„ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს“… | Jolo.ge


„ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს“…

„ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს“…

«მხოლოდ მაშინ ვიტანჯებით, როდესაც რეალობის საწინააღმდეგო ფიქრის გვჯერა. როცა ჩვენი გონება იდეალურად სუფთაა, ჩვენც ის გვსურს, რაც არის. თუ შენ გსურს, რეალობა მოცემულისგან განსხვავდებოდეს, ეს იგივეა კატას ყეფა ასწავლო. შეგიძლია სცადო და სცადო, ბოლოს კი კატა შემოგხედავს და გეტყვის „მიაუ“. ამაოა გსურდეს, რომ რეალობა განსხვავდებოდეს იმისგან, რაც არის.

და თუ დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ასეთ ფიქრს დღეში მინიმუმ ათჯერ მაინც იჯერებ. „ადამიანები უფრო კეთილები უნდა იყვნენ“, „ბავშვები კარგად უნდა იქცეოდნენ“, „ჩემი ქმარი (ცოლი) უნდა მეთანხმებოდეს“, „მე უნდა ვიყო უფრო გამხდარი (უფრო ლამაზი ან უფრო წარმატებული)“. ეს ფიქრები მაგალითია იმისა, რომ გსურდეს რეალობა არსებულისგან განსხვავდებოდეს. თუ ფიქრობ, რომ ეს დამთრგუნველად ჟღერს, მართალი ხარ. ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს.

ადამიანები, რომლებიც „სამუშაოს“ ეცნობიან, ხშირად მეუბნებიან, „კი მაგრამ, რეალობასთან კამათი რომ შევწყვიტო, ეს ხომ დამთრგუნველი იქნებოდა. თუ მე რეალობას უბრალოდ მივიღებ ისეთად, როგორიც არის, პასიური გავხდები. უფრო მეტიც, შეიძლება მოქმედების სურვილიც კი დავკარგო“. მე კი მათ შემდეგი კითხვით ვპასუხობ „დარწმუნებული ხარ, რომ ეს მართალია?“ რომელი უფრო დამთრგუნველია -„ნეტავ არ დამეკარგა სამსახური“ თუ „მე დავკარგე სამსახური. რა ჭკვიანური გამოსავალი შემიძლია ვიპოვო ახლა?“

ბაირონ ქეითი

წყარო: ‎Tinatin Basilaia -თან The Work Of Byron Katie — In Georgia (facilitated by Tinatin Basilaia)

ნანახია:(423)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წინააღმდეგობა გზაზე – „თუ კი მათ დაეჯახეთ, არ დაყაროთ ფარ-ხმალი“

უძველეს დროში, ერთმა მეფემ თავის მსახურებს უბრძანა, გზაზე დაედოთ უზარმაზარი ქვა. ეს ქვა არა მარტო დიდი იყო და იწონიდა ნახევარ


ინტუიცია და სწრაფი გადაწყვეტილება

ადამიანს ზოგჯერ, გიწევს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება – დრო არ ითმენს. თუ თქვენ მოგიწიათ სწრაფად გადაწყვეტილების მიღება და შიშობთ, იქნება თუ არა


„რაც არ გინდათ, რომ მოხდეს — მასზე ნუ იფიქრებთ, საერთოდ“ — რამაზ გიგაური

„რაც არ გინდათ, რომ მოხდეს — მასზე ნუ იფიქრებთ. საერთოდ. რადგან ფიქრი და მასზე კონცენტრაცია ზრდის იმის ალბათობას, რომ ის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*