ყველაზე მხიარული და ადვილად მოსართავი სააღდგომო კვერცხები — მოვემზადოთ დღესასწაულისთვის | Jolo.ge


ყველაზე მხიარული და ადვილად მოსართავი სააღდგომო კვერცხები — მოვემზადოთ დღესასწაულისთვის

ყველაზე მხიარული და ადვილად მოსართავი სააღდგომო კვერცხები — მოვემზადოთ დღესასწაულისთვის

აღდგომა ახლოვდება და ტრადიციული, წითელი კვერცხების გარდა, ბევრს უნდა, ბავშვები მხიარული და ლამაზი კვერცხებითაც გაახაროს, მით უმეტეს, რომ მათი ერთობლივად მომზადებაც განსაკუთრებულად სახალისო და საინტერესოა.
ეს კვერცხები, რომლების მორთვასაც ახლა გასწავლით, შეგიძლიათ, მოხარშულიც იყოს წინასწარ და თუნდაც გულამოცლილი. როგორც გსურთ. თან კეთდება ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა, თქვენივე მომზადებული წებოთი და არ იქნება საშიში. 
წებოს მოსამზადებლად სულ რაღაც 2 სუფრის კოვზი ფქვილი ერთ ჭიქა თბილ წყალში უნდა გააზავოთ, მერე კი ხარშოთ, სანამ კრემის მაგვარ მასას არ მიიღებთ. 
mshoblebi
აი მერე კი, რამდენიმე ცალი (4-დან 10-მდე, ან რამდენი პატარაც გყავთ, იმდენი) კვერცხი აიღოთ, თავზე გადაუსვათ წებო, მერე კი ჩააწოთ ბრინჯიან, წიწიბურიან ან რომელიც გსურთ, იმ მარცვლებით სავსე ჯამში. წებო მარცვლებს აიკრავს. შემდეგ ეს მარცვლები, უკვე დაწებებული, დაახლოებით 5-10 წუთში, შეგიძლიათ შეღებოთ, ან არც შეღებოთ. ეს იქნება მისი «ქუდი» ან «თმა». ქვედა ნაწილზე კი ფლომასტრით ან საღებავით სახე დაუხატოთ. ასევე შეგიძლიათ, თავიც და ბოლოც წებოთი და მარცვლებით დაფაროთ და უბრალოდ ასეთი შემკული, ფერადი და ლამაზი კვერცხები გექნებათ, სახეების გარეშე. ნება თქვენია. 
mshoblebi

 

 

ნანახია:(104)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ჰოდა, ვემსგავსებით დოღის ცხენებს, რომლებსაც უკან მათრახი დაუტკაცუნეს“…

ერთხელ, როცა ძალიან ძალიან რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, ერთმა უფროსმა მეგობარმა მითხრა: ნატ, როგორც კი გარედან შეხედავ შენს სიტუაციას და


იტალიელი ტურისტის გულისამაჩუყებელი წერილი საქართველოზე

სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი იტალიელი ტურისტის მიერ საქართველოს შესახებ დაწერილ წერილს აქვეყნებს, რომელიც ნამდვილად გულისმაჩუყებელია:   „დღემშვიდობისა ყველა


სათვალე ყურსასმენების ნაცვლად

ინოვაციური მზის სათვალე, რომელიც ახალი ფუნქციებით არის დატვირთული კომპანია Zungle-მ გამოუშვა მზის სათვალე, რომელმაც სრულიად შეცვალა მისი ფუნქცია. სათვალეს ჩამონტაჟებული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*