ყველა გრანდიოზულ და დიდ ცვლილებებს წინ უსწრებს ქაოსი! | Jolo.ge


ყველა გრანდიოზულ და დიდ ცვლილებებს წინ უსწრებს ქაოსი!

ყველა გრანდიოზულ და დიდ ცვლილებებს წინ უსწრებს ქაოსი!

მე მჯერა სამყაროს კანონზომიერების,
— ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს,
მჯერა, ჩვენგან განსხვავებით, სამყარო ხედავს სრულ სურათს და ეს აბობოქრება, სწორედ რომ (პიროვნების და ქვეყნის) ზრდის გარდაუვალ მომენტს წარმოაგდენს.

მე მჯერა სინათლის …
სადაც სინათლეა იქ ჯანსაღი აზრი და ჭეშმარიტებაა.
სადაც სინათლეა სიბნელე ქრება.
სამყაროს სჭიდება ორივე ენერგია, როგორც საგზაო ნიშნები, რათა მათი საშუალებით დაგვანახოს სწორი მიმართულება და გვაგრძნობინოს, აქ და ამ წუთას, არებობის საჭიროება.

მე მჯერა სიყვარულის
რადგან ის ყველა ფერია
შინაგანად თუ გარეგანად.
ვიცი, მხოლოდ სიყვარულით დაღვინებულ გონებას შეუძლია ფასეულის და სამყაროსთვის მნიშვნელოვანაუცილებელი საქმეების კეთება.

ეს კი მოცემულობაა და დანიშნულება, მაკროსი მიკროში.
….
დღესაც, გარკვევით მახსოვს, პირველად, როდის მივიღე გადაწყვეტილება — „ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. ცხოვრებას ვცვლი მხოლოდ უკეთესობისკენ! — ამის დაშვების მერე, თუ მიხვდებით, რა მოხდა?

მერე,
უფრო მეტი, პრობლემა და არასასიამოვნო მოვლენები დამახვავ/დამაყარა სამყარომ, დაწყებული წვრილმანებიდან….
პარადოქსია არა?
რაც წლები მიდიოდა უფრო და უფრო რთულდებოდა.

4 წელიწადში 7 უსაყვარლესი ადამიანის იმქვეყნად გაცილება და მოგვიანებით, ახლახანს, საცხოვრებლის პროლემა.

არ გეგონოთ, პირადი არ განსაზღვრავს ზოგადს, მეტიც თუ პიროვნების შინაგან სამყაროში ქაოსია, ქაოსია მის გარეთ! სამყაროსგან იზიდავს დესტრუქციული გმოვლინების შესაძლებლობებს … თუმცა, თითოეული პრობლემის დაძლევა ნელ-ნელა გადავიდა გამოცდილებაში და მორიგი გამოცდილებისთვის მზადებაში..

გავდიოდი,
გავდივარ და ყოველ ჯერზე
მოდის გაცნობიერება:
„აი, ისე. შემთხვევით, მოულოდნელად არაფერი ხდება და რაც უნდა ხდებოდეს, აბსოლუტურად, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს“ ამას თავად, აწმყოდან წარსულში ყურება (და მოვლენების სინქრონი მეტყველებს) და არა იმ წუთის, შინაგანი ტკივილი და აუტანელი ტრაგედიები.

დიახ, წარსულში, ერთ დღესაც მტკიცედ მიღებულმა „ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის “ გადწყვეტილებამ, დაატრიალაა შინაგანი პროგრამების წმენდის პროცესი. სამწუხაროდ, ტკივილიანია ცხოვრების გაკვეთილები, სხვანაირად ვერ ვსწავლობთ. რომ არა პრობლემები დავრჩებით ჩანასახის ან მოზადის ასაკში, შესაბამისი ქცევებით…

ამიტომაც მაქვს სითამამე ვთქვა „რაც ხდება ხდება სასიკეთოდ“ !

….
მაჭრობის პერიოდში ქვეცნობიერის დონეზე განვიცდიდი, ვფორიაქობდი და ვერ ვალაგებდი პაზლს. ვერ ვპოულობდი კითხვებს, ვერ ვხედავდი გზას, გამოსავალს, ხსნას — ვის ვკითხო? რატომ ხდება ასე? რატომ მტკივა? რატომ ხდება ასე და არა ისე?

ახლა?
ახლა თვალნათელია, რომ ცხოვრების მიმდინარე პერიოდი ძალიან გაჭედილ/დაბინძურებული იყო (მიუღებლობით, უმადურობით, დაუნახაობით, კრიტიკით, პასუხისმგებლობის სხვაზე გადადებით…)…

იცით ეს რას ჰგავს?

