ყველა თვითონ ირჩევს ჩაიხრჩოს თუ ამოვიდეს მშრალზე

by admin | 15 сентября, 2017 10:42

კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა ვმართოთ ჩვენი ფიქრები და ემოციები.

ნეგატივი ჭაობივითაა, როცა ჩავარდები, გგონია, სხვა გზა არ არის, აუცილებლად იქ უნდა დაიხრჩო. და შიშისგან მაგრად ხუჭავ თვალებს.

არადა, მხოლოდ ის არის საჭირო, თვალი გაახილო და გამოწვდილი ჯოხი დაინახო. თუმცა, მხოლოდ დანახვაც არ კმარა- მაგრად უნდა მოჭიდო ამ ჯოხს.

თუმცა ესეც არ კმარა. ჯოხს თუ მოეჭიდე და ჭიდაობა და შენსკენ ქაჩვა დაუწყე, ის, ვინც შენს დასახმარებლად გამოაგზავნეს ადრე თუ გვიან, ხელს გაუშვებს ამ ჯოხს. აბა თან ხომ არ ჩაგყვება.
ამიტომ ჯოხს უნდა ჩავეჭიდოთ და მიყვეთ იმას, ვინც გამოგიწოდა.

მე ბევრჯერ გამომიწოდეს ასეთი ჯოხი და მეყო ჭკუა, ჩავჭიდებოდი და მივნდობოდი.
და საუკუნე რომ ვიცოცხლო, მუდამ მადლიერი ვიქნები ამ ადამიანების.
სამწუხაროდ, ზოგჯერ მეც მიწევს გავუშვა ხელი იმ ჯოხს, რომელიც გავუწოდე, ზუსტად ვიცი, მეყოფა ძალა, რომ ამოვიყვანო ის, ვისაც უჭირს.

მაგრამ როცა ის იქით მექაჩება, იძულებულუ ვარ გავშუა.

ვწუხვარ, მაგრამ ყველა თვითონ ირჩევს ჩაიხრჩოს თუ ამოვიდეს მშრალზე.

 

ავტორი: თამარ საგინაშვილი[1]

ნანახია:(581)-ჯერ


Endnotes:
  1. თამარ საგინაშვილი: https://www.facebook.com/SamasmeerteMilioneri/?fref=ts

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/yvela-tviton-irchevs-chaixrchos-tu-amovides-mshralze/