ყველაზე კარგი გზა მიაღწიო საწადელს (იგავი) | Jolo.ge


ყველაზე კარგი გზა მიაღწიო საწადელს (იგავი)

ყველაზე კარგი გზა მიაღწიო საწადელს (იგავი)

დიდი ხნის წინ, ბრძენთან მივიდა კაცი და ეუბნება, რომ ვერა და ვერ პოულობს ისეთ გოგოს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდა და შექმნიდა მასთან ერთად იდეალურ ოჯახს.

როგორი ქალი გინდა ცოლად? — იკითხა ბრძენმა

კაცი ცოტა ხნით დაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

— ვოცნებობ ისეთ ქალზე, რომელიც იქნება მოსიყვარულე, ბრძენი, პასუხისმგებლობის გრძნობით, მხიარული, თბილი, გამგები,  მგრძნობიარე, ნაზი, უმშვენიერესი, უკეთილშობილესი, ძლიერი და დამოუკიდებელი – როგორ მოვიქცე?

ბრძენმა უყურა ცოტა ხანს და უთხრა:

—  მე ვიცი აბსოლუტურად სანდო, მაგრამ ძალიან, ძალიან რთული ხერხი. მისი საშუალებით შენ შეხვდები სასურველ ქალს.

— და რაში მდგომარეობს? თუ  გამიმხელ, მოგცემ ყველაფერს რაც გამაჩნია!

— მე არაფერი მინდა – უპასუხა ბრძენმა – მხოლოდ, მომეცი პირობა, რომ გამოიყენებ ჩემს რჩევას.

კაცმა მისცა პირობა და უთხრა, რომ გააკეთებდა ყველაფერს რასაც ბრძენი ეტყოდა.

— თუ შენ გინდა შეხვდე ქალს, რომელიც იქნება  მოსიყვარულე, ბრძენი, პასუხისმგებლობის გრძნობით, მხიარული, თბილი, მგრძნობიარე, ნაზი, უმშვენიერესი, გამგები, გულკეთილი, ძლიერი და დამოუკიდებელი – მაშინ საწყის ეტაპზე, შენ თავად უნდა გახდე მსგავსი თვისებების მატერებელი. მხოლოდ, ასე იპოვი მას.  როცა, ყველაფერს გააკეთებ და მაინც ვერ შეხვდები, მაშინ, ამას აღარ ექნება უკევე მნიშვნელობა.

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(5801)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარმატების ერთ-ერთი ფორმულა

როგორ მინდა ყველამ წაიკითხოს ბავშვობიდან დღემდე, როცა რამეს ვაკეთებ, ვმოქმედებ და ვქმნი, ყოველთვის ერთ ადამიანს ვუძღვნი. ის კონკრეტული ადამიანი ჩემი


„რამდენიმე რჩევა მათ ვისაც ფული არ ჰყოფნის“ — ხათუნა მუზაშვილი

ფული ყველას უნდა, ფული აუცილებელია, მაგრამ ბევრისთვის ძნელად მოსაპოვებელი. გაეცანით ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის რჩევებს და გაიგეთ, თუ რა არის საჭირო


ეჭვიანი ადამიანი მუდმივად დისკომფორტშია, მუდმივად დაძაბულია…

როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ისე ჭამს ადამიანს იჭვი. ეჭვიანი ადამიანი მუდმივად დისკომფორტშია, მუდმივად დაძაბულია და გონია მთელი სამყარო მის წინაღმდეგაა.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<