ყველაზე დიდი სიმდიდრე დაბადებიდან მოგვეცა და ეს უნდა გამოვიყენოთ სწორად… | Jolo.ge


ყველაზე დიდი სიმდიდრე დაბადებიდან მოგვეცა და ეს უნდა გამოვიყენოთ სწორად…

ყველაზე დიდი სიმდიდრე დაბადებიდან მოგვეცა და ეს უნდა გამოვიყენოთ სწორად…

რობერტ კიოსაკი წიგნი «მდიდარი მამა ღარიბი მამა» გვ. 164. ვციტირებ: «თუ ჩვენ 100 კაცს წლის დასაწყისში 1000 დოლარს დაურიგებთ, მე შემეძლო მეთქვა თუ რა ელოდება ფულს წლის ბოლოს:

80%-ს აღარაფერი დარჩებოდა. პირიქით დიდ ვალებში ჩაცვივდებიან, რადან ეს თანხა მათთვის პირველადი შენატანის როლს შეასრულებს, ფუფუნებიის საგნების შესაძენად ან ისინი ამ ფულს გართობაში დახარჯავენ

16% ამ თანხას 5-10%-ით გაზრდიდა

4% ამ თანხას 20.000 დოლარად ან სულაც მილიონად აქცევდა»

ჩემდა უნებრურად სახარებიდან მსგავსი რამ ამომიტივტივდა გონებაში….

მათეს სახარება თავი 25-ე

ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი, მესამეს — ერთი, თვითეულს — მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა.

ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო.

ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც.

ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი.

დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე.ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია.ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს.ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია.ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

იგრძენით რაიმე განსხვავება? ალბათ მხოლოდ პროცენტებში და ფულის ვალუტაში ხომ ასეა…. რა საინტერესოა ადამიანი თავისი ბუნებით და არსებით, არაფერი არ შეცვლილა , შეიცვალა ინფორმაცია არსებულ ცხოვრებაში…..

ისმის კითხვა რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს საუკუნეების განმავლობაში არსებული პრობლემა აღმოიფხვრას, ყველა საიდუმლო ჩვენს გონებაში იმალება საძიებლად შორს წასვლა არასოდეს ყოფილა თურმე საჭირო აქვეა ეს ყველაფერი შენს გონებაში, საკუთარ თავში, უნდა შეძლო მოთმინება მოიკრიბო და აღზარდო შენი თავი მისცე მას დავალება და ის არაჩვეულებრივად შეასრულებს, როგორც ეს ჩემი სარეცხის მანქანა დილიდან ჩართულია და მისი ბარაბანის მოძრაობის ჰანგების ფონზე ჩემი ცხოვრების ამოცანის ამოხსნას ვცდილობ…….

ყველაზე დიდი სიმდიდრე დაბადებიდან მოგვეცა და ეს უნდა გამოვიყენოთ სწორად…

გონებაა უდიდესი სიმდიდრე, ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში ჩვენ ვიქნებით მდიდრები თუკი ყველა გავაანალიზებთ სიმდიდრის არსებობას ჩვენს თავში, ჩვენი გონების უნიკალურობას, დავძლევთ ჩვენს საკუთარ თავს, ვასწავლით ჩვენს შვილებს თუ სად ეძიონ სიმდიდრე, ოქროს მთები, ეს ჩვენი გონებაა ჩვენო ოქროც, ბრილიანტიც …..

ავტორი: დონარი სამადაშვილი

http://donarisamadashvili.blogspot.com

ნანახია:(137)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

«კი მაგრამ აქამდე როგორ ვცხოვრობდი ასე უაზროდ?»

არსებობს სივრცე, რომელიც სამუდამოდ ცვლის ცხოვრებას. ამ ცვლილებების შემდეგ შენ ფიქრობ: «კი მაგრამ აქამდე როგორ ვცხოვრობდი ასე უაზროდ?» ჩვენს საყვარელ


უორენ ბაფეტის 6 ოქროს წესი

1. ინვესტიციები გააკეთეთ საკუთარ თავში, გახსოვდეთ, რომ ადამიანმა შექმნა ფული და არა ფულმა ადამიანი. 2. თქვენ თვითონ მართეთ საკუთარი ცხოვრება


ვინ ხარ შენ: რეჟისორი თუ მაყურებელი?

ყველა ადამიანი შეგვიძლია ორ ტიპად გავყოთ: • რეაქტიური აზროვნების ადამიანები [ფლავები]; • პროაქტიური აზროვნების ადამიანები [ყინულმჭრელები]. რეაქტიურობა — ეს არის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<