„ყოველი დღე არჩევანია! … და ეს არჩევანი შენზეა“ — თამარ კვარაცხელია | Jolo.ge


„ყოველი დღე არჩევანია! … და ეს არჩევანი შენზეა“ — თამარ კვარაცხელია

„ყოველი დღე არჩევანია!  … და ეს არჩევანი შენზეა“ — თამარ კვარაცხელია

შენ ირჩევ…
მხოლოდ და მხოლოდ შენ ადგენ საზღვრებს და ამ საზღვრებში ქმნი შენს სამყაროს. ჯერ შიგნით მერე გარეთ.

არჩევანი შენს თავშია, სხვაგან არსად.

შენ ირჩევ…
სად იმუშავებ და როგორ ისწავლი, რა ნიშნებზე და რა ფერის დიპლომი გექნება.

სამსახური?
შენი არჩევანია, ვის, ვის… მაგრამ მე ნუ დამიმტკიცებთ საპირისპიროს.

ეს შენ შეგიძლია აირჩიო შენი ოცნების ქალაქი და მხოლოდ შენ ირჩევ, შენს გზას იქ მოსახვედრად…

შენ რა გინდა?
ჩვეულებრივი, უზრუნველი ცხოვრება თუ ვიწრო ბილიკი თავგადასავლებით სავსე?

თუ კი შენ არ გაქვს საკუთარი ოცნებები და არ ანხორციელებ მათ, გამოდის — შენ მუშაობ, სხვისი ოცნებების განხორციელებაზე.

შენ ეს გინდა?
არჩევანი შენზეა.

შენ წყვეტ შენს წინაშე რისკის სიდიდეს. შენ საზღვრავ სიმაღლეებს, რომელზე შეგიძლია ასვლა და რომელზეც არა.
შენ ირჩევ, სად განვითარდე და როდის გაჩერდე. ირჩევ, რა არის მთავარი და რაზე არ ღირს დროის ხარჯვა.
შენ ირჩევ, იფიქრო ადამიანებზე ან საერთოდ, არ იფიქრო მათზე.

მე თუ მკითხვათ,
იცოცხლოს თუ მოკვდეს ადამიანი, ამასაც კი თვად ირჩევს…

ყოველი დღე არჩევანია!
… და ეს არჩევანი შენზეა.

აირჩიე სიცოცხლე! ღირსეული, სავსე სიყვარულით და სიცოცხლით სავსე სიცოცხლე!
იცოცხლეთ სიცოცხლეში!

სიყვარულით, თამარ კვარაცხელია
https://zrda.wordpress.com

ნანახია:(958)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბედნიერი ცხოვრება ესაა…

ცხოვრების მთავარი გამოხატულება არ არის ჩეკები, არც მერსედესი, არც მილიონი დოლარი საბანკო ანგარიშზე, არც სახლი. ცხოვრების მთავარი გამოხატულება თქვენივე ბედნიერი


ყოველდღიურად იბრძოლეთ იმისათვის, რომ ადამიანური სიყვარული ყველასათვის სამაგალითო ქმედებად გადაიქცეს

«გზა, რომელსაც ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე იპოვნით, არსად მიდის. თუ ყოველ უსამართლობაზე შენ აღშფოთებისგან ცახცახებ, მაშინ შენ ჩემი მეგობარი ხარ. ყოველდღიურად


ის, რაც შესაძლოა ევროპაზე არ იცოდით…

ევროპა, მსოფლიოში განვითარებით ერთ-ერთი ყველაზე წინ მყოფი კონტინენტია და მასზე თითოეულ ჩვენგანს უამრავი რამ სმენია, თუმცა არსებობს რაღაცები, რაც ბევრმა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*