ყოველ წუთს, რომელსაც აქ ატარებთ თავის საფასური აქვს | Jolo.ge


ყოველ წუთს, რომელსაც აქ ატარებთ თავის საფასური აქვს

ყოველ წუთს, რომელსაც აქ ატარებთ თავის საფასური აქვს

წარმოიდგინეთ, მხოლოდ რამოდენიმე წუთი დაგრჩათ, შეიძლება ერთი საათი. რაღაც შემთხვევის წყალობით ზუსტად გაიგეთ, თუ როდის გარდაიცვლებით. რას გააკეთებდით თქვენი ცხოვრების ამ უძვირფასესი საათის განმავლობაში, რომელსაც ამ სამყაროში გაატარებთ? შეძლებთ მოასწროთ ყველაფრის გაკეთება უკანასკნელი საათის განმავლობაში, გაქვთ რაიმე იდეა როგორ მოახერხებთ ამას?

და როდესაც უკანასკნელად ამოისუნთქვათ, იგრძნობთ კმაყოფილებას იმის ცოდნით, რომ ყველაფერი გააკეთეთ თქვენს ცხოვრებაში რაც შეგეძლოთ, რათა შეგესრულებინათ მოვალეობა საკუთარი „მე“-ს წინაშე.

ამ სამყაროში ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. ნამდვილ სამყაროში ყველაფერი სახეზეა და ერთ მშვენიერ დღეს, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა დაივიწყოთ ყველაფერი და დატოვოთ იგი სამუდამოდ.

თავისუფლება მილიონჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე გათავისუფლება. თავისუფალი ადამიანი, თუნდაც მონობაში მყოფი, მუდამ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი რჩება. მაგალითად თუ მე რამეს მოგცემთ, მოდით ვთქვათ ავტომობილს, რომელშიაც საწვავი არ არის, ის ადგილიდან ვერ დაიძვრება. თქვენს ავტომობილს სპეციალური საწვავი სჭირდება, თუმცა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რა სახის საწვავია საჭირო და სად უნდა იშოვნოთ იგი.

თქვენ უნდა მიხვდეთ, როგორ შეიძლება მიიღოთ ჩემი იდეები და აქციოთ თქვენად, თანაც ისე რომ ისინი მხოლოდ თქვენი გახდნენ. თქვენი ავტომობილი ვერ იმუშავებს იმ საწვავზე, რომელზედაც ჩემი მუშაობს. მე მხოლოდ დაუმაშავებელი ნედლეულის შემოთავაზება შემიძლია. თქვენ კი უნდა აიღოთ მისგან ის, რისი გამოყენებაც შეგიძლიათ. ამის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ, უფრო გაბედულად მიუჯდეთ საჭეს.

ამ სამყაროში, ყოველი წამის განმავლობაში უნდა ვგრძნობდეთ სიკვდილს – გქონდეთ ყველა თქვენი საქმე მოწესრიგებული უკანასკნელი საათის დადგომამდე. მაგრამ როგორ შეიძლება ვინმემ იცოდეს ზუსტად როდისაა მისი უკანასკნელი საათი? თავი რომ დაცულად იგრძნოთ, ეცადეთ თქვენი საქმეები, ბუნებასთან და საკუთარ თავთან ერთად, დაალაგოთ ყოველ საათში რომელიც გეძლევათ. ასე არასდროს არაფერს შეხვდებით მოუმზადებელი.

შეკითხვა: როგორ მოვიქცეთ თუ არ გვაქვს შეგრძნება, რომ რაღაც გვრჩება დაუმთავრებელი?

ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვინ აღმოჩნდება პრობლემებში, თუ ძაღლივით დაიღუპებით. სიკვდილის მომენტისთვის თქვენ ბოლომდე უნდა იცნობდეთ საკუთარ თავს და გრძნობდეთ რომ ყველაფერი გააკეთეთ, რათა გამოგეყენებინათ თქვენში არსებული შესაძლებლობები, იმ განსაზღვრული დროის მანძილზე, რომელიც მოგეცათ.

