„ზოგჯერ, უბრალო სიტყვები სამუდამოდ რჩება ჩვენს გონებაში“… | Jolo.ge


„ზოგჯერ, უბრალო სიტყვები სამუდამოდ რჩება ჩვენს გონებაში“…

„ზოგჯერ, უბრალო სიტყვები სამუდამოდ რჩება ჩვენს გონებაში“…

დღე, როდესაც თვალის გახელა იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ცაზე ვარკვლავის მოწყვეტა. დღე, რომელსაც შენ დღედ არ თვლი, მაღვიძარის გაბმული ზარის მიუხედავად, მაინც რომ ჩაგეძინება და მთელი სისწრაფით მიეშურები სადგურისკენ, რომ შენთვის ხელსაყრელი მატარებელი ხელიდან არ გაუშვა. ზუსტად ორი წუთის დაგვიანების გამო, დიდ ჯარიმას იღებ და 42 წუთი გიწევს ლოდინი -7 გრადუსში. ეს არის დრო, რომელიც საკმარისია სადგურზე გამოფენილი ყველა სამგზავრო რუკების, განრიგისა თუ რეკლამების წაკითხვას ასწრებ. უფრო ნაყოფიერი რამის წაკითხვა უკეთესი იქნებოდა, სიცივისგან გაყინულს, რომ ჯიბეებიდან ხელების ამოღება არ გირთულდებოდეს. 
მატარებლის და ბავშვების გუნდის გამოჩენა ერთი იყო და სიცივე ხმაურმა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ არ გესმის რას ლაპარაკობენ ბავშვები ჯერ კიდევ არასაკმარისი ენის მარაგისა და ხმაურის გამო, გარკვევით გავიგე ერთ-ერთი ბავშვი მგზავრობისას ცუდად ხდება და მასწავლებელს სურს ვინმემ ადგილი გაუცვალოს. ჩემს წინ გადმოჯდა ლამაზი, მწვანეთვალება გოგონა. სულ მცირე დროის შემდეგ ჩემკენ შემობრუნდა და ისე მომესალმა ეჭვი შემეპარა, ხომ არ ვიცნობ-მეთქი.
— გამარჯობა!
-გამარჯობა! -ღიმილითვე ვუპასუხე მე.
— როგორ ხარ?
-კარგად, შენ მიცნობ მე? — ცოტაოდენი გაკვირვებით ვკითხე.
— არა, არ გიცნობ. შენ იცნობ ჩემს დედიკოს მალენს?
-სამწუხაროდ არ ვიცნობ, — ვუპასუხე და მცირე იმედგაცრუებით კვლავ შეტრიალდა წინ.

დროდადრო მისკენ თვალი გამირბოდა, რადგან ხშირად იყურებოდა ჩემკენ და ლამაზ ღიმილს მჩუქნიდა, ხან მეკითხებოდა, რამდენი წლის ვიყავი და რამდენი ენა ვიცოდი. გვერდით მეორე გოგონა ეჯდა, რომელმაც რაღაც გადაულაპარაკა და გოგონამ თქვა შესაძლოა მან იცოდეს, დაუფიქრებლადვე მომიტრიალდა და მკითხა:
— თურქული იცი?
-არა, არ ვიცი.
და იმედგაცრუებული გოგონა კვლავ წინ შებრუნდა. მის მეგობარ გოგონას ერთხელაც არ გამოუხედავს უკან, ისე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.

 

-ნახე, ეს ნამდვილად უნდა ნახო ის მართლა მშვენიერია თქვა გოგონამ და თავისი ლამაზი და თბილი თვალები ისევ ჩემკენ მოაპყრო, მეორეს კი ერიდებოდა გამოხედვა და ჩუმ-ჩუმად აპარებდა თვალს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ მომიბრუნდა და მეუბნება:

 

-იცი რა? ძალიან ლამაზი ხარ!
ამ სიტყვებმა სითბო ჩაღვარა ჩემს გულში და დღე, რომელსაც ჩემად არ ვთვლიდი ამ გოგონამ და მისმა პოზიტივმა რადიკალურად შეცვალა.
-იცი, ჩემს დაიკოს გავხარ ცოტათი, ის 17 წლისაა და უკვე ჰყავს შეყვარებული, შენ გათხოვილი ხარ? მკითხა, გამეცინა და ღიმილით ვუპასუხე: მე უფრო დიდი ვარ და ისევ არ მყავს შეყვარებული. ისეთი საყვარელი თვალებით შემომხედა გეგონება რამეს ხვდებოდა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ძალიან გაუკვირდა ჩემი პასუხი.
მე კიდევ დამავიწყდა მისი სახელის კითხვა და თითქმის საუბრის დასასრულისკენ გავიგე, რომ ნინა ერქვა. დავპირდი, რომ დავიმახსოვრებდი და თუ ისევ შევხვდებოდი, სიამოვნებით მივესალმებოდი, როგორც ჩემს პატარა მეგობარს. ჩემი დაპირება ისე გაუხარდა თითქოს ვინმე დიდი პიროვნება ვიყავი მისთვის.
ზოგჯერ, უბრალო სიტყვები არაფრად მიგვაჩნია მაგრამ ძალიან ბევრს ნიშნავს და ზოგჯერ სამუდამოდ რჩება ჩვენს გონებაში. თუ ბავშვობა არ გაქრება ჩვენგან მუდამ შევინარჩუნებთ სითბოს და სიყვარულს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად მიწევს პატარებთან კონტაქტი და იმდენად დიდი პოზიტივის და სითბოს მოტანა შეუძლიათ ამ არსებებს, რომ სურვილი მიჩნდება ისევ ბავშვობაში დავბრუნდე და არ გავიზარდო.
საწყენია, რომ ამ ყველაფერს დრო შთანთქავს და ისეთივე სიკეთე, სითბო და პოზიტივი აღარ იარსებებს მათში, როგორიც აქვთ ახლა.“

 

მაგდა ფალიანი

ნანახია:(842)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ბავშვობაპოზიტივი

Related Articles

როგორ უნდა აღვზარდოთ სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი ბავშვი — დიდი მოაზროვნის შეხედულებები

უდიდესი ბრიტანელი მოაზროვნე ჯონ ლოკი, რომლის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობაზე, ბავშვისადმი მკაცრი  მოპყრობის წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ მაგარი ხელი


მაშინ, როცა თქვენ, თქვენი შვილების გვერდით ხართ, სამყაროც მათ მხარეზე დგება

…მე-7-ე, მე-8-ე კლასში ვიქნებოდი, როცა ერთ-ერთმა მასწავლებელმა სიტყვიერი შელაპარაკების გამო, პირობა მომცა რომ ორიანს დამიწერდა და საშემოდგომოს გამომაყოლებდა მთელი თავისი


»აღზარდეთ შვილები და ნუ გაზრდით მხოლოდ»

დღეს რუსთაველის მეტროსთან ბექას ველოდებოდით მე, გიორგი და ანა. იქვე რამდენიმე პატარა ბიჭი ერთობოდა — ეგრედ წოდებულ ასაფეთქებლებს უყრიდნენ მეტროს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*