მაინც ჩემს  ხელში დალია სული!.. იმ ღამით უკანასკნელად წავედი ეკლესიაში. სანთელი აღარ ამინთია, არც შიგნით შევსულვარ:მივაფურთხე კარს და გამოვბრუნდი!..

-იმრემ თავი ასწია და თვალებში შემომხედა:

ნუ გეშინია, იმას არ ეწყინა!

-მე გავშრი , ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ამ სიტყვებს- არა.

 

ნანახია:(3276)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ხელოვნება… სულით ავადმყოფთა თავშესაფარიც არის“

  „საოცარია ხელოვნება – მხოლოდ მას შეუძლია მოითმინოს და შეიფაროს სულით ავადმყოფთა მრავალმილიონიანი არმია, კაცობრიობის თითქმის მესამედი. განა სხვა რომელიმე


რატომ უნდა იძინოთ შიშველმა ?

ზაფხულში, ზოგიერთი ადამიანი საერთოდ ტანსაცმლის გარეშე ძილს ამჯობინებს, რასაც თავისი უპირატესობები გააჩნია. რატომ უნდა თქვათ უარი ტანსაცმელზე ძილის დროს? შიშვლად


10 ყველაზე საჭირო რჩევა გარუჯვის დროს (video)

ამ ვიდეოში მოისმენთ ყველაზე საჭირო და აუცილებელ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ რუჯის სწორად და სწრაფად მიღებაში.   https://www.youtube.com/watch?v=J0vN-8TUEuY ნანახია:(41)-ჯერ FacebookLinkedinComments comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*