ახლა თქვენ ბევრი არაფერი იცით თქვენს შესახებ, მაგრამ ყოველდღიურად უფრო ღრმად და ღრმად იქექებით ამ ძვლების ჩანთაში და იწყებთ უფრო მეტი და მეტი დეტალების შესწავლას. დღიდან დღემდე თქვენ აღმოაჩენთ რა უნდა გაგეკეთებინათ და რა უნდა გააკეთოთ ხელახლა იქიდან, რაც აქამდე გიკეთებიათ. ნამდვილი ადამიანი ისაა, რომელიც იღებს ცხოვრებიდან ყველაფერს, რაც ღირებული იყო მასში და ამბობს: „ახლა უკვე შემიძლია მოვკვდე“. ჩვენ უნდა ვეცადოთ ისე ვიცხოვროთ, რომ ნებისმიერ დღეს შეგვეძლოს ვთქვათ: „დღეს მე შემიძლია მოვკვდე და არაფერზე ვინანო.“

არასოდეს გაატაროთ უნაყოფოდ თქვენი ცხოვრების უკანასკნელი საათი, რადგან ეს შეიძლება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საათი გახდეს. თუ მას არასწორად გამოიყენებთ, შეიძლება მომავალში ინანოთ. ის გულწრფელი აღელვება, რომელსაც ახლა გრძნობთ შეიძლება თქვენთვის ყველაზე ძლიერი ძალა აღმოჩნდეს, რომლის წყალობით სრულყოფილი სიკვდილისთვის მოემზადებით.

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვისწავლე თუ როგორ შეიძლება მიმეღო ცხოვრებისგან მისი არსი, მისი ყველაზე ფაქიზი ნაწილები. ყველაფერში ყველაზე ღირებულის პოვნას ეცადეთ, ისწავლეთ გაარჩიოთ კარგი ცუდისგან. მან ვინც ისწავლა როგორ გამოარჩიოს ცხოვრების არსი, მისი სიცოცხლის ყველაზე მნიშნელოვან წამებში, ის ფლობს ნებისმიერი ხარისხის ცნობიერებას.

მას შეუძლია გაუკეთოს სამყაროს ის, რასაც ცხოველი ვერ შეძლებდა. შესაძლოა თქვენი ცხოვრების უკანასკნელ წამებში არ მოგეცეთ შესაძლებლობა, აირჩიოთ სად და ვისთან ერთად გაატაროთ ეს წუთები, მაგრამ თქვენ გექნებათ საშუალება გადაწყვიტოთ, თუ რამდენად ღირებულად გაატარებთ ამ დროს. შესაძლებლობა რომ მიიღოთ ცხოვრებისგან ღირებულებები, ძალიან ჰგავს საკვების, ჰაერისა და შთაბეჭდილებებისგან იმ ნივთიერებების მიღებას, რაც სრულყოფილი სხეულის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

თუ გსურთ მიიღოთ ცხოვრებისგან საუკეთესო რამ, ეს მხოლოდ კარგი და მაღალი მიზნებისთვის უნდა გააკეთოთ. თქვენთვის მცირე ნაწილის დატოვებაც კი საკმარისია. იმუშაოთ საკუთარ თავზე იმისათვის, რომ სხვებს კარგი გაუკეთოთ საზრიანი გზაა, რომ მიიღოთ თქვენთვის საუკეთესო ამ ცხოვრებისგან. თუ თქვენ არ იქნებით კმაყოფილი თქვენი ცხოვრების უკანასკნელი საათით, მაშინ განვლილი ცხოვრებაც არ მოგანიჭებთ ბედნიერებას. გარდაიცვალო, ნიშნავს გაიარო ის, რისი განმეორებაც შეუძლებელია. თუ თქვენს ძვირფას დროს არაფერს ახმართ, ნიშნავს რომ სრულიად მოკლებული ხართ შესაძლებლობას, მიიღოთ ცხოვრებისგან ყველაფერი,რაც ღირებულია..

