„ზოგჯერ სწორი საქციელი და გადაწყვეტილება არის ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში! “ | Jolo.ge


„ზოგჯერ სწორი საქციელი და გადაწყვეტილება არის ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში! “

„ზოგჯერ სწორი საქციელი და გადაწყვეტილება არის ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში! “

გალაკტიონს თავი არ მოუკლავს! ის ჩვენ მოვკალით როცა დავაიგნორეთ. შალვა დადიანის გასვენებაზე მას ზურგი აქციეს, გვერდი აუარეს… არც მიესალმეს და არც სალამზე უპასუხეს.

კონსტანტინე გამსახურდია იხსენებდა, რომ ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს იმას, რომ იმ დღეს გალაკტიონს კოცნა უნდოდა და მე ლოყა გავუწიე ზიზღითო..

დიახ, დიახ, გალაკტიონი ჩვენ მოვკალით! მას თავი არ მოუკლავს! ისევე როგორც მრავალთ, რომელთა მკვლელობაში ჩვენ მიგვიძღვის ბრალი! როგორ? სწორედ ასე, ჩვენ დავაიგნორეთ მრავალნი, ისევე როგორც გალაკტიონი და არარაობად ვაგრძნობიეთ თავი. ჩვენ მივიყვანეთ იგი იმ ზომაზე რომ თავი მოეკლა! და ყველაზე უბედურება კი ის არის რომ ეს ადამიანები მართლა გვიყვარდა!

და ახლა ამას რატომ ვწერ…

დაფიქრდით მეგობრებო თქვენს ქცევაზე… ნუ გაუკეთებთ ნურავის იგნორს, მითუმეტეს ასე ნუ დასჯით იმას ვინც ასე გიყვართ.. რადგან დაკარგავთ და ამას კი თქვენ თავს ვერ აპატიებთ!

ჩვენ ხომ მაშინ ვაფასებთ ადამიანებს როცა უკვე აღარ არიან…

აკოცეთ თქვენ ლოთ მამას, გამოპრუტუნებულ მოხუცებს, გამოუსწორებელ შეყვარებულს, თუ პირფერ მეგობრებს… თუ მართლა გიყვართ! აქ გამოჩნდება თქვენი სიყვარული! ნუ დასჯით! ნუ დააიგნორებთ! თორემ თქვენვე გეტკინებათ!

ზოგჯერ სწორი საქციელი და გადაწყვეტილება არის ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში! ცხოვრებაში რომელიც არც ისე ხანგრძლივია.. თქვენც ნუ შეიმოკლებთ… გაუფრთხილდით ერთმანეთს! თუ გიყვართ, აპატიეთ, ჩაეხუტეთ და ჩაკოცნეთ თქვენი გამოუსწორებელი ადამიანები რადგან ისინი სულ არ იქნებიან, თქვენ კი მხოლოდ ერთ რამეს ინატრებთ რომ ერთხელ მაინც შეგეძლოს უთხრა რომ გიყვარს, რომ ერთხელ მაინც ჩაეხუტო … ამას მერე ვეღარ შეძლებთ, თუ ახლა ვერ გადააბიჯებთ საკუთარ თავს!

ხშირად გვავიწყდება რომ ჩვენს ირგვლივ ადამიანები პიროვნებები არიან და რათქმაუნდა ჩვენნაირები ვერ იქნებიან. ჩვენ კი ყველას შეცვლა გვინდა, მათი გამოსწორება… და თქვენ? თქვენ იდეალური ხართ? იქნებ თვალის ლინზები დაგებურათ და ვერ ხედავთ სინამდვილეს? საკუთარი თავი შეცვალეთ და სხვის შეცვლას ნურც მოინდომებთ! უბრალოდ გიყვარდეთ და გამოხატეთ ეს! აპატიეთ და შეუნდეთ! და თქვენ საოცრებას აღმოაჩენთ! ყველა თქვენს ირგვლივ გახდება ისეთი, როგორიც თქვენ გინდოდათ რომ ყოფილიყვნენ… თქვენ შეიცვალეთ, უკეთესი გახდით. სხვების შეცვლა თუ გინდათ, მიეცით მაგალითი საკუთარი თავით, კი ნუ განიკითხავთ, კი ნუ დააიგნორებთ! ისეთი გახდით ჯერ თქვენ, როგორიც გინდათ რომ სხვები იყოს!

