„ყველაფერს მიხვდები მაშინ, როცა დაკარგავ იმას, რაც გაქვს“… | Jolo.ge


„ყველაფერს მიხვდები მაშინ, როცა დაკარგავ იმას, რაც გაქვს“…

„ყველაფერს მიხვდები მაშინ, როცა დაკარგავ იმას, რაც გაქვს“…

ათი დღე აფრიკაში. ეთიოპია, ადის აბაბა.

ადამიანის შესაძლებლობები ამოუცნობი და ამოუწურავია.
სწავლობ და მაინც ბევრი გრჩება სასწავლი.
თუ გგონია იცი, ის რაც იცი, მაშინ შენ არაფერი არ იცი.

,,მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი» თქვა სოკრატემ და თვითშემეცნებით ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს, ბრძენი უწოდა.

არიან ადამიანები, რომელთაც მოჩვენებითი თვითშემეცნება აქვთ.
შეიძლება ერთ საქმეში იყო ძლიერი, მაგრამ გეჩვენებოდეს, რომ დანარჩენ სხვა საქმეშიც ძლიერი ხარ.

ყველაფერს მიხვდები მაშინ, როცა დაკარგავ იმას, რაც გაქვს.

კიდევ ერთხელ მივხვდი და გავიაზრე, რომ ადამიანს, თვითკმაყოფილება, საკუთარი თავის თაყვანისცემა, პატივმოყვარეობა და განდიდების მანია, ასუსტებს, აუძლურებს და ამარცხებს.

როგორ ცხოვრობდი ადრე და როგორ ცხოვრობ დღეს.
ვინ იყავი წარსულში და ვინ ხარ დღეს.

ქვეყანა, სადაც მე ვიყავი წასული საიდუმლოებითაა მოცული, თავისი სიკეთითა და სისასტიკით, სიღარიბით და სიმდიდრით, სიყვარულით და სიძულვილით. აქ ხილულად ხედავ ყველაფერს.
თუ გინდა სწორი პასუხი მიიღო კითხვაზე, რატომ ხდება რაც ხდება, მაშინ სულით უნდა შეიგრძნო სინამდვილე.

დიდი სულიერი გამოცდილება მივიღე, რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი.

ღმერთი ყოველთვის გიგზავნის ადამიანს, რომელიც თვალს აგიხელს, სიბრძნეს შეგმატებს და გაგაძლიერებს. განგება გიგზავნის კეთილსაც და გიგზავნის ბოროტსაც, რათა ისწავლო და გაარჩიო ნათელი ბნელისგან.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(150)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შეიძლება თუ არა გავნოთ ოთახში გასაშრობად ჩამოკიდებულმა სარეცხმა?!

ცივ ამინდში სარეცხს ხშირად ოთახში, გამათბობელ ბატარეაზე ან სპეციალურ საკიდებზე ვაშრობთ. თუმცა არ გვიფიქრია იმაზე, რა ზიანის მოტანა შეუძლია ამას


«თუ ბოლომდე დავიჯერებდი… ასეა, მთავარია რწმენა!»

ქაღალდის ნავი სასიამოვნო გრილი გაზაფხულის მიწურული იყო, როცა ქაღალდის ნავში ჩავჯექი, ნელი სიო მიასრიალებდა ჩემს ნავს დინების მიმართულებით, სიმოვნებისგან გაბუჟებულს


„სხვისთვის რომ არ გადაედოთ ინფექცია, სიკვდილს აქ ელოდებოდნენ“…

„ეს ანატორის აკლდამებია, ხევსურეთში შატილიდან სამ კილომეტრში მუცოს გზაზე, ამ საოცარი მთის ძირში“ — წერს პაატა ქურდაძე ფეისბუქის პირად გვერდზე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<