ორგანიზმის მოწამვლას.
როცა იწამლება უცხო, არაორგანულისგან, ან ბინძურდება არასწორი ცხოვრების წესისგან, აუცილებლად, მოითხოვს ინტენსიურ გაწმენდას, რომელიც თანმხლებია მტკივნეული შეგრძნებებით, პროცესებით — კრიზისით.
….

დაახლოებით, მსგავსი რამ ხდება ადამიანი ცხოვრებაში, მის ყოველდღიურობაში — როცა აპროტესტებ საკუთარ თავათან (გაუცნობიერებლად) ბევრ რამეს, თვითკრიტიკაში გავარდნილი, აგრესია ირეკლება ოჯახის წვრებზე (უპატივცემლოდ ექცევა დედას, მამას, დას,ძმას…)
დიახ, დიახ არ გაგიკვირდეთ …
ნუ გიკვირს ძვირფასო…
აქედან იწყება…
საკუთარი თავიდან იწყება სამყაროს სხვა შემადგენლების მიმართ დამოკიდებულება.

თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლი უახლოესი გარემოა და როცა უპატივცემლოდ, დაუფასებლად ექცევით… დაკარგული ხართ პასუხგაუცემელ კითხვებში — ვინ ვარ, რა ვარ? რას ვაკეთებ?

ეს მოცემულობაა…
ეს ენერგიებია…
და ის არსად ქრება…
როგორც იქცევით წვრილმან რამეზე (როგორც ექცევით, თავს, ოჯახის წევრებს) ისე იქცევით ზოგადად. სამწუხაროა, არასრულყოფილი ადამიანების ყრილობა ემსგავსება ბრბოს რომლის მართვა, მავანთა ხელში, შინაგანი ტკივილებიდან გამომდინარე, ძალიან მარტივი ხდება. ანუ გამოყენება მათ მიერ — ვინც კარგად იციან რა უნდათ და ნებისიერ გზით მზად არიან სასურველის მისაღებად.

……
90-იან წლებში და მცირე, უცოდველმა პროტესტმა, წლოოოობით, სამოქალოქო ომის გზას გაგვიყენა, რომელიც თავისი სისასტიკით, დაუნდობლობით შედეგით სავალალო აღმოჩნდა.
……
თქვენი არ ვიცი და მე არ მინდა წრეზე ტრიალი…
არ მინდა ჩემი ქვეყანა დარბოდეს როგორც ზაზუნა ბორბალში…

მინდა შეცდომებზე ვისწავლო და დასკვნები გამოვიტანო, გავმყარდე ფასეულობებში და ქმედებების სისწორეში.

ერთი სიცოცხლე მაქვს და მე არ მინდა
მუდმივად
ბრძოლოს მოლოდინში, (გასაგებია რა იყო ადრე.. წარსულიდან გაკვეთილები, აწმყოში ქმედება საუკეთესო მომავლის ხედვით)
დაჩაგრულის ტკივილით და
მსხვერპლის პოზიციაში გაღვიძება და დაძინება.

უარს ვამბობ ვიყო მსხვერპლი
(მსხვერპლს ყოველთვის ჰყავს მიზეზად — უნიჭობა, მამა, მეზობელი, სახელმწიფო, ჩინოვნიკი , რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, აშშ…ჩადრიანი, საყურიანი, განსხვავებული ფერის, რასის, აზროვნების…. — ყოველთვის არის ვიღაც დ ა მ ნ ა შ ა ვ ე!!!. ყვირილი „ეს ყველაფერი ჩემი კი, არა მისი ბრალია! რომ არ არის…!!!)

ამიტომ მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღო, პირველ რიგში,
საკუთარ აზრებზე,
ემოციებზე,
ქმედებებზე,
და მერე …
თუ მექნება ბედნიერება და რამე სახით მსახურების ღირსი გავხდები, ვემსახურო ადამიანებს, ქვეყანას, სამყაროს…

მკითხავთ როგორო?

გახდი საუკეთესო, დ ი დ ოსტატი, იქ სადაც ხარ და იმაში რასაც აკეთებ!!!!
გაიგე ვინ ხარ ,
რა გინდა,
რას გააკეთებ?!

თითოეულმა უნდა აღასრულოს თავის დრაჰმა, საქმით, დიდოსტატობის უმაღლესი გამოვლინებით — ასახელოს ქვეყნა, ერი და ბერი…
ვირტუოზი ექიმი,
საუკეთესო მასწავლებელი,
გასაოცარი მომღერალი და
შეუდარებელი მოცეკვავე,
საოცარი მსახიობი და
ფანტასტიური მებაღე,
ვირტუოზული მომსახურება,
მოღიღინე მეეზოვე,
საამაყო ფიზიკოსი,
მავთულხლართებთან გაშენებული ბაღები,
ხელოვენებაში ნათვქმი უმტკივნეულესი თემები…
….
ბრძენი დედა
ჭკვიანი მამა.
საუკეთესო სტუდენტი,
და საუკეთესო ….

