«ყოველი დღე უნდა შეირგო ადამიანმა, დღევანდელი დღით უნდა იყო ბედნიერი» … | Jolo.ge


«ყოველი დღე უნდა შეირგო ადამიანმა, დღევანდელი დღით უნდა იყო ბედნიერი» …

«ყოველი დღე უნდა შეირგო ადამიანმა, დღევანდელი დღით უნდა იყო ბედნიერი» …

წარმატებისთვის მთავარია გულწრფელობა, მიზანდასახულობა და შინაგანი სიმშვიდე.

უნდა იცოდე რა გინდა, რას აკეთებ, რისთვის აკეთებ და აუცილებლად მიაღწევ მიზანს. ეს თუ არ იცი, მაშინ ბევრ რაღაცებს მიედ–მოედები და აირევი. როცა იცი რატომ ცხოვრობ, უკვე სტიმულია. მნიშვნელოვანია ოჯახური მდგომარეობაც, თუ ოჯახში არ არის ერთიანობა, მაშინაც ძალიან ირევი. სხვაგან მიგირბის გონება… როცა ოჯახშიც ყველაფერი კარგად არის და სულიერადაც მშვიდად ხარ, ისღა დაგრჩენია, რომ შენს საქმეს მიაწვე…

საქმეში რა, თქმა უნდა ბარიერებიც არის,  მაქსიმალისტი უნდა იყო, შემართება უნდა გქონდეს, არ უნდა დაიზარო, თუ რაღაც მომენტში დაგეზარება, ამის გამოც არ უნდა დაითრგუნო თავი, ზარმაცი ვარ და არაფერი გამომდისო, – არ უნდა თქვა, უბრალოდ უნდა დაუბრუნდე მიზანს და უნდა მიაწვე ბოლომდე.

მთავარია გულწრფელად აკეთებდე ყველაფერს და არა მოტყუებით, დიდი მნიშვნელობა აქვს სახელს. პირველ რიგში უნდა იყოს სახელი და მერე შეკვეთები. თუ 100 000 – იანი შეკვეთა შენს სახელს საფრთხეს შეუქმნის, არ უნდა გაეკარო.  საბოლოო ჯამში როცა რაღაც დონეზე მიხვალ ის სახელი უფრო წაგადგება ვიდრე ერთჯერადად აღებული შემოსავალი.

ასევე ყოველი დღე უნდა შეირგო ადამიანმა, დღევანდელი დღით უნდა იყო ბედნიერი. ყოველი წუთი და წამი უნდა შეიგრძნო. იმას კი არ უნდა ელოდო, მწერვალზე როდის ახვალ, დროშა რომ ჩაარჭო და თქვა გავიმარჯვეო, პროცესი იმდენად უნდა გსიამოვნებდეს, რომ ამ კეთების პროცესშივე იყო გამარჯვებული.

შრომა, მუშაობა და ფულის კეთება ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ  არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რისთვისაც იდეაში ამ ფულს შოულობ.

Wedding Guy

წყარო: http://bebride.ge

 https://bit.ly/2lvoUMS

ნანახია:(646)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ოჯახი, რომელიც ლოდის ქვეშ ცხოვრობს…

მსოფლიოში უამრავი უცნაური ადამიანი არსებობს. ბევრს უყვარს უცნაური გადაწყვეტილებების მიღება, ზოგი ადამიანებთან კონტაქტს შეგნებულად გაურბის, ზოგსაც ბუნება იმდენად იზიდავს, ცდილობს,


ონორე დე ბალზაკის სასიყვარულო წერილი

ვგიჟდები შენზე, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია: ორ იდეასაც კი ვერ ვუყრი თავს ისე, რომ მათ შორის შენ არ აღმოჩნდე. ვეღარაფერზე


როგორ იქცნენ ძმები დებად…

  ეს გოგონები სინამდვილეში სულაც არ არიან გოგონები. უფრო სწორად, ისინი დებად არ დაბადებულან. ჯემი და ქლოე ოჰარლები მამრობით სქესად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*