ყველა წინაღობა შენს „წონით კატეგორიაზეა“ გათვლილი — შენ ამის დაძლევა შეგიძლია :) | Jolo.ge


ყველა წინაღობა შენს „წონით კატეგორიაზეა“ გათვლილი — შენ ამის დაძლევა შეგიძლია :)

ყველა წინაღობა შენს „წონით კატეგორიაზეა“ გათვლილი — შენ ამის დაძლევა შეგიძლია :)

უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები ყველაფერს გააჩნია….უბრალოდ ინსტრუქცია არ მოყვება ყველაფერს სადაც ეწერებოდა შავით თეთრზე მაგ.

სამსახურში თავდადებული მუშაობა:
გამოიყენება — დეპრესიასა და აკვიატებულ აზრებთან გამკლავებისას, დაბალი თითშეფასების დროს, აგრეთვე რაიმე სასარგებლოს და სასიკეთოს გაკეთების აკვიატებული სურვილის შემთხვევაში, ელემენტარული უფულობის დასაძლევად…
დოზირება — კვირაში 5 დღე ( 2 დღე შესვენება);
დოზის გადამეტებამ შესაძლოა გამოიწვიოს:
როგორც ფაღარათი აგრეთვე შეკრულობა და არა მარტო კუჭ-ნაწლავის…….
ემოციების, განცდების, ნეგატივ-პოზიტივის ცვლის, უძილობა ან ძილიანობა, გაღიზიანებადობა…
დოზის გადამეტების შემთხვევაში სასწრაფოდ შეწყვიტეთ მუშაობა და მიმართეთ სპა სალონს, მედიტაციურ ცენტრს,სუფთა ჰაერზე დასვენებას…..

და ა.შ.
თქვენს სასურველ „წარმატების გზასაც“ არ მოყვება ინსტრუქცია, თუმცა….ისევე, როგორც მე გამაფრთხილეს წლების წინ, მინდა იმ რამოდენიმე პნქტის არსებობის შესახებ თქვენც გაგაფრთხილოთ….

1. წარმატების გზაზე ბევრი ტრამპლინი და ბარიერი დაგხვდება, მაგრამ გახსოვდეს, ყველა წინაღობა შენს „წონით კატეგორიაზეა“ გათვლილი — შენ ამის დაძლევა შეგიძლია 🙂

2. რაც უფრო წინ წახვალ, უფრო გართულდება ბარიერები, მაგრამ შენ მათი დაძლევა სულ უფრო გაგიმარტივდება, რადგან ყოველ ნაბიჯზე სულ უფრო გაძლიერდები.

3. წარმატების გზაზე არ არსებობენ „ცხვირის მომხოცები“ და „დორბლების მომწმენდები“…ეს ის სივრცეა სადაც დიდი სირცხვილია „იყო საცოდავი“…ასე რომ თუ გეტირება შენთვის იტირე და ისიც მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ნეგატივისაგან დაიცალო და გააგრძელო გზა…

4. ამ გზაზე ახლობელ — მეგობრები ფერს იცვლიან… ვინც წინ ვეღარ წამოგყვება ან უკან დარჩება ან ფეხის წამოდებას განიზრახავს, რათა შენც მასთან დარჩე….ყველაზე მეტ ადამიანს სწორედ მაშინ დაკარგავ, როცა სწრაფად წახვალ წინ…..თუმცა, ეს ყველაფერი ადამიანების ამოცნობას გასწავლის, რის მერეც ბევრი მეგობარი ვერასოდეს გეყოლება)

5. ნელ- ნელა მიხვდები, რომ ცხოვრების ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის მარტო ხარ….ეს დაგეხმარება შენი ცხოვრების მთავარი ადამიანი აღმოაჩინო…ვინც მუდამ შენთან არის და იქნება…შენ საკუთარი თავის გვერდზე დგომა გაქვს აღმოსაჩენი, რასაც მთელი გულით გილოცავ….

6. წარმატებისკენ მომავალ გზაზე წაგების ყველაზე დიდი შანსი გაქვს, ისევე როგორც გამარჯვების…ტახტზე ქრონიკულად წამოწოლილებს არც მარცხი, არც გამარჯვება არ ემუქრებათ… სანამ მოგებას ისწავლი, მარცხის სწავლა და მიღება მოგიწევს…

7. როდესაც ტკივილს კოვზით მოგაწვდიან — უხმოდ თუ დალევ, მხოლოდ 1 კოვზის დალევა მოგიწევს, თუ გაუძალიანდები — ჭიქით მოგაწვდიან….და თუ გადმოაფურთხებ — კასრით ჩაგასხავენ….

8. თუ ზემოთ ხსენებული 7 პუნქტის მიუხედავად წინსვლა არ გადაიფიქრე — გილოცავ!!! შენ განწირული ხარ წარმატებისთვის 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი 

ნანახია:(298)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გათავისუფლდით სტრესისგან, არ დაგავიწყდეთ ჭიქის ძირს დადება

პროფესორი სემინარს უძღვებოდა, როცა ხელში წყლიანი ჭიქა აიღო და აუდიტორიას კითხვით მიმართა.  „რამდენს იწონის ჭიქა?“ სტუდენტთა პასუხები ასიდან სამას გრამამდე


თუ გინდა გახდე სასურველი ქალი

ვისაც სურს სრულყოფილად დაეუფლოს ჰარმონიული ურთიერთობის წარმართვის ხელოვნებას; გააუმჯობესოს დამოკიდებულება და შეცვალოს ხედვა, როგორც საკუთარი თავისადმი, აგრეთვე საპირისპირო სქესისადმი;  20 ოქტომბერს


„შეირგე აწმყო, იყავი ლაღი“ …

„ადამიანი ასაკში რომ შედის, მაშინ ხვდება რა სისულელეზე დარდობდა და განიცდიდა. ცხოვრება რომ წარმავალია ყველამ ვიცით და ვერ ვაცნობიერებთ. აბა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*