fbpx

„ყველაფერი იწყება თვითშეფასებით“ – ხვიჩა მებონია

ავტორი ჟოლო
1,199 ნახვა

„ჯერ მოიპოვე გამარჯვება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთე ბრძოლაში“ –  სამურაების ღირსების კოდექსიდან (ბუშიდო)

 

ხვიჩა მებონია: „არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ დღეს, რა პროფესიის ხართ, რა ასაკის, რამდენი ფული გაქვთ, რამდენი ვალი, მერწმუნეთ აბსოლუტურად არა აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა. ისევე როგორც იმასაც თუნდაც თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენს მიმართ თქვენს ახლობლებს და ნათესავებს. მთავარია დაადგეთ წარმატების მწვერვალებისკენ მიმავალ გზას და გააცნობიეროთ, რომ ამ გზაზე თქვენი პირველი გამარჯვება დაკავშირებული იქნება თქვენს თვითშეფასებასთან.

ამიტომ, დღეიდან და ყოველთვის, ხუმრობით თუ სერიოზულად, მაგრამ აბსოლუტური რწმენით უთხარით ხოლმე საკუთარ თავს: მე ვარ დიადი, მე ვარ გენიალური, მე ვარ გამარჯვებული, უდიდესი ადამიანი ყველგან და ყველაფერში!

თუ ვთქვათ თქვენ ხართ მხატვარი, ხშირად იმეორეთ რომ თქვენ ხართ ყველა დროსის უდიდესი მხატვარი რომელიც კი დედამიწაზე შობილა, თუ ბინზესში ხართ, ჩააგონეთ საკუთარ თავს რომ თქვენ ხართ საუკეთესო ბიზნესმენი მსოფლიოში.

დაიმახსოვრეთ, ყველაფერი იწყება თვითშეფასებით! დაიმახსოვრეთ აზრი მატერიალურია. გემს რასაც დაარქმევ, ისეთნაირად გაცურავს.
წარმატებულ, ნათელ, მზიან, სიხარულით და სიყვარული სავსე დღეს გისურვებთ და დაიმახსოვრეთ, დღეიდან თქვენ ხარ უდიდესი ადამიანი ყველგან და ყველაფერში“.

წყარო: mebonia.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment