„ყვავილს ვაჩუქებდი, მაგრამ ყვავილსაც თავად ყიდის ახლა დედა“….. | Jolo.ge


„ყვავილს ვაჩუქებდი, მაგრამ ყვავილსაც თავად ყიდის ახლა დედა“…..

„ყვავილს ვაჩუქებდი, მაგრამ ყვავილსაც თავად ყიდის ახლა დედა“…..

„დედა იყო მედიცინის წარმატებული მუშაკი, როდესაც აღარ იყო საკმარისი ოჯახისთვის და მისი პატარა შვილისთივის ის მინიმალური შემოსავალი რასაც უხდიდნენ , პარალელურად ამ გოგომ მეუღლესთან ერთად გაიჩინა დამატებითი შემოსავლის წყარო. ეს წყარო იყო „ბაზარი“, სადაც ყიდნენ ხილს…

24-25 წლის გოგო უკვე შეეჭიდა ამ მძიმე ტვირთს და ასე გაგრძელდა წლები . დედამ 16 წელი იმუშავა საავადმყოფოში, შემდგომ კი იძულებული გახდა მიეტოვებინა საყვარელი საქმე და მთელი დღე  ბაზარში ყოფილიყო.
თოვლში, წვიმაში, ქარში, მზეში იყვნენ მეუღლეები ერთად და უმკლავდებოდნენ მძიმე ცხოვრებას, მათ შვილი ჰყავდათ გასაზრდელი და გზაზე დასაყენებელი …

რაჭიდან წამოსულმა გოგომ და ბიჭმა (დედა-მამა), რომელთაც 3 ერთნაირი თეფში არ ჰქონდათ სახლში , ყველას დახმარების გარეშე შეძლეს ნელ-ნელა ფეხზე დადგომა…

დედას ნაოჭებად და უამრავ ჭაღარად დაეტყო განვლილი ნატანჯი წლები… თუმცა, ეს წვალება გრძელდება დღესაც . გარეთ აღარ , მაგრამ ახლა მაღაზიაში ყიდის ხილ-ბოსტნეულს …. დილით ზოგჯერ ისე ადრე გადის სახლიდან, ვერც ვიგებ და ღამეც გვიან მოდის . მიდის დილით ბაზარში და უხდება ძალიან მძიმე ყუთების აწევა , რომ მიიტანოს ტაქსამდე , რომლითაც შემდგომ მოიტანს მაღაზიამდე.

ჩემმა მშობლებმა დამამთავრებინეს სკოლა , ისე რომ არაფერი მომკლებია , შემდგომ უნივერსიტეტის გადასახადი , უმუშევარ სტუდენტს ხომ კიდევ ცალკე რამდენი ფული ჭირდება , მაგრამ არც აქ დამკლებია არაფერი , კიდევ იყო რამდენიმე პროფესიული სასწავლებელი….

დაუფასდათ , შეძლო შვილმა დასაქმებულიყო პროფესიით , ამაყები არიან , თუმცა ამ ყველაფრის უკან რამდენი მძიმე წუთია…

ერთხელ ერთმა მაღაზიის კლიენტმა როდესაც გაიგო რომ ბანკში ვმუშაობდი, ასეთი რამ თქვა : უი მწვანილის გამყიდველის შვილი ბანკშიო …. გაიოცა …. მეცოდება ყველა ასეთი სულმდაბალი ადამიანი …

მეგობრებმა იციან დედას პროფესიული შესაძლებლობები და ვისაც დახმარება ჭირდება ხოლმე დედასთან ამისამართებენ , (მაგალითად : ნებისმიერი სირთულის ვენაში უპრობლემოდ შედის და უმტკივნეულოდ და დასახიჩრების გარეშე აკეთებს ნემსს და ა.შ )

… ერთი ადამიანის ოჯახის წევრს დაჭირდა მსგავსი დახმარება და უთხრეს დედაზე , ამან როგორ უნდა გააკეთოსო, წავიდა მიიყვანა ვიღაც „პროფესიონალები“ და რომ გააწამეს , მერე წაიყვანა დედა , დედა დაეხმარა და უთხრეს : ვერ ვიფიქრებდი თუ თქვენ შეძლებდით ჩვენს დახმარებასო ….

ახლა ფინანსურად ცოტა მძიმე პერიოდი გვაქვს …. 3 მარტს საჩუქრის გარეშე არ ვტოვებდი ხოლმე …. ყვავილს ვაჩუქებდი, მაგრამ ყვავილსაც თავად ყიდის ახლა დედა…..

მისთვის არ არსებობს დასვენების დღე უკვე რამდენი ხანია….

რომ ვუთხარი მაპატიე საჩუქარი არ მაქვს-თქო, ჩემი საჩუქარი შენ ხარ და მხოლოდ შენთვის ვცოცხლობ მეო…….

აქვს ჯანმრთელობის პრობლემაც ….. ზოგჯერ დაღლილს ღამეც არ სძინავს, გული აქვს ცუდად…

მამაც ბევრს შრომობს , უბრალოდ ახლა მხოლოდ დედაზე მინდოდა საუბარი.

პირობა მაქვს დადებული, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს მშობლებს ჰქონდეთ უზრუნველი და ტკბილი სიბერე… ახლა ვცხოვრობ და ვცხოხლობ მათ გამო .

მე ძალიან მაგარი მშობლები მყავს. მე ძალიან მაგარი დედიკო მყავს … ახლა მხოლოდ ის მინდა რომ ძალიან დიდხანს იცოცხლონ და რაც შეიძლება მეტ ხანს იყვნენ ჩემთან….

ჯერ კიდევ არ ვარ ისეთი შვილი , როგორსაც ჩემი მშობლები იმსახურებენ….
მინდა ღმერთმა შემაძლებინოს მათი ამაგის მეათასედის გადახდა , დაფასება …..

სალომე გოგლიძე- შვილი , რომელიც ამაყობს მშობლებით“

ნანახია:(311)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ადამიანი სიკეთისთვის გაჩენილი ქმნილება მგონია”

მთავარი პრობლემა იმაშია თეი, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ადამიანს ვიცნობ, რამდენისგან ღალატი მიგემია, რამდენს გავუყიდივარ, თუ ასე შემდეგ არ


„საკუთარ დაფარულ ცოდვებს მიხედეთ“….

„გადაგვაყოლეს ეს 4 წელიწადი ერთსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებას…. გივი სიხარულიძე და მისი ოჯახის წევრები ისე რომ ცხოვრობდენ როგორც დღეს საქართველოს


როგორ სჯიან აფრიკაში — ვისწავლოთ, გამოგვადგება…

გუშინ ვკითხულობდი რაღაცას და ასეთი რამე ამოვიკითხე… „თურმე არსებობს აფრიკის რომელიღაც ტომი, ძალიან საინტერესო ტრადიციით — როცა რომელიმე მათგანი ცუდ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<