„ხშირად ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, ოღონდ არ ვაღიარებთ ან ვერ ვხვდებით მიზეზს“ | Jolo.ge


„ხშირად ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, ოღონდ არ ვაღიარებთ ან ვერ ვხვდებით მიზეზს“

„ხშირად ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, ოღონდ არ ვაღიარებთ ან ვერ ვხვდებით მიზეზს“

,,კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო» — ხალხური ანდაზა.

ნუ დააწყობ გეგმებს შენს სასიკეთოდ ისე, რომ სხვას გული ატკინო, თორემ არნახულ ტკივილს მიიღებ.

ნუ დაპირდები ადამიანს იმას, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, ცოდოა, ლოდინში დროს ნუ დააკარგვინებ.

ხშირად ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, ოღონდ არ ვაღიარებთ ან ვერ ვხვდებით მიზეზს.

თუ ეჭვი გეპარება რამეში, იკითხე, ახსნა მოუძებნე ნაფიქრს, ხშირ შემთხვევაში ეჭვი ცილისწამებაა.

დარწმუნებით, შენი სიმართლე შიძლება დიდ ტყუილად იქცეს, რომელმაც გაუგონარი განსაცდელს მოგივლენს.

გამარჯვება დროებითია, მარცხი გარდაუვალი.
ამის ცოდნა აუცილებელია. მშვიდად ჩადექი რიგში მარცხისათვის. თუ მზაკვრული წესებით არ იბრძოლებ ისევ გაიმარჯვებ.
გამარჯვება შენი ცხოვრების გამოცდაა, გააჩნია როგორ ჩააბარებ ამ გამოცდას.

თითოეყლი ადამიანი სკოლაა, დააკვირდით, გაიაზრეთ და ისწავლეთ.
ის ვინც, თქვენ ჭკვიანი გეგონათ, როგორ იცხოვრა, სად არის, როგორ დაამთავრა ცხოვრება?

ადამიანი დააფასეთ მისი ცხოვრების წესით.
რა წესით ცხოვრობს, რას და როგორ საუბრობს, რას და როგორ აკეთებს, რა წრეში ტრიალებს, რა ან ვინ დგას მის უკან.

ადამიანი, რომელიც ყოველთვის მართალია, თვლის რომ ყველა მას ებრძვის, მისი შურთ და მტრობენ, ასეთი ადამიანი სანდო არ არის, განერიდეთ და შორს დადექით, გეშინოდეთ ასეთი ადამიანის.

როცა ჩაწვდები, შეიცნობ და მიხვდები ცხოვრების არსს, შეეცდები სიღრმისეულად გაიაზრო დრო დაბადებიდან გარდაცვალებამდე, მაშინ შენ განთავისუფლდები ავი ზრახვებისგან, უაზრო დარდისგან და არასწორი მოქმედებისგან.

ყველა ადამიანი თავის თავისთვის დაიბადა, თავისთავს მიხედოს, ამაღლდეს და ბედნიერი იყოს.
ასე სათითაოდ ბედნიერი ქმნის ბედნიერების ხანას. ბედნიერი ადამიანი კეთილია და აბედნიერებს სხვასაც.
ასეთ ადამიანს ჰქვია ხვთისნიერი.

ჯერ შენი თავისთვის უნდა იყო კეთილი, საკუთარი თავი გაიბედნიერე, მერე განგება მოქცემს ძალას და საშუალებას აკეთო სიკეთე და სხვაც გააბედნიერო.

უკვირს ადამიანს, რატომ არის მუდმივ სტრესში, გაუთავებელ გაუგებრობაში და უბედურ დღეში.
— იმიტომ, რომ სხვის საქმეში ერევი, სხვას გინდა დაეხმარო, ჭკუა დაარიგო, ამ დროს თავად ხარ დასახმარებელი.
სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ, სხვას უთმობ შენს ძვირფას დროს და ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით, თან ფიქრობ, იქნებ რამეს გამოდნე.

სხვის შეცდომებზე თუ ვერ ისწავლი, საკუთარმა გამოცდილებამ მაიც დაგვაფიქროს.

დავიწყე და დავამთავრებ ხალხური გამონათქვამით

,,სხვისი მაზიარებელი მოკვდა უზიარებელი»

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(237)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ ქალებს უმართლებთ სიყვარულში…

ზოგიერთი ადამიანისთვის სიყვარულის საკითხში ყველაფერი მარტივია, ზოგისთვის კი პირიქით — ძალიან რთული. ურთიერთობას ყველა ადვილად ვერ აწყობს და შესაფერის მეორე


თუ თქვენ გაქვთ პრობლემა ოჯახში…

ეს ადრე მითქვამს და გავიმეორებ, მაგრამ დავამატებ იმას, რომ ღმერთის მადლიერი უპირველესად ადამიანებისთვის ვარ, უფრო სწორად იმ ადამიანებისთვის, რომელთა სახესაც


მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს…!

8 ოქტომბერს, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ერთ-ერთმა პროფესორმა სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა ასეთი რამ: (ზუსტი ციტირება არ არის მაგრამ მთავრი აზრი მოცემულია)


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*