„ძმებო ნუ ითაკილეთ ამას , სირცხვილი ისაა თქვენს არ ყოფნაში მოხუცებულს თავში რომ“ …

by admin | 21 мая, 2018 01:49

გულთან მისატანი თხოვნით შემოვდივარ, ჩემო ძმებო და დაიკოებო, ვისაც საავადმყოფოში გიწევთ მშობელი, ბებია ან ბაბუა ან სულაც დიდი ბაბუა თუ ბებია, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა აქვს მწყობრიდან გამოსული ასაკიდან თუ გამოწვეული სხვადასხვა დაავადებიდან გამომდინარე, დაადექით თავზე ნუ იქნებით მხოლოდ საავადმყოფოს მომსახურე პერსონალის იმედად.

ის კი არადა თუ შენს მშობელსაც ხედავ, რომ არ ყოფნის ნერვები მოხუცებულის მოვლის, აგრესიით , ყვირილით, უხამსობით ან ხელის უხეში შეხებითაც კი მოქმედებს მოხუცთან, შეენაცვლე ან სულაც მოარიდე შენივე ბებო იქნება ეს თუ ბაბუ, რომ მომავალში ადამიანის ბიჭის ან გოგოს სახელი გერქვას.

შენ მოეფერე, შენ იყავი გულისხმიერი , შენ აჩუქე ის სითბო და მოთმინება რაც მოხუცებულს სჭირდება. მესმის რთულია , გიჭირს ან არ გცალია, მაგრამ შენი გაჭირვებები გადადე გვერდზე და მოეფერე ხანდაზმული მოხუცის ყველანაირ თხოვნას და უფრო მეტი გულისყურით იყავი ვიდრე შენი ძმაკაცების თუ დაქალების მიმართ.

ძმებო ნუ ითაკილეთ ამას , სირცხვილი ისაა თქვენს არ ყოფნაში მოხუცებულს თავში რომ უბათქუნებენ, რომ აღარ წუხდეს, რომელსაც ტკივილი ვერ ასვენებს ან ნემსის გასაკეთებლად, რომელსაც ხერხემალი აწუხებს და ფრთხილი შეხებით ესაჭიროება გვერდზე გადაბრუნება, უხეში მოპყრობით გადაგიბრუნებენ და თან დასძენენ : «სად გვაქვს ამდენი ნერვები გამოშტერებულ მოხუცებულს, რომ კოჭი ვუგოროთო » თქვენ კი ამ დროს სახლში «გძინავთ»
#ფსიხმომვლელსნუშეატოვებშენსსისხლსადახორცს

Nika Svanski

ნანახია:(76)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/zmebo-nu-itakilebt-amas/