ყველა სიტყვას რაღაც მნიშვნელობა აქვს… მაგრამ — რას ნიშნავს სიტყვა „მადლობა“? | Jolo.ge


ყველა სიტყვას რაღაც მნიშვნელობა აქვს… მაგრამ — რას ნიშნავს სიტყვა „მადლობა“?

ყველა სიტყვას რაღაც მნიშვნელობა აქვს… მაგრამ — რას ნიშნავს სიტყვა „მადლობა“?

უკვე რამდენიმე კვირაა ერთი თემა მიტრიალებს თავში… როგორც ჩანს ის მწიფდებოდა და აჰა, ეს დღეც დადგა.

ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის სიტყვა „მადლობა“ და ძალიან იშვიათად გვესმის სიტყვა — „მადლიერი ვარ“. მოკლედ, ცოტა ხნის წინ ერთი პოსტი წავიკითხე, სადაც სხვადასხვა სიტყვების მნიშვნელობები და ამ წარმოთქმული სიტყვების სხეულზე მოხდენილი რეაქციები იყო გაშიფრული.

ახალ აღმოჩენას არ გავაკეთებ, თუ გეტყვი, რომ ნებისმიერი სიტყვა ქვეცნობიერ დონეზე გავლენას ახდენს ჩვენზე. დღეს, სიტყვა „მადლობა“, საკმაოდ ღრმად არის შემოჭრილი ჩვენს პარადიგმაში და ჩვენც, ისე, რომ საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობას და ზეგავლენას, აქტიურად ვიყენებთ მას.

შეიძლება ითქვას, რომ „მადლობამ“ ძალიან დაჩაგრა „მადლიერი ვარ“. ჩვენ ავტომატურად ვიყენებთ მადლობას და გვგონია, რომ ამით ჩვენი თავაზიანობის დემონსტრირებას ვახდენთ. ცოტა თუ უკვირდება ამ სიტყვების მნიშვნელობას, არადა ინტერნეტმა უკვე ტვინი გამოგვიჭედა იმის ძახილით, რომ „სიტყვები და აზრები მატერიალიზდება!“ ნებისმიერ სიტყვას ეფექტური გამოყენება სჭირდება, რათა ზიანი არ მიაყენო როგორც საკუთარ თავს, ისე სხვას.

რა სიტყვებს გამოიყენებ თავაზიანობის გამოსახატად, ეს უკვე შენი ინდივიდუალური არჩევანია, მაგრამ იცოდე იმ სიტყვების ჭეშმარიტი არსი, რომელსაც აქტიურად იყენებ ყოველდღიურ ცხოვრებაში… ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველა სიტყვას რაღაც მნიშვნელობა აქვს… მაგრამ — რას ნიშნავს სიტყვა „მადლობა“?

მადლო-ბა — ამ სიტყვის პირველ ნახევარში სიტყვა მადლი დომინირებს, მაგრამ — ეს „ბა“ რაღაა? გიორგი თ ფაქტია, რომ ამ სიტყვიდან არანაირი საზრისი და ენერგია არ მოდის.

როგორ ფიქრობ, შემთხვევითია, როდესაც შენ მიერ ნათქვამ „მადლობას“, სანაცვლოდ, მეორე მხრიდან მოყვება — „არაფრის“?

უთხრა ადამიანს სიტყვა, ნიშნავს — გასცე!

ისევე, როგორც ყველგან, აქაც გაცემა-მიღების კანონი მოქმედებს. მაგრამ, რას ნიშნავს სიტყვა — „არაფრის“? რას და აი რას: „არ არის საჭირო — მე არ ვიღებ იმას, რასაც შენ მაძლევ“.

ამ ტოქსიკური ხაფანგის გაცნობიერების შემდეგ, გადავწყვიტე უენერგიო სიტყვა „მადლობა“, რომელიც უკვე პარადიგმულ დონეზე ახდენს ადამიანის პროვოცირებას, რომ გიპასუხოს „არაფრის“, ჩავანაცვლო სიტყვით — „მადლიერი ვარ“.

სიტყვას „მადლიერი ვარ“, დიდი ძალა და მადლიერების ჯადოსნური ენერგია აქვს. ჩვენ უნდა შემოვუშვათ ეს მაცოცხლებელი ენერგია ჩვენში. ამ სიტყვას რამდენიმე ფესვი და ღრმა საზრისი აქვს, რომელიც უკვე იძლევა ენერგიას და გარკვეულ ვიბრაციას სხეულის დონეზე.