ჩვენი თითოეული
აზრი
ემოცია და
ქმედება
უნდა იყოს საქართველოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული და არა ერთმანეთის ჭამაზე.

ო, ღმერთო რა ენერგია იხარჯება ფუჭად?
სწორედაც, რომ მათი დაგროვებით, მსგავსი ტრაგედიები გვევილინება 10 წელიწადში ერთხელ (ბუმერანგის კანონი).

რატომ?
როდემდე?
ხომ უნდა ვისწავლოთ?

როგორია თქვენი საქართველო?
გთხოვთ, იფიქრეთ ამაზე!

დაწერეთ და გამომიგზავნეთ, აქ კონეტარებში ან მომნიშნეთ.

#ჩემისაქართველო თემა

— მხოლოდ არანაირი ნეგატივი და „არ“ ნაწილაკი. ჩემმა ტრენინგის მონაწილეებმა იციან რასაც ვთხოვ.
ასე ყალიბდება აზრფორმა, რომელიც ემოციურ მდგომარეობად იტვირთება და იძენს რელობის ჰალოგრამულ გამოსახულებას.

აი, გზა რაც გამოგვიყვანს მსხვერპლის როლიდან.
ჩვენი ცნობიერების მსხვერპლის დონიდან გამოსვლას დრო სჭირდება,
დროში კი მიღწევები უნდა დაიდოს საუკეთესო, თაფლივით ტკბილი და მიმზიდველი საქართველოსთვის…
საკუთარი ქვეყნის, საუკეთესო შვილი გახდე. დღეს ჩვენი ბრძოლა ჩვენი პროფესიონალიზმია და დანიშნულების შესრულება.

მე?
მე რომ ტელეფონის ზრით, მესინჯერში და მაილზე მომდის, წარმატების მიღწევის, შინაგანი ბარიერების, ურთიერთობების მოწესრიგების, დანიშნულების გარკვევის… სუიციდური გადახრების, შინაგანი ტკივილებით, აურაცხელი კითხვებით სავსე წერილები და მესიჯები — მე ამას მივხედავ! საკუთარი თავიდან დაწყებული ჩემ წილ სინათლეს შევიტან სამყაროში 

თქვენ?
თქვენ საქმეს რასაც, ახლა, აკეთებთ გააკეთეთ
სიყვარულით,
მადლერებით და
საუკეთესოს მოლოდინით!

გამიგრძელდა წერა.
მადლიერებით და მოკრძალებით გავაგრძელებ!

საიდან მოვდივარ?
90-იანი წლებიდან, ტყვიების ზუზუნუდან, ძმებს შორის დაპირისპირებიდან და არასრულფასოვანი, გაუბედურებული ადამიანების ცნობიერებიდან. დღესაც თვალწინ მიდგას: დაქალის მამის მეგობარმა, რუსთვალზე ძმათაშორის ტყვიების წუილის წვიმიდან, ორი 18 წლის გოგო, ინტერესით და პატრიოტული აღტკინების შინაგანიწვით, (რა მინდოდა, ვინ მეკითხებოდა? რას ვიზამდი? ტყვია მომხვდებოდა და ვიქნებოდი მერე ალბათ გმირი? მართლა რომ ღმერთი გიცავს…) როგორ გამოგვაფხიზლა შეძახილით „კი მაგრამ თქვენ აქ რას აკეთებთ? ახლავე მომყევით!“ და პირდაპირი მნიშვნელობით მოგვხსნა, წაგიყვანა სახლში და აგვიხსნა, რატომ არ უნდა წავსულიყავით სხვა დროს.
არ ვიცი დღეს ის კაცი ცოცხალია თუ არა, მაგრამ მაშინ ალბათ ჩემი ტოლი იქნებოდა და მადლობა მას, დღეს არ მექნებოდა ამის წერის შესაძლებლობა.

ვერ იქნებით შემდგარი პიროვნება თუ პიროვნულ დონეზე, საკუთარი თავის მიმართ ხდება ძალადობა (აკრძალვები, ჩარჩოებში და სტერეოტიპებში გამომწყვდევა…)

ახლა?

