ზომიერებას ბედნიერება მოაქვს | Jolo.ge


ზომიერებას ბედნიერება მოაქვს

ზომიერებას ბედნიერება მოაქვს

ზოგიერთი ადამიანი ზომიერების თვისებით იბადება. ზომიერების სწავლა მხოლოდ გონიერ ადამიანს შეუძლია.

ზომიერი ადამიანი ბედნიერია იმიტომ, რომ მან იცის, გრძნობს, ვისთან შეიძლება ურთიერთობა და ვისთან არა.

ადამიანმა, რომელმაც დაგიშავათ, თქვენ ხელი შუწყვეთ მას, ზომიერი ურთიერთობა რომ გქონოდათ, ამდენს ვერ გაბედავდა.

ზომიერი ადამიანი კეთილია, სიკეთეს არ ჭირდება ემოციურობა.

ზომიერ ადამიანს დალაგებული ცხოვრება აქვს და მშვიდია. გადაჭარბებული სიყვარული საზიანოა, ოჯახის წევრებიდან დაწყებული, გრძნობით დამთავრებული.

ზომიერი ადამიანი ტაქტიანია და თავმდაბალი, არც გადააჭარბებს ურთიერთობაში და არც შენ მიგიშვებს ახლოს, უსიამოვნებაც ნაკლები აქვს.

ზომიერი ადამიანის სიკეთე გამოიღებს ნაყოფს. ემოციურ და სულსწრაფის გაკეთებულს მადლი არ აქვს და ვერც ხედავენ.

,,თან გადავყევი და ვერ დაინახა» — რატომ გადაყევი თან, რომ დაენახა? თანგადაყოლა სულაც არ არის საჭირო, არც სიკეთეა.

,,მე რომ არ ვყოფილიყავი ვერაფერს ვერ გააკეთებდა» — მაინც გააკეთებდა, თქვენ არ იქნებოდით სხვა იქნებოდა.

სიკეთე ღმერთმა უნდა დაინახოს, ადამიანების დანახული და თქმული, მხოლოდ ფუფუნებაა.

ზომიერება თუ არ გაქვს, წარმატება კრახით მთავრდება.

სითამამეს თუ ზომიერება არ ახლავს, უზრდელობად ჩანს.

ტრაგედიასაც აქვს ზომიერება, გადაჭარბებული ემოციით განა ვუშველით ვინმეს.

გადაჭარბებულად დიდი წარმოდგენა ნუ გაქვთ საკუთარ თავზე. თუ ზომიერებას არ დაიცავთ სასაცილოდ გამოჩნდებით.

ზომიერი კვება, ზომიერი გართობა, ზომიერი მუშაობა, ზომიერად ფულის ხარჯვა, ზომიერად ურთიერთობები, ზომიერად აზრის დაფიქსირება და ზომიერი ცხოვრება, მიგახვედრებთ, რომ ბედნიერი ხართ. მყარი ბედნიერების ჰორმონს ზომიერება განაგებს.

ემოციური და თავგადაკლული მეგობრობა პირობითია და კრახით მთავრდება, როგორც გიჟური სიყვარული.

შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, ოღონდ ნუ აჩქარდებით. ბოლოს ყველა მიხვდებით, რომ ზომიერებაა ის, რასაც შეუძლია მშვიდი ცხოვრება მოგცეთ. თავად დარწმუნდებით, ეცადეთ არ დააგვიანოთ. იყავით გონიერები.

გიორგი ჯაჯანიძე.

ნანახია:(9240)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელსაც არ უნდა უღალატოთ

გიორგი თვალაძე ბუნების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონზე საუბრობს, რომელსაც არ უნდა უღალატოთ.  მაშ ასე, იმ ცნობილი ქოუჩის კიდევ ერთი რჩევა, რომელიც საინტერესო


„მთავარია არ გადაუხვიოთ გზას, რომლისაც გჯერათ“ — ხათუნა მუზაშვილი

მე არ ვიცი რას აკეთებთ თქვენ, როდესაც ცილს გწამბენ…..ან როცა გწირავენ……პატიობთ? ან არ პატიობთ… მაგრამ… ყველაზე მთავარი ისაა, რომ არ გაგიქრეთ


რა მომწონს? რა მსიამოვნებს? რის კეთება მინდა? რა გამომდის კარგად?

„მუდმივად ვფიქრობ და ვრჩები იმ აზრზე, რომ ბავშვობიდანვე უნდა გვასწავლიდნენ საკუთარი თავის რწმენას,  მიმღებლობას, ლიდერობას და მიზნების დასახვას“,  — წერს სოციალურ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<