მოდი, გავშიფროთ და ვიპოვოთ საზრისი -„მადლი+ერი+ვარ“.

სიტყვა „მადლი“ — ეს არის ცნობიერი, ნათელი მდგომარეობა…

სიტყვა „ერი“ — ეს არის ადამიანების ერთობა — სული-ერე-ბა…

ხოლო „ვარ“ — ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ ცნობიერ მდგომარეობაში, გაქვს მადლი და უზიარებ ამას შენს ვიზავის, რომელსაც თვლი და აღიარებ სულიერ და თანაბარ ადამიანად.

ამ სიტყვების წარმოთქმით, ჩვენ ვუსურვებთ ადამიანს მადლს, სიკეთეს ვპასუხობთ სიკეთით და აბსოლუტურად სხვა ვიბრაციები მოგვყავს მოქმედებაში, რაზეც ჩვენი და ჩვენი ვიზავის სხეულები სულ სხვანაირად რეაგირებენ.

„მადლიერი ვარ“ — ეს არის სიტყვის გამოკვეთისა და მისთვის წარმოსახვითობის მიცემის თვალსაჩინო ნიმუში. დღეს ამ სიტყვას იშვიათად თუ გაიგებ, მაგრამ ჩვენ, შეგვიძლია ამის შეცვლა.

მადლიერება ადამიანების ყურადღებას იზიდავს, ათბობს მათ გულებს და სულებს. მადლიერება ზე მდგომარეობაა. შეუძლებელია იყო მადლიერი და არ იყო მომენტში აქ და ამჟამად… რაც იმას ნიშნავს, რომ მადლიერების მდგომარეობაში, შიშისა და ეჭვის ადგილი არ არის.

ჩვენ არ უნდა დაგვეკარგოს მადლიერების ძაფი ყოველდღიურ ქაოსში. როგორც კი დავიწყებთ მადლიერების გამოხატვას, სულ უფრო მეტი მიზეზი გაგვიჩნდება მის გამოსახატად, რადგან ამოქმედდება სამყაროს უნივერსალური პრინციპი, სადაც — მსგავსი იზიდავს მსგავს.

როდესაც აგრესიის, დაუკმაყოფილებლობისა და ამბივალენტურობის მდგომარეობაში ვართ, ამით კიდევ უფრო მეტ ნეგატივს და ქაოსს ვიზიდავთ. მადლიერებით კი, კიდევ უფრო მეტი სინათლე, პოზიტივი და სიხარული შემოდის ჩენში და ჩვენს ცხოვრებაში. მადლიერების ვიბრაცია, კიდევ უფრო მეტ მოვლენებს იზიდავს ჩვენს ცხოვრებაში, რომელთა გამოც ჩვენ კიდევ უფრო მეტად მადლიერები ვართ და ასე იწყება პროცესიც სახელწოდებით — მიზიდულობის კანონი.

 

იყავი მადლიერი და მადლიერებაც იქნება შენში!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით

გიორგი თვალაძე

ნანახია:(231)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

როგორ გადავიდეთ სიტყვიდან საქმეზე

მოდით ნუ დაველოდებით საუკეთესო მომენტს, შესაბამის განწყობას და ვარსკვლავების განლაგებას. ჯობია თქვენი პირველი მოქმედება იყოს სპონტანური, პაუზის გარეშე: “გადავწყვიტე გავაკეთოსა”


მე თუ ბედნიერი ვარ, მე უკვე ყველაფერი მაქვს  და ასეც არის

დღეს ისეთი რაღაც გავაკეთე ახლაც არ მჯერა ძალიან მინდა გაგიზიაროთ. დღეს ჩემს თავზე ვმუშაობდი, აღმოვაჩინე, რომ როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ


23 უსიამოვნო რამ, რისი გაკეთებაც მოგიწევთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ

წარმატებული ადამიანები უხეიროებისგან იმით განსხვავდებიან, რომ სირთულეების არ ეშინიათ. მიზნისკენ მიმავალი გზა ვარდებით მოფენილი სულაც არ არის და ისეთი ცხოვრება


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*