„ყოველი ჩვენგანი უნდა შეჩერდეს და საკუთარ თავს შეახსენოს, რომ საათი არ ჩერდება“ | Jolo.ge


„ყოველი ჩვენგანი უნდა შეჩერდეს და საკუთარ თავს შეახსენოს, რომ საათი არ ჩერდება“

„ყოველი ჩვენგანი უნდა შეჩერდეს და საკუთარ თავს შეახსენოს, რომ საათი არ ჩერდება“

«როცა ახალი დღის დადგომას ველოდები და ის დგება, მას დღევანდელ დღეს ვეძახით.. დღეს – ეს გუშინდელი ხვალეა, საქმე კი იმაშია, როგორ ვეპყრობით მას. ხშირ შემთხვევაში უქმად ვატარებთ ხვალინდელ დღეს, ისევე, როგორც გუშინდელსა და დღევანდელს. ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ხელიდან გვისხლტება.

ყოველი ჩვენგანი უნდა შეჩერდეს და საკუთარ თავს შეახსენოს, რომ საათი არ ჩერდება. ზუსტად ის საათი, რომელმაც ათვლა ჩვენი დაბადებისთანავე დაიწყო და რომელიც ერთხელაც ჩვენთვის სამუდამოდ გაჩერდება.

დრო ყველას გვასწორებს. მას უკეთესებიცა და უარესებიც განურჩევლად მიჰყავს. გვეძლევა შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენგან დაჟინებას ითხოვენ. როცა ცხოვრებას ვამთავრებთ, უკვე აღარ გვაქვს მეორე შანსი, რომ შეცდომები გამოვასწოროთ. საათები, რომლებიც ცხოვრების წუთებს გვითვლიან, არც ჩვენს დამარცხებას და არც გამარჯვებას ყურადღებას არ აქცევენ. მათთვის სულერთია წარმატებას მიაღწიეთ თუ მარცხი განიცადეთ. ისინი არ დაგიდევენ მიზეზებს, პატიოსნებას, თანასწორუფლებიანობასს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ როგორ ითამაშეთ საკუთარი როლი.

ნებისმიერ ასაკში ადამიანს აქვს გამძაფრებული დროის მომენტები. ეს მას სწრაფად მოქმედებას აიძულებს… მაგრამ უნდა დავაფასოთ ცხოვრების თითოეული წუთი – ეს წუთები ჩვენ იმდენად უმნიშვნელოდ გვეჩვენება, რომ მათ დაკარგვას ვერც კი ვამჩნევთ.

დრო კიდევ გვაქვს, ისევ გვაქვს უამრავი შანსი – უამრავი შესაძლებლობა, მრავალი წელი – რომ დავამტკიცოთ რა შეგვიძლია.. უმეტესი ჩვენგანისთვის დადგება ხვალე, შემდეგი კვირა, თვე და წელი, მაგრამ გამძაფრებული დროის შეგრძნებას თუ არ განვივითარებთ, ისინი უქმად დაიხარჯება, ისევე, როგორც გასული დღეები, კვირეები, თვეები და წლები.. დრო უსასრულო არ არის.

ასე რომ , თუ გსურთ აისრულოთ ოცნებები და მიაღწიოთ მიზნებს ხვალ, დღესვე დაიწყეთ. გადადგით პირველი ნაბიჯები, მათი აღსრულების გზაზე თქვენს ცხოვრებაში…»

ჯიმ რონი

წყარო:

ნანახია:(228)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რამდენიმე რჩევა ბედნიერებისთვის

1. ბედნიერი ის არის ვინც შეიგრძნო ღვთაებრივი სიყვარული ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2.პოზიტიური განწყობის შენარჩუნება გაქცევთ თავისუფალ ადამიანად. 3.როცა თქვენ პოზიტიურ მომენტს მოძებნით


„მაინც აკეთე სიკეთე“ — დედა ტერეზა

მისი მთავარი მიზანი გაჭირვებულთა დახმარება იყო. მას ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე თვლიდნენ წმინდანად, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარეს.    „ვინაიდან ჩვენ


„გაუშვით მწუხარების ჩვევა, დანაშაულის შეგრძნება“ …

იქ სადაც სირთულეა, საჭიროა და მნიშვნელოვანია ცვლილებები, თვალებით წაიკითხეთ გრძნობები ❤ იფიქრეთ პოზიტიურად და სიტუაციებს შეხედეთ სხვა მხრიდან, თითქოსდა თვალყურს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*