ამ სამყაროში, ცხოვრების გავლა დასაწყისიდან დასასრულამდე , სისრულის ასპექტს წარმოადგენს. ყველა უდიდესი ფილოსოფოსი მუდმივად ემზადებოდა საკუთარი ცხოვრების უკანასკნელი საათისთვის.

თუ ჩვენ შევძლებთ მივიღოთ ყველაზე კარგი რამ, ყველაზე ცუდისგან, ადრე თუ გვიან მოგვიწევს ამის საფასურის გადახდა. ამ წესს „ბალანსის კანონი“ ეწოდება. სწორედ ამიტომ ვსწავლობთ, როგორ გადავიხადოთ მაშინვე ყველაფრისთვის, რასაც ვიღებთ ცხოვრებაში. მხოლოდ ამის შემდეგ აღარ გვექნება ვალები. მაშინვე გადახდა – არის ის, რასაც „ნამდვილად კეთება“ ჰქვია. აკეთო ნიშნავს იფიქრო, იგრძნო, იმოქმედო, მაგრამ „ნამდვილად კეთება“ მაშინვე გადახდას ნიშნავს.

გააკეთო შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთ რამეს: მიანიჭო მნიშნელობა ცხოვრების თითოეულ წამს და ამ წამშივე გადაუხადო ყველა ვალი ბუნებასა და საკუთარ თავს. მაგრამ მხოლოდ მაშინ შეძლებთ „მაშინვე გადახდას“, როცა „საკუთარი მე“ გაგაჩნიათ.

ნამდვილი ცხოვრება საქმიანობის შეცვლას კი არ გულისხმობს, არამედ იმის ხარისხის ცვლილებას, რასაც აკეთებთ. ბედისწერა ბედისწერაა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აღმოაჩინოს საკუთარი თავი საგანთა საერთო წესრიგში. არასოდეს არაა გვიან დაიწყოთ ამის კეთება, რადგან შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ძილში გაატარეთ. დღეიდან დაწყებული, თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ სიკვდილისთვის და ამავდროულად თქვენი ცხოვრების ხარისხიც გაიუმჯობესოთ. არასოდეს გადადოთ დაწყება – შესაძლოა მართლაც ცხოვრების ერთადერთი საათი დაგრჩათ.

შეკითხვა: შეიძლება ეს სხვებსაც გავუზიაროთ? ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოვისმინეთ ამ საღამოს.

– დიახ, თქვენ შეგიძლიათ სიტყვასიტყვით მოუყვეთ სხვას, მაგრამ ვიდრე თავად არ გააკეთებთ მას საკუთარი თავისთვის, ის სხვისთვისაც არაფერი იქნება. არსებობა საშუალება, ან ინსტრუმენტია მოქმედებისთვის. იფიქრეთ ამაზე და მიხვდებით თუ რატომაა ასე.

შეკითხვა: მაშასადამე, ჩვენ არ შეგვიძლია გავისტუმროთ ვალი, თუ არ ვარსებობთ, ანუ „საკუთარი მე“ არ გაგვაჩნია? საერთოდ რატომ არის საჭირო გადახდა? ან რისთვის უნდა გადავიხადოთ? თუ სიცოცხლე მხოლოდ შემთხვევითობაა, მაშინ რა აზრი აქვს გაგრძელებას.

ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით უნდა დაასრულოთ, პირიქით უნდა ყველა ძალა უნდა იხმაროთ, რომ „იცხოვროთ“. ჩვეულებრივი ადამიანი ყოველთვის ცხოვრობს, უბრალოდ დინებას მიჰყვება. მას უბრალოდ კი არ სძინავს, ის აბსოლუტურად მკვდარია. ნამდვილად რომ იცხოვრო, აუცილებელია ბუნების მიერ მოცემულ შესაძლებლობებს მხარი აუწყო, აქტიურად მისდიო ცხოვრების რიტმს, პასიურად არ უნდა მოქმედებდეთ – „ისე როგორც გამოვა“. არ უნდა წახვიდეთ იქ, სადაც დინება წაგიყვანთ.

