ხშირად მშობლებს ურჩევნიათ „მეზობლების მოსაწონი „შვილი ჰყავდეთ, ვიდრე ბედნიერი | Jolo.ge


ხშირად მშობლებს ურჩევნიათ „მეზობლების მოსაწონი „შვილი ჰყავდეთ, ვიდრე ბედნიერი

ხშირად მშობლებს ურჩევნიათ „მეზობლების მოსაწონი „შვილი ჰყავდეთ, ვიდრე ბედნიერი

…ადამიანი დაბადებიდან არც კეთილია და არც ბოროტი… 
ყოველი თვისება, რომელსაც შემდგომ იგი მშობლიურად და თავისად აღიქვამს, გარემოდან, ოჯახიდან, საზოგადოებიდან ამოკრეფილი „მარგალიტებია“, 
რომელიც გვირთულებს ან გვიადვილებს ჩვენს სავალ გზას ამ დედამიწაზე 🙂

ყოველთვის როდესაც აღმოჩენილხართ სიტუაციებში, სადაც საკუთარი თავისგან ესა თუ ის ქცევა გაგკვირვებიათ,

როდესაც გიფიქრიათ: -„ნუთუ მე ვარ ავტორი ამ მოულოდნელი, გაუაზრებელი თუ შიშნარევი გადაწყვეტილების“ .

რა თქმა უნდა…. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარ ქცევებზე, თუმცა მათი ავტორები გარკვეულწილად ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები, მშობლები არიან.

ჩვენი მუცლად ყოფნის დროიდან აღზრდის 7 წლამდე, მათი ფიქრები, დამოკიდებულებები, ჩვენდამი განცდილი განცდები, ერთმანეთთან კონფლიქტები საზოგადოებასთან დისბალანსი…..ყველაფერი რასაც ისინი ამბობდნენ, გრძნობდნენ და განიცდიდნენ, მძაფრად აისახა ჩვენს მომავალზე, ჯანმრთელობაზე, ფიქრებზე, წარმატებებზე, პირად ურთიერთობებზე .

ბავშვის აღზრდა ხელოვნებაა. ამ ხელოვნების მთავარი მიზანია ბედნიერი და ჯანსაღი ადამიანის აღზრდა, რომელსაც
.არჩევანის გაკეთების;
.შეცდომის დაშვების;
.საქციელზე პასუხისმგებლობის;
.სიტუაციის გამოსწორების;
.კომფორტის ზონიდან გამოსვლის;
.წინსვლა-განვითარების;
.ბედნიერების უნარები აუცილებლად უნდა გააჩნდეს.
თუმცა, ხშირად მშობლებს ურჩევნიათ „მეზობლების მოსაწონი „შვილი ჰყავდეთ, ვიდრე ბედნიერი.

ჩვენ ყველას მოგყვება ბავშვობის სხვადასხვა ტრავმა, რომელსაც ნებით თუ უნებლიეთ, ჩვენც გადავცემთ საკუთარ შვილებს, რომელიც შემდეგ ბლოკებად აისახება მათ მომავალ ცხოვრებაზე.

თუ თქვენ ვერასდროს იღებთ ადვილად გადაწყვეტილებებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინიციატივა, ყოველთვის ისჯებოდა….

თუ თქვენ მუდმივად გენატრებოდათ რომელიმე მშობელი, გაშინებდნენ რომ თუ არ შეჭამ „შენი დედა აღარ ვიქნები“ — ვფიქრობ, ადამიანებზე მჯაჭულობა უნდა გაწუხებდეთ.

თუკი კარგ ნიშნებს არ მიიღებდით, მთელი დღე არ გქონდათ უფლება გაგეღიმათ ? — შემიძლია ვივარაუდო, რომ შეცდომის უფლებას არ აძლევთ საკუთარ თავს და ეს სულაც არ არის კარგი….

თუკი არ გიქებდნენ საზეიმოდ, გატანილ გოლებს და სხვათაშორის აღნიშნავდნენ თქვენს წარმატებებს ან არც კი, თითქოს მეტიც უნდა გაგეკეთებინათ;

თუკი საზოგადოების წინ არ ერიდებოდნენ თქვენს გაკიცხვას, ტანსაცმელზე შემთხვევით გადასხმული საჭმლის ან ხმამაღალი საუბრის გამო.

თუკი თქვენს მშობლებს არ ქონდათ დრო დღეში სულ რამოდენიმე წუთი დაეთმოთ თქვენთან გულწრფელი საუბრებისთვის და არა მითითებებისთვის „უფროსულად“;

თუკი თქვენმა მშობლებმა თქვენი ნიშნები უკეთ იცოდნენ, ვიდრე ის, თუ რას გრძნობდით…….
ამ შემთხვევაში ეს ტრენინგი თქვენთვისაა…

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

15-16 მაისი / „ხუთი ნაბიჯი საკუთარი თავისკენ“/19:00 საათი. / იოსელიანის 12.
ღირებულება — 100 ლარი
წინასწარი გადახდის შემთხვევაში-80 ლარი
რეგისტრაცია ტელეფონით: 593 94 50 08

ნანახია:(78)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

11 ენერგეტიკული პრაქტიკა ინგა ბლესისგან

დღესდღეობით ენერგეტიკულმა პრაქტიკებმა მიიღეს თანამედროვე მეცნიერების აღიარება, მათი ეფექტურობა მეცნიერულადაა დამტკიცებული. ადამიანები და ჩვენს ირგვლივ სამყარო შედგება ენერგიისგან. ადამიანი მუდმივ


შეყვარების მასტერკლასი — ტრენინგს უძღვება ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი

… თუ აქამდე რაიმე არ გამოგდიოდათ, მხოლოდ იმიტომ რომ არასოდეს დაკავებულხართ ამით სერიოზულად …უამრავი არა ჩვეულებრივი ადამიანი ვიცი — ქალიც


მათთვის ვისაც უნდა მყარად იდგეს ფეხზე ცხოვრებაში

მათთვის ვისაც უნდა მყარად იდგეს ფეხზე ცხოვრებაში და იყოს არა სხვის, არამედ თავისი თავის იმედად — ანუ სურს მოიპოვოს და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*