«ყოველთვის აქვს აზრი, გახდე უკეთესი, ვიდრე ხარ»… | Jolo.ge


«ყოველთვის აქვს აზრი, გახდე უკეთესი, ვიდრე ხარ»…

«ყოველთვის აქვს აზრი, გახდე უკეთესი, ვიდრე ხარ»…

“წასულხართ დინების საწინააღმდეგოდ? დაგიტოვებიათ “კომფორტის ზონა”? არადა, ეს აუცილებელია. არსებობს ე.წ. „მიჩვეული“ მდგომარეობა, რომელიც გადადის რუტინაში. ამ დროს ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის, მაგრამ სტაბილურობის განცდას ვერ თმობ.

კომფორტის ზონის დატოვება დისკომფორტს უკავშირდება, მაგრამ პირდაპირ კავშირშია სიახლეებთან, განვითარების სურვილთან. ერთხელ ჩემმა უფროსმა მეგობარმა მითხრა: “როცა დამაკმაყოფილა ყველაფერმა, როცა ჩავთვალე, რომ ჩემი ცოდნა იყო საკმარისი, როცა ჩემს ირგვლივ, არაჯანსაღად ამბიციური, ზედმეტად „თავდაჯერებული“ ადამიანები შემოვიკრიბე, იქ დამთავრდა ჩემი განვითარება”.

ჯიმ რონი ამბობდა, ჩვენ ვართ საშუალო არითმეტიკული იმ 5 ადამიანის, ვისთან ერთადაც გვიწევს ყოველდღიური ურთიერთობა. დასაფიქრებელია არა?! ვინ გყავთ ირგვლივ შემოკრებილები? ადამიანები, რომლებიც მოტივაციას გაძლევენ და გიბიძგებენ განვითარებისკენ, თუ ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან: „რაღა დროს სწავლაა“, „აქამდე უნდა გესწავლა, თორემ ახლა გვიანია“, ან „რა აზრი აქვს?“.

ჰოდა გეტყვით, ყოველთვის აქვს აზრი, გახდე უკეთესი, ვიდრე ხარ, გქონდეს უფრო მეტი ცოდნა, რაც დაგეხმარება განვითარებაში. მხოლოდ საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებულ ადამიანს შეუძლია „დარწმუნებით“ თქვას, „მე საკმარისი ვიცი“. განვითარება უწყვეტი პროცესია, შესაბამისად საკმარისი ცოდნა არ არსებობს, არასდროს არის გვიან დატოვოთ “კომფორტის ზონა” და დრო დაუთმოთ თვითგანვითარებას.

ეს ყველაფერი არ გამოვა წიგნების, შესაბამისი გარემოს, იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც მოტივაციას მოგცემენ… და რა თქმა უნდა, თავისუფალი აზროვნების გარეშე.

დიახ, თვითგანვითარების დრო სწორედ ახლაა, ამიტომ დატოვეთ “კომფორტის ზონა”.

გადაცემის „FM ქოუჩი“ წამყვანი მარტა ქარუმიძე

ნანახია:(1770)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ ეხმარება ფსიქოლოგია ადამიანებს?

სანამ არ გავაანალიზებთ პრობლემას სხვადასხვა მიმართულებით, მის მოგვარებას ვერ შევძლებთ. როგორ ეხმარება ფსიქოლოგია ადამიანებს? მე მინახავს ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ


როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით – მოხუცი სამურაის სიბრძნე

იაპონიის ერთ—ერთ სოფელში ერთი მოხუცი სამურაი ცხოვრობდა. ჰყავდა უამრავი მოსწავლე და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა. ერთხელ, ვარჯიშის დროს


დონალდ ტრამპის რჩევები გამდიდრების მსურველებს

მილიარდერი და ახლა უკვე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის წიგნში «ტრამპი: როგორ გავმდიდრდეთ», რომელიც 2004 წელსაა გამოცემული, დამწყებ და შემდგარ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*