ცხოვრებისგან ყველაზე ღირებულის მისაღებად, აუცილებელია მართავდეთ საკუთარ სურვილებს. შეხედეთ და დაფიქრდით, მიუკერძოებლად როგორ აფასებთ საკუთარ თავს. დააკვირდით თქვენს თავს ყურადღებით და დაინახავთ ბევრ საინტერესო გზას, რომ იყოთ მიუკერძოებელი. ყოველთვის, გონებაში გამოყავით, განსხვავებული წამები, როდესაც სურვილები გაჩნდება. იმოქმედეთ როგორც ადრე, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ მათი არსებობა. შეუშვით სამყაროში საკუთარი სისხლის ნაწილი, უფრო და უფრო მეტად.

ყოველი საათის დასასრულს, როცა შეაფასებთ მის ვარგისიანობას, წარმოიდგინეთ რომ გაიღვიძეთ აბსოლუტურად უცნობ გარემოში, იმასთან შედარებით , რაც უკვე გაიარეთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უკანასკნელი საათი რეალურად ყოველ საათში იცვლება, თუმცა ადამიანები და საგნები ისეთივენი რჩებიან როგორებიც იყვნენ. დროთა განმავლობაში, თქვენ ისწავლით საკუთარ თავის, როგორც განსაზღვრული მატერიის სულის დანახვას, რომელიც ერთი სამყაროდან მეორეში მოძრაობს, როგორც ბუნების დაუპატიჟებელი სტუმარი. მოცემული გადმოსახედიდან შეაფასეთ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში აკეთებთ. გადახედეთ თქვენს წარსულ მცდელობათა შედეგებს და დაფიქრდით რა მნიშვნელობა გააჩნიათ მათ ახლა, თქვენი ცხოვრების უკანასკნელ საათში. ისინი ვინც ამ საქმით არიან დაკავებულები, ამ ცხოვრებისთვის ცოცხლები არ არიან, მაგრამ ამავდროულად უფრო მეტად ცოცხლები არიან, ვიდრე სხვა ნებისმიერი. ეს სამუშაო… რაღაც უცნაური, შეუჩნეველია, თუმცა ბევრისთვის შეუძლებელია ცხოვრება მის გარეშე.

ჩვეულებრივი გაგებით ცხოვრება ამაოებათა ამაოებაა. რაოდენ დიდიც არ უნდა ჩანდეს მიღწევა მიწიერი მასშტაბებით, ადრე თუ გვიან ის მაინც იკარგება. ქვიშაც მტვრად იქცევა დროთა განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც კი დავიწყებია ისტორიას. ცხოვრების ნამდვილი შესაძლებლობების არსს რომ ჩავწვდეთ, აუცილებელია აღმოვაჩინოთ, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ამ სამყაროში, რაც რეალურ სამყაროში გამოსადეგი იქნება.

ყურადღებით დააკვირდით დიდი ადამიანების ცხოვრებას, მათ ვინც არმიებს უძღვებოდნენ, ვისაც ძალა გააჩნდა სხვებზე. რა სარგებელი აქვს მათთვის ამ დიდ ქმედებებს დღეს, როცა ისინი ცოცხლები აღარ არიან? მაშინაც კი როცა ისინი ცოცხლები იყვნენ, მათი დიადი საქმეები ცარიელ ოცნებებზე მეტი არ იყო. ჩვენ არ ვარსებობთ იმისათვის, რომ საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ, ყველაზე საზიზღარი ნიშანი ჩვეულებრივი ადამიანისა, არის უნარი, რომ სწრაფად დააკმაყოფილოს საკუთარი ხორცი.

