ყველაფერი შენს ხელშია!!! | Jolo.ge


ყველაფერი შენს ხელშია!!!

ყველაფერი შენს ხელშია!!!

ერთ სოფელში ცხოვრობდა ბრძენი. ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მასთან თავიანთი პრობლემებით. უკან კი კმაყოფილნი ბრუნდებოდნენ. ის უყვარდათ  და ძალიან აფასებდნენ.

მხოლოდ, ერთ ადამიანს შურდა მისი და ამბობდა: „ხალხო ვის  ეთაყვანებით? ის ხომ თაღლითია“.

ერთხელ, მან გადაწყვიტა მოხუცი ბრძენისთვის გამოცდა მოეწყო.

ხალხი შეკრიბა და გამოაცხადა: „ დღეს დაგიმტკიცებთ, რომ  მართალი  ვარ. მე  ხელში დავმალავ პეპელას. ვნახოთ თუ მიხვდება, რა  მაქვს ხელში. თუ გამოიცნო, მაშინ ვკითხავ: ცოცხალია  თუ მკვდარი? თუ მიპასუხა — ცოცხალიაო, პეპელას ხელშივე დავსრეს   და თუ მითხრა: მკვდარიაო — გავანთავისუფლებ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ბრძენი აღმოჩნდება სულელურ მდგომარეობაში“.

ხალხი გაჰყვა. ისინი მიუახლოვდნენ სახლს.

ბრძენი გამოვიდა ხალხთან შესახვედრად და ამ დროს, შურიანმა დასვა თავისი კითხვა:

-რა მაქვს ხელში?

-პეპელა-მიუგო ბრძენმა.

-ცოცხალია თუ მკვდარი?

მოხუცს ჩაეღიმა და მშვიდად უპასუხა:

-ყველაფერი შენს ხელშია, ადამიანო!!!!!

წყარო:

zrda.wordpress.com

 

 

ნანახია:(4327)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ერთმანეთში ცვლიან პარტნიორებს, ღვრიან ცრემლებს, ფიქრობენ რომ შეცდნენ“…

ჩვენს ირგვლივ ბევრი ადამიანია, რომელიც, ჯერ კიდევ სიყვარულის ვერ (არ) პოვნასა და მოლოდინშია. ამ რეალობის ასახსნელად კი რიგ მიზეზებს ასახელებენ,


„აქ დაიწერა ეს საოცარი მუსიკაც“ — ნინო სურგულაძე

ამ საყვარელ ხის სახლში ცხოვრობდა ედვარდ გრიგი, საოცარი ნორვეგიელი კომპოზიტორი და მისი მეუღლე ნინა — წერს ნინო სურგულაძე. ნინო სურგულაძე:


10 რამ, რაც ქალს ყველაზე მეტად აბერებს

გთავაზობთ რამდენიმე ფაქტორს, რომელიც  ყველაზე მეტად მოგიმატებთ წლებს.   1. ნაადრევი ჭაღარა. შეიძლება გაჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის დროს. 2. მოშვებული ყელი. კანი ყელზე ძალიან ნაზია, ამიტომაც ის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*