„ზოგჯერ მოდის გააზრება: ეს, ასეც უნდა მომხდარიყო“… | Jolo.ge


„ზოგჯერ მოდის გააზრება: ეს, ასეც უნდა მომხდარიყო“…

„ზოგჯერ მოდის გააზრება: ეს, ასეც უნდა მომხდარიყო“…

ზოგჯერ…

ზოგჯერ ვხვდებით, რომ მარტო არ ვართ და შიგნით არის კიდევ ის ვიღაც, უხილავი მოსაუბრე … ზოგჯერ კი ყველა და ყველაფერი დუმს და თავს ვგრძნობთ ეულად, გარიყულად.

ზოგჯერ, ყველა ფერი ცხოვრებაში ზეიმობს, ფეიერვერკობს. ზოგჯერ კი საერთოდ ყველა ფერი ერთიანად გაფერკმრთალდება, გახუნდება და გაუჩინარდება.

ზოგჯერ, დავეძებთ მთელი ცხოვრება, ზოგჯერ კი რასაც დავეძებთ ვპოულობთ წამებში.

ზოგჯერ ჩვენ ველოდებით და მზად ვართ ველოდოთ… და ზოგჯერ სხვებს ვალოდინებთ და ისინი არიან მზად გველოდნონ…

ზოგჯერ, ვგრძნობთ თუ როგორ ხდება სრულებით უცხო, ჩვენი ნაწილი და გვეჩვენება, რომ ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდება, ზოგჯერ კი ეს ნაწილი მიდის ჩვენგან და ტკივილინი წლების მერე, მოდის გააზრება: ეს, ასეც უნდა მომხდარიყო.

ზოგჯერ, გავეხვევით საბანში თბილად და ვერა და ვერ ვთბებით, რადგან სინამდვილეში სიცივე გარედან კი არ მოდის, არამედ შინაგნიდან. სულს ცივა.

ზოგჯერ, ვეძებთ ახალ ურთიერთობებს, მოდის კიდეც… ფართოვდება ნაცნობობის წრე, მერე სადღაც ვჩქარობთ, ვიღაცისკენ მივქრივართ, დავქრივართ, ვფორიაქობთ…  ზოგჯერ კი გვინდა დავხუჭოთ თვალები და…სერთოდ არაფერი არ გვინდა – მხოლოდ მე და სიჩუმე, რომელიც nastoyashee_volshebstvo_4შემოუშვებს სულში, გულში და გონებაში ნეტარ სიმშვიდეს.

ზოგჯერ, გავთიშავთ ტელეფონს, ტელევიზორს, გავექცევით… ოღონდ არავინ შეგვაწუხოს. ზოგჯერ კი ვზივართ ტელეფონს მიშტერებულნი და ამოსუნთქვის გვეშინია, ვცახცახებთ მოუთმენლობისგან, ერთადერთი ზარის მოლოდინში.

ზოგჯერ, ჩვენ გადავეშვებით ვნების მორევში ისე, როგორც სასიყვარულო რომანებში წაგვიკითხვას და განგვიცდია. ზოგჯერ, ერთი კოცნაც საკმარისია სინაზეში, სიფაქიზეში და უწონობაში გადასასვლელად.

ზოგჯერ, მივდივართ მაგრამ ვერ ვემშვიდობებით სამუდამოდ, მასთან რჩება ჩვენი ნაწილი. მანაც, რომ ძალიან მოინდომოს ვერასოდეს მოახრეხებს ამ ნაწილის გადაგდებას, რადგან სულიერად შერწყმა და შთანთქმა – ძირითადი არსია ამ თამაშის, რომელსაც ხმამღალი სახელი „სიცოცხლე“ ჰქვია.

ზოგჯერ …

ზოგჯერ, ჩვენი სიძლიერე სასწაულებს ახდენს, თუმცა ზოგჯერ, გვინდა თავს მივცეთ სისუსტის უფლება და ვიტიროთ მასთან, როდესაც გვეტირება.

ზოგჯერ გვინდება და ვსთხოვოთ მას დარჩენა, რათა არ დავრჩეთ სიმარტოვეში… და ზოგჯერ, ძალიან გვინდა ჩვენ გვთხოვონ დარჩენა… დარჩენა საერთოდ, სულ, სამუდამოდ….

ზოგჯერ, გვინდა უბრალოდ ვინმემ მოგვეხვიოს, ჩაგვიკრას გულში და გვითხრას 4 სიტყვა „ყველაფერი კარგად იქნება, ძვირფასო“ და დავიძინოთ მის მკლავებზე იმედიანად….

ზოგჯერ….

შეგიძლიათ დაამტოთ თქვენი ზოგჯერ… კომენტარებში

თამარ კვარაცხელია

წყარო: zrda.wordpress.com

ნანახია:(760)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ერთხელ, პატარა ქალაქში — ნამდვილი ამბავი

ქალაქის განაპირა უბანში, სკოლიდან გამომავალი ბავშვების ჟრიამული იკლებდა არემარეს. სასწავლო წელი მთავრდებოდა. დამამთავრებელი კლასი, ტრადიციულად, აფხაზეთში ექსკურსიისთვის ემზადებოდა.  ერთადერთი მოსწავლე


„გიყვერდეს ყველა და ყველაფერი, გახსოვდეს სიკვდილი“

ადამიანმა დედამიწა თავისი ინტერესისთვის და კეთილდღეობისთვის გამოიყენა. ის ვერ ხვდება, რომ ეს დროებითია. დედამიწა იხუტებს მის სხეულს და ჭამს. გიყვერდეს


„აბა, რომელმა მწერლებმა და პოეტებმა გადაწყვიტეს?“

გალაკტიონ ტაბიძე და კონსტანტინე გამსახურდია გვერდიგვერდ სხედან მწერალთა კავშირის სხდომაზე, პრეზიდიუმში სხვები არიან მოკალათებულნი. ერთ-ერთი მათგანი ტრიბუნიდან ხმამაღლა ამცნობს დამსწრე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*