,,ხშირად ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს» | Jolo.ge


,,ხშირად ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს»

,,ხშირად ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს»

„რუსთავი2”-ის ექიმების რჩევების მიხედვით, სტრესისგან თავის დაღწევა სახალისო და სასიამოვნო მეთოდებითაცაა შესაძლებელი. ჩვენ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:

 

მაგალითად, გაისეირნეთ! სეირნობისას ორგანიზმში გამოიყოფა ენდორფინები, რომლებიც ამცირებენ სტრესის ჰორმონებს. ასევე, ხშირად ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს. კოცნის დროსაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ენდორფინები.

 

გარდა ამისა, მოუსმინეთ მუსიკას! კლასიკური მუსიკა გულის ცემას არეგულირებს და დეპრესიის ჰორმონს – კორტიზოლს ამცირებს. თუმცა, არამხოლოდ კლასიკური მუსიკა ქმნის პოზიტიურ განწყობას, ნებისმიერი მუსიკის დროს გამოიყოფა ტვინში დოფამინი, რომელიც ბედნიერების შეგრძნებას მოგმატებთ.

ანტისტრესული მოქმედება აქვს ბანანს, ისევე როგორც კარტოფილს და ლობიოს. ეს ყველაფერი შეიცავს პოტასიუმს, რაც არეგულირებს წნევას სტრესის დროს და გიცავთ გულის შესაძლო შეტევისგან. არ არის ცუდი საღეჭი რეზინიც. ის გაფხიზლებთ, შფოთვას გიხსნით და გიმცირებთ სტრესს, როცა ერთდროულად რამდენიმე საქმით ხართ დაკავებული.

და ყველაზე მთავარი, იცინეთ რაც შეიძლება ბევრი, რადგან სიცილის დროს თქვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა.

ნანახია:(131)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ლონდონი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა

საკონსულტაციო კომპანია PWC -ის მიერ ჩატარებული უახლესი გამოკვლევის თანახმად, გამოიკვეთა 2016 წლის საუკეთესო ქალაქები განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით. სულ


7 წყენა, რომელსაც ბავშვი დიდობაშიც არ პატიობს მშობლებს

სამწუხაროდ, არსებობს ისეთი რამეები, რასაც ადამიანები ვერასდროს პატიობენ მშობლებს და ბავშვობის წყენა გაცილებით მეტხანს ამახსოვრდებათ, ვიდრე ათასი ამაგი და სიკეთე.


დააფასე სიცოცხლე — ყოველი წამისთვის გაელვებისთვის

ახლა, დააფასე სიცოცხლე — ბედნიერებისთვის და ტანჯვისთვის. ახლა, დააფასე სიცოცხლე — შეცდომებისთვის და გამოცდილებისთვის. ახლა, დააფასე სიცოცხლე — შეხვედრებისთვის და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*