7 ყველაზე მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი თქვენი მამაკაცისთვის | Jolo.ge


7 ყველაზე მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი თქვენი მამაკაცისთვის

7 ყველაზე მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი თქვენი მამაკაცისთვის

რომანტიკაზე საუბრისას ყოველთვის ქალბატონები გვახსენდება და ყველა ფიქრობს, რომ მამაკაცებს რომანტიკული ჟესტები არ მოსწონთ. საინტერესოა არის თუ არა ეს შეხედულება სწორი? რასაკვირველია არა, ყურადღება ყველას სიამოვნებს და რამდენად წარმოუდგენლადაც უნდა ჟღერდეს მათაც მოსწონთ ის ყველაფერი, რაც მდედრობით სქესს.

 

წარმოგიდგენთ 7 ყველაზე მოულოდნელ რომანტიკულ ჟესტს თქვენი მამაკაცისთვის, რითიც ძალიან ასიამოვნებთ:

 

1.აირჩიეთ სად ისადილოთ — როგორც წესი, ქალბატონები იპრანჭებიან მამაკაცის შეკითხვაზე: „სად ვისადილოთ?“ აჩუქეთ მას თავისუფალი საღამო, თავად გადაწყვიტეთ სად წახვიდეთ, ეს მას ძალიან გააბედნიერებს.

 

2.მოუმზადეთ აბაზანა — მამაკაცები შხაპს ძალიან სწრაფად იღებენ ქალბატონებისგან განსხვავებით, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ სიამოვნებთ. მოუმზადეთ აბაზანა და მიეცით განტვირთვის საშუალება.

 

3.უყურეთ ფილმს, რომელიც მას მოსწონს — უნდა ნახოს ბლოკბასტერი? მიეცით ამის საშუალება. როგორც წესი, ქალბატონები ირჩევენ რის სანახავად წავიდნენ კინოში. დაუთმეთ არჩევანი მამაკაცს, ამით ძალიან გაახარებთ.

 

4.უთხარით, რომ შესანიშნავად გამოიყურება — გგონიათ კომპლიმენტი მხოლოდ ქალბატონებს სიამოვნებთ? სულაც არა. თუ მას ეტყვით, რომ კარგად გამოიყურება ის გაგაღმერთებთ.

 

5.აჩუქეთ ყვავილები — გაგეცინათ? ჰო, რასაკვირველია მამაკაცებს ყვავილებს არავინ ჩუქნის, მაგრამ სილამაზის აღქმა მათაც ხომ ისეთივე აქვთ, როგორიც თქვენ?

 

6.მოაწყეთ საღამო მის მეგობრებთან ერთად — მამაკაცისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მისი საყვარელი ქალბატონი მის მეგობრებს აფასებს. დაგეგმეთ ერთი ლამაზი საღამო მის მეგობრებთან ერთად.

 

7.დარჩით სახლში — გადადეთ გეგმები, დარჩით სახლში და დაუთმეთ დრო თქვენს მამაკაცს.

ნანახია:(2673)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მადლის შემგროვებელი

ერთ პატარა ქალაქში ერთი ადვოკატი ცხოვრობდა.    თავისი კოლეგების მსგავსად ეს ადვოკატიც ცდილობდა მეტი ცოდნა და გამოცდილება შეეძინა და მეტი


«მამაკაცები მართავენ ქვეყნებს, მაგრამ მამაკაცებს ქალები მართავენ»- ქალი და მამაკაცი

= ყველამ და უფრო მეტად ქალებმა კარგად იციან, რომ მამაკაცები, რომლებიც ჭკვიანურად ლაპარაკობენ სიყვარულზე, შეყვარებულნი არ არიან. = მამაკაცის გამოტეხვა


უცნაური და სასაცილო აკრძალვები მსოფლიოში

სხვადასხვა ქვეყნების, ზოგჯერ კი ქალაქების მთავრობები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ უცნაურ და სასაცილო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ისინი არ იცით, შესაძლოა საკმაოდ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*