ზიგ ზიგლერი — რა არის წარმატება? | Jolo.ge


ზიგ ზიგლერი — რა არის წარმატება?

ზიგ ზიგლერი — რა არის წარმატება?

რა არის წარმატება:

1. წარმატებაა – ყოველდღე სახლში წასვლისას ოფისის კარს რომ მიიხურავ და იცი, რომ დღეს ძალიან კარგად იმუშავე.

2. წარმატებაა – გქონდეს სახლი და გყავდეს ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ.

3. წარმატებაა – გქონდეს ფინანსური უსაფრთხოება, რათა შეგეძლოთ ყოველთვიური ვალდებულებების დაფარვა, და იმის ცოდნა, რომ თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში თქვენი ოჯახიც იქნება მსგავსად უზრუნველყოფილი.

4. წარმატებაა – გქონდეს ისეთი რწმენა, რომელიც მაშინაც გიჩვენებთ გზას, როცა შესახვევი არსად ჩანს.

5. წარმატებაა – გქონდეს ინტერესი ან ჰობი, რომელიც სიმშვიდეს და სიამოვნებას განიჭებს.

6. წარმატებაა – იცოდე ვინ ხარ, და ვისი ხარ.

7. წარმატებაა – საკუთარი თავის მოვლა და ყოველ დღე ჯანმრთელად გაღვიძება.

8. წარმატებაა დღის ბოლოს საბნის ქვეშ შეძვრომა და მადლიერების გრძნობით იმის გაცნობიერება, რომ “ამაზე ბევრად უკეთესი შეუძლებელია იყოს რამე!”

 

რა არ არის წარმატება:

1. წარმატება არ გულისხმობს ოჯახური ვახშმის გაცდენას კვირაში რამდენჯერმე, ბევრი მუშაობის გამო.

2. წარმატებული არ ხართ სამსახურიდან სახლში მისული ტელევიზორთან თუ ცდილობთ განმარტოებას იმ მოტივით, რომ მძიმე დღის შემდეგ პირადი სივრცე გჭირდებათ.

3. წარმატება არ არის იმაზე ფიქრი, თუ როგორ იშოვოთ მეტი ფული, როცა უკვე იმაზე მეტი გაქვთ, ვიდრე დახარჯვა შეგიძლიათ.

4. წარმატება არ ნიშნავს დადიოდე და არ ითვალისწინებდე იმას, რასაც იქ ისმენ.

5. წარმატება არ ნიშნავს მუშაობას გართობის გარეშე.

6. წარმატება არ ნიშნავს იყო იმდენად დაკავებული, რომ ჯანსაღი საკვების ნაცვლად ფასთ-ფუდის ჭამა გიწევდეს.

7. წარმატება არ არის მთელი ენერგიის დახარჯვა ნერვიულობაში ჯანმრთელობის, დაგვიანებული პროექტების, შვილის კონცერტის გაცდენის, გადასახადების, ან სხვა მიზეზების გამო.

წარმატება არ ნიშნავს საჭესთან მესიჯობას გადატვირთული გრაფიკის გამო.

ნანახია:(114)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

სად არის გასაღები, იმ საიდუმლოსი, რომელსაც ბალანსი და ზომიერება ჰქვია…

იპოვე გასაღები… ბოლომდე რომ გაიაზროს ადამიანმა, დაბადება და გარდაცვალება, სულ სხვაგავარად იქნებოდა ჩვენი ყოფა. ზოგმა, ღმერთი სათავისოდ ირწმუნა და სიცრუეში


როგორ გავთავისუფლდეთ წყენისგან

ფიქრები წყენასა და პატიებაზე ადამიანი ბიოსოციალური არსებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიარსებებთ ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე. ურთიერთობა გვხდის ბედნიერსა


რა მოხდება თუ სიცოცხლეშივე გ ა მ ო ვ ფ ხ ი ზ ლ დ ე ბ ი თ და არ დაველოდებით სიკვდილს?

არანაირ, ვერანაირ გარეგნულ ფაქტორს არ შეუძლია მოგვიტანოს ნ ა მ დ ვ ი ლ ი სიყვარული, სიმშვიდე, ბედნიერება, ჰარმონია, სიხარული,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*