ადამიანთა უმრავლესობა უამრავ მიზეზს აღმოაჩენს, რომ არ იმუშაოს საკუთარ თავზე. ისინი საკუთარი სისუსტის სრულ ტყვეობაში არიან. მაგრამ ახლა ჩვენ მათზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ თქვენზე. სწორად გამიგეთ, მე არ მჭირდება მიმდევრები, მე დაინტერესებული ვარ ვიპოვნო ნამდვილი ორგანიზატორები, ნამდვილი მეომრები ახალი სამყაროსთვის. მე მესმის ორგანიზაციის სისუსტის შესახებ, რადგან ახლა ჩვეულებრივ ორგანიზაციაზე არ ვსაუბრობ, რომელიც ინიციატივებისგან შედგება, მე კიდევ ერთხელ გახსენებთ რომ იცხოვროთ ყოველი საათი უფრო მეტი პროდუქტიულობით. შექმენით უკანასკნელი საათის დეტალური გეგმა. იმისათვის რომ მიხვდეთ როგორ უნდა გარდაიცვალოთ, უნდა ჩაუშვათ ღრმა ფესვები თქვენს ცხოვრებაში, მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა გარდაიცვალოთ როგორც ადამიანი და არა ძაღლი. ყველას არ ეძლევა ეს შესაძლებლობა. თქვენ შეიძლება გახდეთ სასუქი ამ პლანეტისთვის, მაგრამ ეს სინამდვილეში არ ნიშნავს, რომ გარდაიცვალეთ. გარდაიცვალოთ ამ სამყაროსთვის სამუდამოდ – პატივია. ამ პატივისვის კი საჭიროა გადაიხადოთ გაცნობიერებული შრომითა და წინასწარ განზრახული ტანჯვით – უნდა ღირსეულად მოიპოვოთ ეს უფლება.

ყოველ წუთს, რომელსაც აქ ატარებთ თავის საფასური აქვს.

ჩვენი მთავარი მტერი, რომელიც საჭირო ცვლილებების განხორციელებაში გვიშლის ხელს უიმედობაა. ვიცი უამრავი მიზეზი გექნებათ იმისათვის, თუ რატომ არ უნდა მოემზადოთ თქვენი ცხოვრების უკანასკნელი საათისთვის. ჩვევა დიდი ძალაა, მაგრამ თუ ერთხელ დაიწყებთ, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს ისწავლით.

ნუ დაკარგავთ ნურცერთ დღეს. აიძულეთ საკუთარი თავი თუნდაც ერთი საათი დაუთმოს ამას, სხვა შემთხვევაში თქვენ ყველაფერს დაკარგავთ. იფიქრეთ თქვენი ცხოვრების უკანასკნელი საათზე, როგორც ბალეტის რეპეტიციაზე – თქვენ ეს მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა აკეთოთ.

»სიცოცხლის უკანასკნელი საათი» – გიორგი გურჯიევი

 

 

ნანახია:(216)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, იმ წუთებშიც კი, როცა დიდი განსაცდელი და სევდა გაქვს, საჭიროა

„იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, იმ წუთებშიც კი, როცა დიდი განსაცდელი და სევდა გაქვს, საჭიროა: ა) გქონდეს უნარი, ისიამოვნო აწმყოთი. ბ)


მხოლოდ შეუპოვრობა და მიზანდასახულობაა ყოვლისშემძლე !

მიაწექი. ამ სამყაროში შეუპოვრობის ადგილს ვერასოდეს ვერაფერი დაიკავებს. ნიჭიც კი, რადგან არაფერია იმაზე ჩვეულებრივი, ვიდრე ნიჭიერი, მაგრამ წარუმატებელი ადამიანების არსებობა.


9 ფრაზა, რომელიც ბავშვს არ უნდა უთხრათ!

<p>1. „თავი დამანებე!“ – ამ გზავნილის ვარიანტი ბევრი შეიძლება იყოს: „შემეშვი“, „ხელს ნუ მიშლი“, „ახლა არ მცალია“, „შემეშვი, მაცალე“ და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*