„ყველა ადამიანს სჭირდება 4 ჩახუტება დღეში რომ გადარჩეს“ | Jolo.ge


„ყველა ადამიანს სჭირდება 4 ჩახუტება დღეში რომ გადარჩეს“

„ყველა ადამიანს სჭირდება 4 ჩახუტება დღეში რომ გადარჩეს“

ემოციების შედეგად იბადება ჩახუტება. გინახავთ ადამიანი, ვის გულსაც არ ათბობს ჩახუტება?

ის ყველას სჭირდება, განურჩევლად ასაკაისა, ფერისა თუ წარმომადგენლობისა.  ჩავთვალოთ, რომ ის წარმოადგენს სამყაროს ენას.

თუმცა, არსებობს გამონაკლისი, როცა ადამიანი მიდის მონაზვნად ან საერთოდ განერიდება ყოფით ურთიერთობებს, ცხოვრობს მარტოობაში. თუ დაუფიქრდებით, სინამდვილეში, ასეთი ადამიანი, სრულებითაც არ არის მარტო.  ის  უფრო ახლოს დგას ფაქიზ, ზე-ძალებთან და სულიერ მატერიასთან არის კავშირში.

მსგავსი ადამიანების რიცხვი ძალიან ცოტაა. ამიტომ, დავურუნდეთ ჩვენს ყოფიერებას.

უბრალო, მიწიერი ჩახუტება – ერთ-ერთი კარგი რამ არის, რაც კი მოუგონებია ადამიანს. მისი საშუალებით გადავცემთ ძალას და იმავ დროულად, ვიღებთ იგივეს.

რატომ ვეხუტებთ?

რას განივცდით ამ დროს?

ჩხუტებისას, ყველა ჩვენი გრძნობის ორგანოები, ერთდროულად ლაპარაკობს:

„აი მეც აქ ვართ! მზად ვართ გემსახურო (ან ვემსახუროთ ერთმანეთს): დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ, დავიცვათ ერთმანეთი“

ხდება ხშირად ისე, რომ ვერ ვპოულობთ სიტყვებს,  ემოციების გამოსახატავად. ასეთ დროს, უსიტყვო ჩახუტებას, რომელსიც გამოხატულია მთელი ემოციებით, ბადალი არ ყავს. უსუტყვო მეტყველება, აყენებს ყველაფერს თავის ადგილზე.

ჩახუტება – არის „უსიტყვო-სიტყვით გამოსვლა“, გამდიდრებული, რაღაც შენი გულის და სულის სითბოს  ნაწილით. რომელიც, არ უდებს ტოლს კოცნას, პირიქით, ავსებენ ერთმანეთს და განუმეორებელს ხდიან გულში ჩაკვრის მომენტებს.42614_900

ის აყუჩებს, ამსუბუქებს ხვედრს, გიცავს შიშებისგან.

დედის ჩახუტება,  გათბობს და გამშვიდებს…

მეგობრის ჩახუტება, გიცავს სასოწრკვეთილებაში ჩავარდნისგან…

მასწავლებლის ჩახუტება, გმატებს თავდაჯერებულებას….

შვილის ჩახუტება გაჯერებს, ჯადოსნობებს დედამიწაზე…

 ახლობლების ჩახუტება გმატებს ძალას…

მათ ყველას აერთიანებთ, სიყვარული და გულიდან წამოსული ის სითბო, რომელსაც არამარტო გასცემთ, არამედ, იღებთ კიდევაც.  თითქოს გაცმევენო თბილ- ღუნღულა სამოსს (სულისმათბობელას 🙂 ) რომელშიც გემრიელად ეხვევი და  გათბობს დიდი, ძალიან დიდი ხნით. ის მოქსოვილია, ყველაზე ძვირფასი ქსოვილისგან და მოქარგულია სათუთი ემოციებით.

წარმოგიდგენიათ?

ჩახუტება წარმოადგენს საიონტერესო კვლევის ობიექტს, კლინიკურ ფსიქოლოგიაში. ჯერ კიდევ, გასული საუკუნი 70-იან წლებში იქნა აღმოჩენილი, ჩახუტების დროს ადამიანის ორგანიზმში მატულობს ენდორფინების რაოდენობა, რომელიც ამცირებს ტკივილს.

