ყველასთვის ცნობილი იოანე არაბული ელექტრონავტების დაჯილდოვებაზე | Jolo.ge


ყველასთვის ცნობილი იოანე არაბული ელექტრონავტების დაჯილდოვებაზე

ყველასთვის ცნობილი იოანე არაბული ელექტრონავტების დაჯილდოვებაზე

ღამის კლუბი „ხიდი“, ელექტრონავტების დაჯილდოვების ცერემონია და იოანე არაბულის ლაივ ჩართვა.  ყველასთვის ცნობილი და ნიჭიერი მომღერალი, ამჯერად DJ-ის ამპლუაში მოგვევლიანა. 

იოანე არაბული უკვე რამდენიმე წელია  საკუთარ, ჟანრობრივად მრავალფეროვან კომპოზიციებს ქმნის.

ეს მელოდიური კომპოზიციები ძირითადად ელექტრონული და ეთნო ელემენტებით არის გაჯერებული.

იოანე,  პირველად „ახალ ხმაში“ გამოჩნდა და როგორც მომღერალმა პოპულარობაც მალევე მოიპოვა. დღემდე ბევრს ახსოვს ქეთათოსთან ერთად მის მიერ შესრულებული ჩარკვიანის სიმღერა „სულს“.  მაშინ  მაყურებლის შეფასება ამგვარი გახლდათ — „ჩარკვიანის შემდეგ ასეთი კარგი შესრულება არ მოგვისმენია“.

მისი  ნამდვილი წარმატებაც „ახალი ხმიდან“ დაიწყო, მაშინ როდესაც პროფესიონალებთან მოუხდა მასტერკლასის გავლა.  ამის შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა იოანეს ცხოვრებაში.  „ახალ ხმას“ სხვა უამრავ პროექტში მონაწილეობა მოჰყვა …

ამჯერადაც იოანეს შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს კარგად გამოჩნდა ელექტრონავტების დაჯილდოვებაზე…

როგორც იოანეს თაყვანისმცემლები აღნიშნავენ —  მან  ნიჭით, შრომით და შემართებით მოახერხა და  საკუთარი ცხოვრება შემოქმედებითი კუთხით ძალიან საინტერესო გახადა.

სამომავლოდ მსმენელს იოანესგან ბევრი სიახლე ელის. როგორც მისგან შევიტყვეთ, აპირებს ერთ-ერთ ქართულ წამყვან ლეიბლთან თანამშრომლობას და თავისი ტრეკების გამოშვებას. მომღერლის, ინსტრუმენტალისტის და DJ-ის დიდი სურვილია, რომ პატარა წვლილი მაინც შეიტანოს საქართველოში, მუსიკალური კულტურის განვითარებაში….

https://www.facebook.com/ioanearabulil/

 

ნანახია:(532)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მაეჭვებს, კითხულობენ თუ არა საერთოდ პიესებს“ — ლაშა ბუღაძის კრიტიკა „საბას“ ჟიურის

„მაქვს შეთავაზება პრემია „საბასთვის“ ჟიურის წევრებისთვის: დრამატურგიის ნომინაციას ეწოდოს „დაბალი ღობის“ ნომინაცია“ — წერს ლაშა ბუღაძე „საბას“ ისტორიაში ორად ორჯერ


„ეკლიანი გზა მეცნიერებაში“ – ეძღვნება აკადემიკოს გიორგი ზედგენიძის ხსოვნას

                                             „სიცოცხლე ხანმოკლეა, დიდება კი,                                               შეიძლება — სამარადისო აღმოჩნდეს“.                                                                                ციცერონი   ჩემს წმინდათაწმინდა მოვალეობად მივიჩნევ, პატივი მივაგო


«ფანARTი» ახალგაზრდა მხატვრებსა და მოქანდაკეებს მასპინძლობს

ფესტივალ „ფანARTის“ მეორე დღე დამწყებ მხატვრებთან და მოქანდაკეებთან ერთად გაგრძელდა. ნამუშევრები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში იყო გამოფენილი. ფერწერული ტილოებით დამთვალიერებლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*