რა უნდა ჰქონდეს ყველა ქალს?… | Jolo.ge


რა უნდა ჰქონდეს ყველა ქალს?…

რა უნდა ჰქონდეს ყველა ქალს?…

ყველა ქალი იმსახურებს რაღაც განსაკუთრებულს და ამისთვის უნდა იბრძოდეს! სცენარისტმა პამელა რედმონდ სატრანმა ქალბატონებს რამდენიმე პუნქტი შესთავაზა, თუ რა უნდა ჰქონდეთ და იცოდნენ მათ:

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს… საკუთარ ფული, იმისთვის, რომ იქირაოს საკუთარი ბინა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ეს არასდროს მოუნდება ან დასჭირდება.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს რაღაც განსაკუთრებული ჩასაცმელი იმ შემთხვევისთვის თუ მოულოდნელად მისთვის სასურველი კომპანიიდან გასაუბრებაზე დაიბარებენ ან მისთვის საინტერესო ადამიანი სადმე დაპატიჟებს.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ახალგაზრდობა, რომლის უკან დატოვებისთვისაც მზადაა.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ახალგაზრდობის ცოდვები, რომლებზეც სიბერეში სიამოვნებით მოყვება.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შავი მაქმანიანი ბიუსტჰალტერი.

 

ყველა ქალს უნდა ჰყავდეს ერთი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გაამხიარულებს და ერთი, რომელიც აატირებს.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს თუნდაც ერთი ნივთი ავეჯის, რომელიც თავად იყიდა.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს 8 ცალი თეფში, 8 ცალი ღვინის ჭიქა და საჭმლის რეცეპტი, რომლითაც სტუმრებს გააოცებს.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ საკუთარ ბედს თავად განაგებს.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ უყვარდეს ისე, რომ არ დაკარგოს თავი.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს როგორ წამოვიდეს სამსახურიდან, დაშორდეს მამაკაცს, ეჩხუბოს მეგობარს ისე, რომ ყველა შემთხვევაში შეინარჩუნოს მეგობრობა.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როდის იდგეს მყარად და როდის დაიხიოს უკან.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მას არ აქვს ძალა დაიგრძელოს ფეხები და შეცვალოს მშობლები.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ შესაძლოა მისი ბავშვობა არ იყო უღრუბლო, თუმცა აქამდე მოვიდა.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს რა ღირს და რა არა სიყვარულისთვის.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ იცხოვროს მარტო იმ შემთხვევაშიც თუ ეს მას არ მოსწონს.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს ვის ენდოს და ვის არა.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს სად წავიდეს, როდესაც მის სულს დამშვიდება ესაჭიროება — მეგობართან ერთად სამზარეულოში თუ ძვირადღირებულ სასტუმროში ქალაქიდან მოშორებით.

 

ყვლა ქალმა უნდა იცოდეს რა შეუძლია და რა არ შეუძლია დღეს… ერთი თვის შემდეგ… ერთი წლის შემდეგ…

ნანახია:(1671)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ავადმყოფობის ერთ-ერთი პირველი მიზეზი

იცით თუ არა, რომ ავადმყოფობების უმრავლესობის ერთ-ერთი პირველ მიზეზი არის არასწორი სუნთქვა? საქმე იმაშია, რომ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა სუნთქავს ზედაპირულად:


იმისთვის, რომ ბზინვარე და მკვრივი კანი გქონდეთ — ნინო შავდია და „კობიდო“ თბილისში

ამ ქალბატონის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. თუმცა, ვინც იცის მის ჯადოსნურ ხელებსა და იმ ძალაზე საუბრობს, რომლითაც „ის სასწაულებს ახდენს“.


„პასუხი, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა -რა მასწავლა დალაი ლამამ“…

ერთხელ, დიდი ხნის წინათ საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა: რომ შემეძლოს პლანეტაზე ერთ-ერთ ადამიანს დავუსვა ჩემთვის ყველაზე საინტერესო შეკითხვა, ვინ იქნებოდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<