ამბობენ, რომ ყველა ადამიანს სჭირდება 4 ჩახუტება დღეში რომ გადარჩეს, 8 –  იგრძნოს სიყვარული, 12 – გახდეს ნამდვილი ადამიანი…

50349რა თქმა უნდა, ციფრებზე შეიძლება კამათი, მაგრამ აქ მთავარია, პრინციპი.

და მაინც, რას აძლევს ადამიანს ჩახუტება?

– სიმამაცეს

საინტერესოა, კონკურსებში დამონტაჟებული ვიდეო თვალი. დაფიქსირებულია, რომ ყოველ კონკურსანტს, გამოსვლის წინ ეხუტება თავისი მასწავლებელი, მშობელი, ახლობელი ან მეგობარი. ისინი ჩახუტებით გადასცემენ დამაჯერებლობის ენერგიას და უსიტყვოდ ეუბნებიან: „ყველაფერი იქნება კარგად, შენ შეძლებ, შენ გამოგივა, შენ ხარ მზად,  მე შენს გვერდით ვართ“.

– ძალას

ჩახუტებით გადადის ენერგია. როცა ადამიანი არის მარტო, ის გრძნობს, რომ ძალები ეწურება. ადამიანს სჭირდება კვება, სჭირდება დოპინგი სახელად „გამბედაობა“, სწორედ მას შეიცავს ჩახუტება.

– ჯანმრთელობას

ჩახუტებას შეუძლია განკურნოს გატეხილი გული. ამისთვის ექიმთან სიარული და რეცეპტის გამოწერა არ დაგჭირდებათ .

– ინფორმაციას

ის არის, მარტივი და ყველასთვის გასაგები სხეულის ენა. ჩახუტებით ჩვენ უსიტყვოდ ვეუბნებით: „მე შენ გიცნობ, მე მჯერა შენი, მე შენ გაფასებ და მინად ყველაფერი კარგად გქონდეს .“

–  დამაჯერებლობას

ადამიანს, დოპინგის –  სახელად „გამბედაობის“ გარდა სჭირდება, დამატებით „ თავდაჯერებულობა“, რასაც ჩახუტება უზრუნველყოფს.

მაშ რაღას უცდით? ჩაეხუტეთ ახლავე ერთმანეთს! 🙂

თუ ჩვენ, ერთმანეთს არ დავუდგებით მხარში, არ გავაგულიანებთ, არ ვეტყვით სიმართლეს არ დავეხმარებით ერთმანეთს გაზრდაში, რა იქნება?  როგორ იქნება ჩვენი საქმე? არანაირად!

ჩავეხუტოთ ერთმანეთს!

ერთმანეთის გახარება, მხარში დგომა, დაცვა, შთაგონება – ჩახუტვით, როცა გრძნობები სიტყვებზე მეტია… ასე ცხოვრება გაცილებით კარგია და ადვილი…

სიკეთით გევლოთ…

 სიყვარულით თამარ კვარცხელია

წყარო:https://zrda.wordpress.com

ნანახია:(451)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

პირველად საქართველოში — ფსიქოლოგიური ტრენინგ-შოუ იწყება

ვისაც სიმაღლეები და მათი დალაშქვრა გხიბლავთ, ვისაც მოგწონთ პიროვნული ზრდის პროცესი, ვისაც გსურთ, დისკომფორტთან „შენობით“ საუბრობდეთ და დაბრკოლებები კიდევ უფრო


„ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გგონიათ… გამოიღვიძეთ“

…რა საოცარია, ვიღაცა ტრაგედიის წინ დგას რეანიმაციის კარს შემხედვარე და ამ დროს შენ კაბებს არჩევ და ნერვები გეშლება, რადგან არ


„დააგროვეთ“ 200 ღიმილი

გაიღიმეთ ხშირად და „დააგროვეთ“ 200 ღიმილი დღის განმავლობაში. ამისთვის საჭიროა საშუალოდ 5 წუთში ერთხელ გაიღიმოთ.  ღიმილის რაოდენობით ადვილად შეიძლება განსაზღვრო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*