„ყველაფერი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებიც კი, დედამიწაზე უმნიშვნელო რაღაცებით იწყება“ | Jolo.ge


„ყველაფერი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებიც კი, დედამიწაზე უმნიშვნელო რაღაცებით იწყება“

„ყველაფერი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებიც კი, დედამიწაზე უმნიშვნელო რაღაცებით იწყება“

ყველაფერი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებიც კი, დედამიწაზე უმნიშვნელო რაღაცეებით იწყება.

გზა მარტივი იდეიდან წარმატებამდე შენს ფიქრებზე გადის.

ფიქრები ჩვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ.

ენერგეტიკა, რომელიც ფიქრებისგან მოდის რეალურ გავლენას ახდენს ჩვენს ქმედებებზე, ამიტომ ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის.

დიახ, აზრები ქმნიან ქმედებებს, ქმედებები შობენ ჩვევებს, ჩვევები კი ქმნიან იმას, რასაც ჩვენ «ბედს» ვუწოდებთ.

ბევრი შეუძლია მას, ვინც დიდ იმედს ამყარებს საკუთარ თავზე.

გამოკვებე ცნობიერება დიდებული აზრებით, რადგან ვერასოდეს ახვალ იმაზე მაღლა, ვიდრე ფიქრობ, რომ ახვალ.

შენ დღეს იმყოფები იქ, სადაც მოგიყვანა შენმა გუშინდელმა ფიქრებმა, ხოლო ხვალ იქნები იქ, სადაც მიგიყვანს დღევანდელი ფიქრები.

აიყვანე კონტროლზე საკუთარი აზრები. აიღე კონტროლი და პასუხისმგებლობა საკუთარ აზრებზე. ამით შენ აიღებ პასუხიხსმგებლობასა და კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე.

იცი, რატომ არ აქვს ადამიანს ფრთები? იმიტომ, რომ ფიქრებით ბევრად შორს შეუძლია გაფრენა.

მიიღე ყველაფერი შენ შესახებ. შენ ხარ შენ! და ეს დასაწყისი და დასასრულია, ბოდიშისა და წუხილის გარეშე.

განეწყვე კარგად საკუთარი თავისადმი. მკაცრი თვითკრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ გაბრკოლებს. ესაუბრე საკუთარ თავს ისე, როგორც კარგ მეგობარს. გახსოვდეს, შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არღვევს. არასოდეს დაგავიწყდეს ეს!

გჯეროდეს საკუთარი თავის. არასწორი ნოტი – შესრულებული ტლანქად, უბრალოდ, არასწორი ნოტია. მაგრამ არასწორი ნოტი, შესრულებული თავდაჯერებულად – ეს უკვე იმპროვიზაციაა.

P.S. «იყავით ყურადღებით თქვენს აზრებთან, ისინი ქმედებების დასაწყისია!» დიახ, შენმა ცნობიერმა თუ არაცნობიერმა ფიქრებმა მოიტანა ეს პოსტი შენამდე. დაიჭირე ეს წამი…

© Tako Januashvili 

P.P.S. ვინაიდან შენმა ფიქრებმა ეს პოსტი შენამდე მოიტანა, არ უნდა გაუშვა ის. გააზიარე შენს გვერდზე, რადგან მარტივად შეძლო მასთან წვდომის დამყარება, როცა დაგჭირდება.

 

ნანახია:(961)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ გამოვაღვიძოთ შინაგანი ძალა?

იმისთვის, რომ ცხოვრებაში რამე შედეგიანს მივაღწიოთ, საჭიროა შინაგანი ძალის გამოღვიძება. არსებობს ძალიან მაგარი და შედეგიანი 6 საფეხურიანი სისტემა, რომელიც შინაგანი


თუ ჯერ ვერავინ შეძლო, მაშინ თქვენ იქნებით პირველი

„იმედგაცრუების დროს ყოველთვის დამანშავეა ის, ვინც მოიხიბლა და არა ვინც მოხიბლა, ამიტომ ნუ უბრაზდებით შუშას რომელიც მოგეჩვენათ ბრილიანტად“ »როცა ოცნებები


ვიცხოვროთ აქ და ამჟამად!

ც ხ ო ვ რ ე ბ ა ახლა და ამჟამად! აქ და ახლავე! აწმყოში დრო ძალიან სწრაფად გარბის. მოგონებები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<