ხშირად სწორედ ასე იქცევი თავადაც მეგობარო, დაფიქრდი ამაზე! | Jolo.ge


ხშირად სწორედ ასე იქცევი თავადაც მეგობარო, დაფიქრდი ამაზე!

ხშირად სწორედ ასე იქცევი თავადაც მეგობარო, დაფიქრდი ამაზე!

იცით, ცხოვრებაში ხშირად მხოლოდ ნიჩბის მოსმა მჭირდებოდა, მე კი უკვე დაკარგული მეგონა ყველაფერი და ჩემივე ნებით ვწყვეტდი სუნთქვას, ჩემივე ხელით ვაბარებდი იარაღს და საკუთარი თავის ტყვეობას უდრტვინველად ვიტანდი.

ხშირად სწორედ ასე იქცევი თავადაც მეგობარო, დაფიქრდი ამაზე! რამდენჯერ მიგიტოვებია ბრძოლის ველი, თუნდაც პირად ფრონტზე? ჰოი, რამდენჯერ, რამდენჯერ! და რატომ? თურმე პირველივე ჯერზე ვერ აიღე მთავარი ციხესიმაგრე!

გაინტერესებს როდის იქნება სწორი გადაწყვეტილება, რომ უკან დაიხიო და დანებდე?
თითქოს ხომ ყურშიც ყველა სწორედ ამას ჩაგძახის «შეურიგდი ბედს», «დამორჩილდი», «დაანებე თავი», «არაუშავს, მერე რა მოხდა», «სხვა მოძებნე, ქალი დაილია», «ეგ არაფერია», «კაცი უნდა ეყოს ჯამაგირსო», «ყველაფერი ბედია ბედიო», «აბა შენ მარტო რას გაუმკლავდებიო» და რა გამოლევს ასეთ ფრაზებს, როცა ამისთანა ოქრო-მარგალიტებით სავსეა ჩვენი მამა-პაპური ცოდნის სკივრი…

აი თურმე რამდენი მტერი გვყოლია არა, თქვენ კი მათ რა თქმა უნდა არ უსმენთ, მაგრამ მაინც ნებდებით (!)
(რადგან კიდევ გყავთ ერთი და მთავარი მტერი, სარკეში რომ ხედავთ ხოლმე დილით პირის მობანისას)

ჰოდა, როდის უნდა დანებდეო, როდის იქნება ეს სწორი გადაწყვეტილება?

მაჯებში სისხლის ქუხილს რომ ვეღარ იგრძნობ — მაშინაც არ ქნა ეს!

როცა პირში ერთ სიტყვასაც ვერ მოაბრუნებ სათქმელად — არც მაშინ დანებდე!

თუ ფეხზე დგომაც აღარ შეგიძლია, მაინც გააგრძელე ბრძოლა რადგან შენ ისედაც მკვდარი ხარ და ბარემ ღირსეულად მოკვდი!

მაშინ როდის? იკითხავს გონიერი მკითხველი

მხოლოდ იმ წუთს და იმ წამს, როცა შენი გონება შეწყვეტს ფიქრს და სამუდამოდ გაითიშება…
(და არა მაშინ როცა სუნთქვა აღარ შეგიძლია)

ეს კი, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, გულის გაჩერებიდან სამიოდე დღის თუ საათის შემდეგ ხდება (!)

ნუ მოკვდები მანამ, სანამ ცოცხალი ხარ! იბრძოლე!

26.02.2018

უბრალოდ თქვენი გიორგი

გიორგი შალამბერიძე

ნანახია:(125)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მაგრამ არსებობს ერთი ბარიერი… უხილავი სივრცე ტრაკსა და სავარძელს შორის“…

აზრი მატერიალურია. შენ შეგიძლია გავლენა მოახდინო მატერიაზე და შეცვალო ის. შენში უკიდეგანო ღვთაებრივი ძალა და მადლია. შენ ყველაფრის შეცვლა შეგიძლია.


«რომ შემეძლოს მეტ შეცდომას დავუშვებდი და იმაზე ბრიყვი ვიქნებოდი ვიდრე სინამდვილეში ვარ.»

არგენტინელმა მწერალმა და პოეტმა ხორხე ლუის ბორხესმა 85 წლის ასაკში ბევრისთვის უცნაური ფრაზები დაწერა. ფრაზები, რომლებიც ჩაგვაფიქრებს…. კიდევ ერთხელ რომ


„გარდაცვალებისას, ვიღვიძებთ იმისგან, რადაც თავი მიგვაჩნდა»…

„კითხვა, თუ რა გველოდება სიკვდილის შემდეგ, იმდენად უაზროა, რამდენადაც კითხვა, თუ რა ელოდება არლეკინს კოსტიუმირებული წვეულების შემდეგ. მას არაფერიც არ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*