„ყველაფერი იწყება, გრძელდება და მთავრდება დღეს“

by admin | Июнь 15, 2017 10:24

…წინსვლის სტიმულს გვაძლევს არა თანამოაზრე და კეთილის მსურველი, არამედ მოწინააღმდეგე….
ამიტომ იყოლიეთ მოწინააღმდეგეები შორი-ახლოს…რა იცით რა დროს დაგჭირდებათ სტიმული? 🙂
ხოდა…
მოწინააღდეგით ფრიად სტიმულირებული რომ დაადგებით წინსვლის გზას წარმატების მიღწევის მიზნით, შეგახსენოთ მინდა, რომ წარმატება შედგება 10% გამართლებისა და 90% დაუღალავი მოქმედებისაგან, რომელიც ძალიან გავს — წაიქცა-ადგა-წაიქცა-ადგა-წაიქცა-ადგას:)))

…ერთ მშვენიერ დღეს, როცა თქვენ ამ «წაქცევა ადგომისაგან» უკვე შეგეძლებათ სადღესასწაულო ცეკვა დადგათ და წინსვლა თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდება და არა რაღაც ერთი წერტილი, სადაც გგონიათ რომ მიხვალთ და ყველაფერი თავისით უნდა დალაგდეს…..

მიხვდებით,…..რომ ცხოვრების მთელი გემო იმაშია, რაც თქვენ» ჩენჩო გეგონათ და აფურთხებდით» — იმ ყოველდღიურობაში, რომელშიც თქვენ წარმატების გზებს ეძებთ,მოწინააღმდეგეების მარგებლობას ეგუებით და წაქცეული დგებით ფეხზე :)))) ყველაფერი იწყება, გრძელდება და მთავრდება დღეს 🙂

დღევანდელ დღეს გილოცავთ, რომელიც არასოდეს განმეორდება….

დღეს რა დღეა?
არ ვიცი, ეს თქვენ უნდა მითხრათ….უკვე მოასწარით იგი დღესასწაულად გექციათ, თუ ისევ ხვალისათვის გადადეთ ცხოვრება?

ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(252)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/yvelaferi-iwyeba-grzeldeba-da-mtavrdeba-dgs/