«ყველაზე ძვირფასი რამ , რაც კი შეიძლება არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში» … | Jolo.ge


«ყველაზე ძვირფასი რამ , რაც კი შეიძლება არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში» …

«ყველაზე ძვირფასი რამ , რაც კი შეიძლება არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში» …

მატერიალური რაღაცეების გამო , 
ზოგჯერ ადამიანებს ბევრი რამის დათმობა გვიწევს .

რაც დრო გადის უფრო მეტად მიყვარს ჩემი სახლი , სიმყუდროვე , მიწის სუნი წვიმის შემდეგ და

ვგრძნობ, — როგორ ძალიან მიყვარს გურული ეზო .

მზიანი დღე , ჰამაკი , კითხვა , ოჯახის საქმე .
წელიწადის ოთხი დრო რომელიც , განსაკუთრებულად ლამაზია გურიაში .

ბებიეს მზრუნველი ხელები , გემრიელი საუზმე .

ერთხელ საკმაოდ “ განათლებულმა “ ადამიანმა მკითხა — რატომ გენატრება სულ გურია ?
აშკარად ვიგრძენი მისი ირონიული დამოკიდებულება ,
სიმართლე გითხრათ გული ძალიან მეტკინა .

დიდი ხნის მერე როცა სახლში ჩამოვედი , ფეჩისგან გაღუღუნებულ ოთახში ვიჯექით მე და ჩემი ადამიანები ,
ჩუმად გარინდულები .
ზუსტად მაშინ გამახსენდა ის ადამიანი და მინდოდა ერთი წამით მაინც მყოლოდა ახლოს , რომ ეს დაენახა .
ჩვენ ვიჯექით ასე უბრალოდ და ვუყურებდით ერთმანეთს ,
ვფიქრობდით რა თქმა უნდა არაფერზე და ამ დროს მივხვდი , ის სიყვარული რომელიც მათთან მაკავშირებს სულ სხვანაირია და არასოდეს მეყვარება ასეთი სიყვარულით სხვა .

“ სული იკურნება გურიაში

გულს უხარია გურიაში “

პ.ს როდესაც ერთხელ მაინც გულწრფელად დაუფიქრდები ოჯახის ყოლას ,
ოჯახის არსს , ოჯახის სიყვარულს – გული შეგეკუმშება და ცრემლები დაგახრჩობს , ცრემლები ზოგჯერ მონატრების ,
ხშირად კი ბედნიერების , სიხარულისა და სიყვარულის .

ყველაზე ძვირფასი რამ , რაც კი შეიძლება არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში, კიდევ ერთი გათენებული ახალი დილა
და გვერდით მოსიყვარულე ოჯახია 💛☀️

დამიმეგობრდით Instagram-ze https://www.instagram.com/giviko.giva/ 👈

გივიკო დიდია

ნანახია:(206)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ჩემი სახლის კარი ღიაა ნებისმიერი თქვენთაგანისთვის“- მიმართვა ფლორიდაში მცხოვრებ ქართველებს

ზვიად ზივზივაძე ფლორიდაში მცხოვრებ ქართველებს მომაკვდინებელი ქარიშხლის შესახებ აფრთხილებს და მათ  საკუთარ სახლში დროებით  ცხოვრებას სთავაზობს. კეთილი ქართველი განცხადებას სოციალურ


„დათუნიკას გამოსვენებამდე მისი ბიჭი დაიბადა, 60 წლის ხდებოდა დათუნიკა და ეს პირველი შვილია»

„დათუნიკას გამოსვენებამდე მისი ბიჭი დაიბადა, 60 წლის ხდებოდა დათუნიკა და ეს პირველი შვილია, შვილი რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა”- წერს გიორგი


„საქართველოში წლების წინ ქართული სიმღერის სიყვარულმა ჩამოიყვანა“…

ქართულის შესწავლა სიმღერით დაიწყო. დღეს 200 ქართული სიმღერა იცის. ამერიკელია, მაგრამ ქართულად საუბრობს, წერს და კითხულობს კიდეც …   ამერიკელი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*