ყველაზე ჭკვიანი გურიაში

by admin | Январь 26, 2018 09:10

1. რა ჰქვია ისეთ ადამიანს, რომელიც მუდამ კარგ ხასიათზეა?
— აბდალი

2. რა ჰქვია მოზრდილ ბავშვს?
— ყაზირალი

3. რით იკვებება აბრეშუმის ჭია?
— ბჟოლათი

4. როგორ იწყევლება გურული ქალი?
— შენ გნახე მოტაფული

5. რა ხდება ბრაზილიურ სერიალებში?
— კურცხალს აღვარღვარებენ

6. რა ყიყინებს დაგუბულ წყალში?
— ყვაჭიჭა

7. როგორ გამოითქმის გურულად ადამიანი ამფიბია?
— ადამიანი ყვაჭიჭა

8. როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც ხეზე ასვლა უჭირს?
— ვუპოჭიკოთ

9. როდის იყიდა გურულმა შარვალ-კოსტუმი?
— გუშხამ

10. რა ისმის მომაკვდავის ოთახიდან?
— კუთვა

11. როგორ გადავიყვანოთ დაშავებული უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში?
— მოზუკუტურებული

12. რას აკეთებს თზა, როცა შია?
— პეტელობს

13. რა მოუდის წყალს მინუს 10 გრადუსზე?
— როფავს

14. რა ჰქვია უხასიათო ადამიანს?
— უზნოური

15. რა ამოდის ბუხრის მილიდან?
— ფუტი

16. როგორ ჩამოვარდა ბავშვი ხიდან?
— ევიდა ყაზირალი ხეზე, მუუხჩა ბოლი, მოადინა ზღართანი, მორთო პრინჭილი

ნანახია:(339)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/yvelaze-chkviani-guriashi/