როდესაც,
გინდაც პიროვნება
და
გინდა კოლექტიური ცნობიერი,
სამყაროში აგზავნის გულწრფელ სურვილს
საქართველოს დემოკრატიაზე და საუკეთესო მომავალზე,
ეს ნიშნავს — თქვენ უგზავნით სამყაროს ახალ აზრფორმას, რა დროსაც სამყარო თქვენს გარშემო როგორც სარკე, იწყებს განლაგებას. აჩენს მოვლენებს, ალაგებს სიტუაციებს იმისთვის, რომ მოხდეს სარკეში გამოსახულების ტრანსფორმაცია:
კი მტკივნეულია,
კი სჭირდება დრო,
რა დროსაც შესაძლებელია გარკვეული „აუხსნელი, გაუგებრობები“….
…..

ჩვენ რა ვაკეთოთ?
ბოლოს და ბოლოს დავღვინდეთ!
….

არ ჩავარდეთ პანიკაში,
არ ჩავარდეთ ისტერიკაში…
არ ჩამოუშვათ ხელები,
ახლა გვმართებს მოთმინება ყველაზე მეტად.

გაიხარეთ, რომ
დარწმუნდით — საკუთარ შესაძლებლობებში,
დარწმუნდით — თქვენ ცვლილებების დაჩქარება, კატალიზატორის ახით შეგიძლიათ,
დარწმუნდით — თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ მათ შეცდომებზე,
დარწმუნდით — თქვენი დროც მოვა და ძალიან მალე.

მხოლოდ დაღვინდით!
თუ არა და „გავერთობით“ ზაზუნასავით ბორბალში ტრიალით.

……………………
გავაცნობიეროთ, რომ მტერი გვყავს მანამ, სანამ ვიქნებით, სუსტი ცნობიერად, შეგვეცოდება თავი და დავადანაშაულებთ სხვებს ანუ დავრჩებით მსხვერპლის დონეზე..

დღეიდან გავხდეთ ჩვენი ცხოვრების და ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონები-
ეს დიდი პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა ა და არა გადაბრალება!!!
პასუხსიმგებლობაა
საკუთარი თავის,
ოჯახის წევრის,
მეგობრის,
ერის ბერის,
მსოფლიოს…
სამყაროს წინაშე…

მხოლოდ ასე — გახდე საუკეთესო, კონცენრტირდე პირად რეალიზაციაზე და ქვეყნის სიდიადე, რეალიზებულ კოლექტიურ ცნობიერში,
საქართველოს გახდის პატარა, ძლიერ, საუკეთესოს, საამაყოს, საიდანაც დემოკრატიის სასწავლებელ მაგალითებს აიღებენ, ვისაც ეს დასჭირდება….

რა ხდება დღეს ჩვენს ცხოვრებაში?

ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა იყოს
ეტყობა სამყარომ მონდომებით დაიწყო ზრუნვა ჩვენზე, ააბობოქრა მოვლენები ისე, რომ მოგვამზადა კაპიტალური რემონტისთვის, რა დროსაც, მოგეხსენებათ მოგიწევს რაღაცის დანგრევა.

მთავარია — არ აღიქვათ ეს ცვლილებები ნეგატიურად. თუ ყველანი გავაკეთებთ და არჩეულ საქმეში გავხდებით დიდოსტატები, მივყვებით ძლიერი, ლამაზი და მისაბაძი საქართველოს კორდინატებს, მალე დავრწმუნდებით, რომ ის მოვლენები, რომლებიც გეჩვენებოდათ ტრაგიკულად, არასასურველად, სინამდვილეში მუშაობდნენ სასიკეთოდ.

როგორია თქვენი საქართველო?
#ჩემისაქართველო
მომწერეთ

სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარაცხელია

ნანახია:(168)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ყოველი დღე შეიძლება იყოს დასასრული, შეირგე ცხოვრება“… — გია ჯაჯანიძე

„მთელი ცხოვრება ვითმენდი და მოვიგე. დარჩენილ ცხოვრებასაც ასე გავატარებ. არასოდეს არავის ცხოვრებას არ შევხებივარ, ასე გავაგრძელებ. ჩემს წარმატებას ყველას ვუნაწილებ,


„მახსოვს ვუთხარი: გპირდები, მალე, უწინდელივით იკეკლუცებ დიდი სარკის წინ“…

„7 თვის წინ, პირად შეტყობინებაში წერილი მივიღე… უცნობი გოგონა (მაია ედიშერაშვილი) თავის მეგობარ გოგონაზე მიყვებოდა ისტორიას, რომელიც მძიმე ავადმყოფობის გამო


ექსპედიცია შუახევში

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, შუახევში ფოლკლორისტული ექსპედიცია დაიწყო. ექსპედიციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნოფორებს ჩაწერენ, რომლებიც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*