არ დაგავიწყდეს მთავარი (იგავი) | Jolo.ge


არ დაგავიწყდეს მთავარი (იგავი)

არ დაგავიწყდეს მთავარი (იგავი)

უღარიბესი ქალი პატარა ბავშვით ხელში, გზას მიუყვებოდა, როცა გვერდზე მდგომი ტრაქტირიდან ხმა მოესმა:

«შემოდი და აიღე ყველაფერი რაც მოგესურვება, მაგრამ არ დაგავიწყდეს მთავარი! კარგად დაიმახსოვრე: როდესა, აქედან გახვალ, კარი სამუდამოდ დაიკეტება. ახლა კი შეგიძლია გამოიყენო ეს შანსი, მაგრამ არ დაგავიწყდეს მთავარი

mt1ქალი შევიდა და რას ხედავს – მეგიდებზე დახვავებულმა ოქრომ და ძვირფასეულობამ ლამის ჩაამტვრიოს ისინი. განუსაზღვრელი სიმდიდრის შემხედვარემ და გაოცებულმა, ბავშვი ჩამოსვა იატაკზე. თვითონ დაიწყო ჯიბეების, წინსაფრის და სადაც კი რამ ჩაეტეოდა, ხარბად ავსება. იღებდა – მონეტებს, ძვირფას ქვებს და ლითონებს…

ხმამ გააფრთხილა: «დაგრჩა ათი წუთი!»

მეტის წაღების სურვილით შეპყრობილმა, დარჩენილი დრო გამოიყენა ძვირფასეულობის და ოქროების დამატებით შესაგროვებლად. არაქათგამოცლილი და გახარებული გამოვარდა ტრაქტირიდან.

და კარებიც მიიხურა… მხოლოდ, მაშინ გაახსენდა შიგნით დარჩენილი ბავშვი მაგრამ სამწუხაროდ, კარები იყო დახურული სამუდამოდ.

ანალოგიური ხდება ჩვენ თავს.

ძალიან ცოტა ადამაინი თუ ცხოვრობს დედამიწაზე ას წელზე მეტს და ხშირად შინაგანი ხმა მუდმივად ეჩურჩულება, აფრთხილებს:

არ დაგავიწყდეს მთავრი. მთავრი – ეს სულიერი ფასეულობები, სიცოცხლე, ოჯახია.

ფული, მოგება, სიმდიდრე და მატერიალური სიამოვნება უმეტესწილად ისე დაგვიბინდავს თვალებს, მთავარი ყოველთვის რჩება მეორე მხარეს მანამ, სანამ სიკვდილი არ მიუჩენს ყველაფერს თავ-თავის ადგილს. როდესაც, ჩვენთვის ამ ცხოვრების კარები სამუდამოდ მიიხურება, სულს აღარ დასჭირდება ხილული სიმდიდრეები.

წყარო:https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(19088)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«თუ გული უბრალო და ნათელია » — ნეინეი

ნეინეი 1 მსუბუქად მიიღე დიდებაც, წარმატებაც და წარუმატებლობაც ეს წუთისოფელია … უბრალოდ იცხოვრე, — უ ბ რ ა ლ ო


ეშმაკიც აიძულე, ილოცოს – გურჯიევის რჩევები ქალიშვილს

გურჯიევი გიორგიალბათ, ყველას გსმენიათ ცნობილი მისტიკოსის, ეზოთერიკოსის, ოკულტისტისა და სულიერი მასწავლებლის – გიორგი გურჯიევის შესახებ. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა


გადაწყვეტილებები ბედნიერებისა და მეტი თავდაჯერებულობისთვის…

ბედნიერებისთვის ადამიანს ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია, თუმცა მთავარი ბედნიერება ისაა, როდესაც გჯერა საკუთარი თავის და არ თვლი, რომ ვინმეზე ნაკლები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<