სიტყვა გამიგრძელდა… უბრალოდ არ შემეძლო არ მეთქვა ჩემი სათქმელი. რადგან ირგვლივ ყველაფერი ილუზიაა! ყველაფერი სიყალბეა… ამ ყველაფერს კი ისიც ემატება რომ მთავარს კი არ ვაკეთებთ, არამედ უაზროდ ვფლანგავთ ჩვენ ისედაც შეზღუდულ დროს!

რა არის მთავარი?! სიყვარული! სიყვარული და სიყვარული!

იცხოვრეთ! გესმით! იცხოვრეთ! და დაანებეთ ამ ათას წვრილმან რაღაცეებს თავი. დედამიწაზე 7 მლრდ ადამიანი ცხოვრობს და დაე, 7–ვეს უხაროდეს თქვენი დანახვა, თქვენი შეხვედრა! დაე ყველა ადამიანს ერთი სული ჰქონდეს როდის გნახავს, რომ შენი ღიმილით დატკბეს, შენი ჩახუტებით გათბეს და შენი სიტყვით გამოჯანმრთლედეს… აი ესაა ნამდვილი ბედნიერება, ამაზე იზრუნეთ და არა ფულის დაგროვებაზე… ფულიც გექნებათ ასე თუ განვითარდებით, ამას თუ მიაღწევთ.

გაივლის 10, 50 და 100 წელიც და გული დაგწყდებათ თუ ასე გააგრძელეთ… რადგან ცხოვრების მაგივრად დრო სისულელეებზე კამათში გექნებათ გატარებული და თქვენი დროც ამით ამოიწურება… დრო რომელიც ყველაზე ღირებულია დედამიწაზე, იმათ შორის რაც გაგვაჩნია!

ნუ დაითრგუნებით, პირიქით მეგობრებო! იმოქმედეთ და ერთმანეთს კი ნუ შევჭამთ, არამედ ერთმანეთი გავაბედნიეროთ ჩვენი არსებობით!

ჩვენი სიცოცხლე თუ ერთი ადამიანის ცხოვრებას მაინც არ ალამაზებს მაშინ რა კაცნი ვყოფილვართ, რა გვინდოდა საერთოდ რას მოვდიოდით?!

აპატიეთ და შეურიგდით, ჩაეხუტეთ და მოეფერეთ…

წარმატებას გისურვებთ!

მე მჯერა თქვენი შესაძლებლობების მეგობრებო, მთავარია გჯეროდეთ თქვენც!

სიყვარულით უბრალოდ თქვენი გიორგი

წყარო: facebook

ავტორი: გიორგი შალამბერიძე

ნანახია:(1881)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ექსპერიმენტი, რომელიც 22 წელი გაგრძელდა — იფიქრეთ პოზიტიურად

ყველა გასაღები თქვენს გონებაშია და ბედისწერას მხოლოდ თქვენი ფიქრები წერენ, ამიტომ იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც გსურთ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში.


ფსიქოლოგის რჩევები ანუ თერაპიული ეფექტის მქონე წერილი

თუ თქვენ არ გაქვთ ფსიქოლოგიური სეანსების თანხა, მაგრამ იმის სურვილი, რომ საკუთარ თავში გაერკვეთ ძალიან დიდია – გამოსავალი, რა თქმა


„ გამოსავალი არსებობს “ …

ჩვენს უარყოფით განვლილ ცხოვრებაზე, უარყოფით ნაფიქრზე, უარყოფით ქცევაზე, ქმედებაზე და აგრესიაზე, აუცილებლად ვაგებთ პასუხს. ერთადერთი შველა, მიხვდე ყველა შენს შეცდომას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*