„ყველა კეთილი ოცნება სრულდება თუ მთელი გულით მოინდომებთ“…

by admin | Май 8, 2018 06:07

 ხდება ხოლმე, რომ ჩვენს ცხოვრებას წარსული გამოცდილებების და შეცდომების საუძველზე ვაფასებთ.
მომავალს ვუყურებთ იმ სურათით რაც წარსულში გვქონდა… 
იმედგაცრუება, უსამართლობა, ღალატი, წყენა…. იმ დოზით არის რომ, გარშემო ვეღარაფერს ვედავთ.

 ამ დროს თვითშეფასება იმდენად დაბალია, ისეთი უსუსურები ვხდებით რომ, ჩვენი ფიქრები დაახლოებით ასე გამოიყურება; ნუთუ რაღაც კარგი მოხდება?
მე ხომ უამრავი შეცდომა დავუშვი? ვიმსახურებ რომ ვუყვარდე?
შემიძლია რომ წარმატებას მივაღწიო? ნუთუ მეც შემიძლია ბედნიერი ადამიანი მერქვას?

კმარა!! 

 თითოეული ჩვენთაგანი იბადება რომ იყოს ბედნიერი!
ჰქონდეს ლამაზი ოჯახი!
მიაღწიოს თავბრუდამხვევ წარმატებას!
უყვარდეს და უყვარდეთ სიგიჟემდე!
იყოს თავისუფალი!  

 ყველა ჩვენთაგანი იმსახურებს საუკეთესოს, მთავარია გვჯეროდეს… თუ ჩათვლით რომ ბედნიერებას იმსახურებთ მიიღებთ ბედნიერებას.
თუ თვლით რომ არ იმსახურებთ…არ მიიღებთ.

 ჩაიხედეთ თქვენს შინაგან სამყაროში მოუსმინეთ თქვენს გულს, რომელიც გეჩურჩულებათ და ხმას ვერ გაწვდენთ. შეცვალეთ ნეგატიური რწმუნებულებები პოზიტიურით, განთავისუფლდით შიშებისგან.

 ნუ გეშინიათ ცვლილებების, არ დაელოდოთ მომენტს როდის იქნებით ამ ცვლილებებისთვის მზად, თქვენ უკვე ხართ მზად.
უბრალოდ გაბედეთ და გადადგით პირველი ნაბიჯი, გადადგით და ნახავთ, როგორ უკვალოდ გაიფანტება შიში და იმაზე ფიქრი რომ, რაღაც არ შეგიძლიათ.

➡️დაიმახსოვრეთ ყველა კეთილი ოცნება სრულდება თუ მთელი გულით მოინდომებთ.

➡️ ყველაფერი საუკეთესო კი სწორედ მოულოდნელად ხდება ჩვენს ცხოვრებაში

➡️შეჩერდით… ირგვლივ მიმოიხედეთ რამდენი საოცარი რამ ხდება, გაიღიმეთ და გიყვარდეთ სიცოცხლე ისეთი როგორიც სინამდვილეში არის

სალომე გოგეშვილი
#მეორედდაბადებული #რწმენა #შიში #იმედი #სიყვარული #ბედნიერება#მიზანი

ნანახია:(175)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/yvela-ketili-ocneba-sruldeba-tu-mteli-gulit-moindombt/