ადამიანების 3 ტიპი, რომლებიც წარმატებას ვერ მიაღწევენ… | Jolo.ge


ადამიანების 3 ტიპი, რომლებიც წარმატებას ვერ მიაღწევენ…

ადამიანების 3 ტიპი, რომლებიც წარმატებას ვერ მიაღწევენ…

ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, ფიქრობთ ან მოქმედებთ თქვენსავე ცხოვრებაზე აისახება. ემოცია, რომელსაც სამყაროს აჩუქებთ აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან, ამიტომ წარმატების მთავარი ფორმულა თქვენშივეა. არსებობს ადამიანების რამდენიმე ტიპი, რომლებიც თავადვე კეტავენ გზას წარმატებისკენ და ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ:

 

ადამიანები, რომლებიც გამუდმებით საკუთარ თავზე საუბრობენ — ალბათ ყველას გამოუცდია სიტუაცია, როდესაც გიწევს უსმინო ადამიანს, რომელიც საურობს საკუთარ მიღწევებზე, რამდენის გაკეთება შეძლო, რისი დამსახურებით, რამდენს გამოიმუშავებს და ა.შ. საუბრის დასრულების შემდეგ ეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ შთაბეჭდილება მოახდინა, სინამდვილეში კი მსმენელი იმდენად იტანჯება, რომ მასთან ურთიერთობის სურვილი ეკარგება. ადამიანი, რომელიც გამუდმებით საკუთარ თავზე საუბრობს სინამდვილეში ბევრს არაფერს აკეთებს და იმდენ დროს კარგავს უაზრო წარმოსახვებში, რომ რეალურად წარმატებას ვერ აღწევს.

 

ადამიანები, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ — ასეთ ადამიანებს ყველა შეხვედრაზე შეუძლიათ გაგაოცონ, ხან ფეხი არ მოსწონთ, ხან თმა, ხან სამსახური და ა.შ. წარმატებული ადამიანი არასდროს წუწუნებს იმაზე, რისი შეცვლაც არ შეუძლია, ძვირფას დროს კი სხვებისთვის სარგებლობის მოტანაში იყენებს.

 

ადამიანები, რომლებიც გამუდმებით სხვებზე ჭორაობენ — თუ ვიღაც თქვენთან ვინმეს ლანძღავს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის იმავეს გააკეთებს სხვასთანაც თქვენზე. ადამიანებს უყვართ საკუთარი სისუსტის მიჩქმალვა სხვისი ნაკლის წამოწევის ფონზე. ასეთი ადამიანი იმდენ დროს კარგავს სხვაზე საუბარში, რომ საკუთარი ცხოვრება დაულაგებელი რჩება.

ნანახია:(13949)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ზუსტად ასევე გვიბრუნდება უკან ყველა სიტყვა, აზრი, გრძნობა რასაც ვუშვებთ სამყაროში“

იცით თუ არა რომ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება არის ანარეკლი იმისა, რაც ხდება ჩვენს შიგნით? ანუ, ყველაფერი, რასაც ჩვენ


მიზიდულობის კანონი და წარმატება

ამბობენ, მსგავსი მსგავსს მიიზიდავსო. მაგალითად, თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ისეთმა ადამიანმა შემოაბიჯოს, რომელიც თქვენს აზრებსა და შეხედულებებს იზიარებს. ჩვენ ერთის მხრივ


ჰენრი ფორდის წარმატება — ღირსეულ მამაკაცებს ქმნიან ღირსეული ქალები

ХIХ საუკუნის მიწურულს, ერთმა მექანიკოსმა, რომლის ხელფასიც კვირაში 11 დოლარს შეადგენდა და რომელიც დღეში 10 საათს მუშაობდა, ახალი ძრავის შექმნა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<