ყველაზე კარგი გზა მიაღწიო საწადელს (იგავი)

by admin | Ноябрь 9, 2016 09:43

დიდი ხნის წინ, ბრძენთან მივიდა კაცი და ეუბნება, რომ ვერა და ვერ პოულობს ისეთ გოგოს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდა და შექმნიდა მასთან ერთად იდეალურ ოჯახს.

როგორი ქალი გინდა ცოლად? — იკითხა ბრძენმა

კაცი ცოტა ხნით დაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

— ვოცნებობ ისეთ ქალზე, რომელიც იქნება მოსიყვარულე, ბრძენი, პასუხისმგებლობის გრძნობით, მხიარული, თბილი, გამგები,  მგრძნობიარე, ნაზი, უმშვენიერესი, უკეთილშობილესი, ძლიერი და დამოუკიდებელი – როგორ მოვიქცე?

ბრძენმა უყურა ცოტა ხანს და უთხრა:

—  მე ვიცი აბსოლუტურად სანდო, მაგრამ ძალიან, ძალიან რთული ხერხი. მისი საშუალებით შენ შეხვდები სასურველ ქალს.

— და რაში მდგომარეობს? თუ  გამიმხელ, მოგცემ ყველაფერს რაც გამაჩნია!

— მე არაფერი მინდა – უპასუხა ბრძენმა – მხოლოდ, მომეცი პირობა, რომ გამოიყენებ ჩემს რჩევას.

კაცმა მისცა პირობა და უთხრა, რომ გააკეთებდა ყველაფერს რასაც ბრძენი ეტყოდა.

— თუ შენ გინდა შეხვდე ქალს, რომელიც იქნება  მოსიყვარულე, ბრძენი, პასუხისმგებლობის გრძნობით, მხიარული, თბილი, მგრძნობიარე, ნაზი, უმშვენიერესი, გამგები, გულკეთილი, ძლიერი და დამოუკიდებელი – მაშინ საწყის ეტაპზე, შენ თავად უნდა გახდე მსგავსი თვისებების მატერებელი. მხოლოდ, ასე იპოვი მას.  როცა, ყველაფერს გააკეთებ და მაინც ვერ შეხვდები, მაშინ, ამას აღარ ექნება უკევე მნიშვნელობა.

წყარო: https://zrda.wordpress.com/[1]

ნანახია:(5795)-ჯერ


Endnotes:
  1.  https://zrda.wordpress.com/: https://zrda.wordpress.com/

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/yvelaze-kargi-gza-miagwio-sawadels/