„ყოველთვის, როცა მგონია, რომ არაფერია ამქვეყნად მშვენიერი, ის კადრი მახსენდება“ | Jolo.ge


„ყოველთვის, როცა მგონია, რომ არაფერია ამქვეყნად მშვენიერი, ის კადრი მახსენდება“

„ყოველთვის, როცა მგონია, რომ არაფერია ამქვეყნად მშვენიერი, ის კადრი მახსენდება“

თუ გინახავთ თქვენი თავი, როგორ უყურებთ მას, ვინც გიყვართ?

თუ გინახავთ შორიდან?

მე მინახავს.
ერთი კადრია, ორი წამი გრძელდება სულ: ვუყურებ, ვიცინი.
გვერდიგვერდ ვდგავართ, შევყურებ და ვუცინი.
ალბათ ათასჯერ ვნახე ის კადრი, ვახვევდი და ვახვევდი, ვუყურებდი და ვუყურებდი უსასრულოდ. და მიკვირდა. ასე არასდროს გამკვირვებია ჩემი თავი, არასოდეს მინახავს ასეთი, არ ვიცოდი ასეთიც თუ იყო.
მგონი ისიც არ ვიცოდი მანამდე, რომ მიყვარდა. ასე თუ მიყვარდა.
ყოველთვის, როცა მგონია, რომ ჩემგან აღარაფერი დარჩა და აღარაფერი შემიძლია, ის კადრი მახსენდება. ყოველთვის, როცა მგონია, რომ არაფერია ამქვეყნად მშვენიერი, ის კადრი მახსენდება.
და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ღირდა, და ყველაფერი ღირს, თუ შეიძლება ვინმეს ასე უყურო. თუ შეიძლება სულ რაღაც ორ წამში ჩატენილი ასეთი სიყვარული გამოგივიდეს.
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მთავრდება, როგორ იკარგება. მთავარი ის არის, რაც იქ ხდება, როცა უყურებ.
ლია ლიქოკელი

ნანახია:(655)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ სჯიან აფრიკაში — ვისწავლოთ, გამოგვადგება…

გუშინ ვკითხულობდი რაღაცას და ასეთი რამე ამოვიკითხე… „თურმე არსებობს აფრიკის რომელიღაც ტომი, ძალიან საინტერესო ტრადიციით — როცა რომელიმე მათგანი ცუდ


«ახლა გაზაფხულია, მაგრამ მე მისი დანახვა არ შემიძლია…”

„უსინათლო მათხოვარი შენობის კიბეზე იჯდა, წინ ქუდი ედო და აბრა, რომელზეც ეწერა: «ბრმა ვარ, დამეხმარეთ!” უცებ ერთ–ერთი გამვლელი გაჩერდა, დაინახა,


Harrods-მსოფლიოს ერთერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი

Harrods – ლონდონის ყველაზე დიდი და ცნობილი სავაჭრო ცენტრია, რომელსაც  ყოველდღიურად 300 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. Harrods-ში ძირითადად ფუფუნების საგნების მოყვარულები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<