„ხომ ვამბობდი რომ დაბრუნდებათქოოო“… | Jolo.ge


„ხომ ვამბობდი რომ დაბრუნდებათქოოო“…

„ხომ ვამბობდი რომ დაბრუნდებათქოოო“…

„მე ადრე ბავშვი ვიყავი….ჩემი ბავშვური თამაში მქონდა,მე მეკუთვნოდა მხოლოდ.
შორსდაკარგულის დაბრუნება ერქვა ჩემს თამაშს,
მარტო ჩემი იყო. ერთი მოთამაშის, არა დასიც მყავდა.ჯადოსნური,უხილავი.
მათ მონატრება…დაბრუნება….,შეხვედრა… და შვება ერქვათ.
ძლიერი იყო ჩემი დასი,მე კი მათი ერთადერთი,მთავარი როლის შემსრულებელი, ზაფხულის ყოველ საღამოს, ახლადგამოჩენილ მთვარეს პრემიერას ვუმართავდი.
მთელი დღის აღმართ- დაღმართ ნარბენს, ყაყაჩოსავით აწითლებულ აბრიალებულს, ხმა მომწვდებოდა ნიავთან გამიჯნურებულ ფოთლების შრიალთა მიღმა: ნაანაააა…… ნააააანაა
ზეცას ავხედავდი, გორიდან ახლადამოსულ მთვარეს მოვიწვევდი და იწყებოდა ჩემი თამაში, შორსდაკარგულის სახლში დაბრუნება…
სარკმელსმომსკდარი ნათურის სინათლე გზას მიკვალავდა. მე..დაკარგული…. შორგზამოვლილი….. გადაქანცული….სახლში ვბრუნდებოდი.
ფანჯრის მინას ცხვირს მივაჭყლიტავდი და ვათვალიერებდი ხილის ჩირების სურნელით გაჟღენთილ ჩემს ბუდეს.
ბევრბრძოლა გავლილს სახლი მელოდა ჩემი, ნალი მელოდა ჭიშკართან მიკრული
ჩემთვის მოქსოვილი წყვილი წინდა მელოდა, ბებოს ხელით გამთბარი. კომშის ტოტებში გაბადრული მთვარე, ჭერი მელოდა ,ფუძე მელოდა ჩემი.
მოფუსფუსე ბებო კარისკენ მოდიოდა —სად დამეკარგა ეს ბავშვი. შფოთვას მალავდა ხმაში.
მე …დაკარგული შორგზამოვლილი კარში შევეფეთებოდი, წელზე მოვეხვეოდი. მაგრად ძალიან მაგრად ჩავეხუტებოდი და გულში ჩუმად ვიმეორებდი. დავბრუნდი…დავბრუნდიიი.
ეს ჩემი საიდუმლო თამაში იყო შორსდაკარგულის სახლში დაბრუნება ერქვა.
ბებო სახლი იყო ჩემი.
მერე ძალიან მერე ….ჩემი ბუდე დაცარიელდა.
უსახლოდ დავრჩი… ცრემლისამარა….
და ერთ საღამოს მიძინებულს მასზე ფიქრებით, ბებომ თამაში გამახსენა ჩემი ბავშვობის…..უცებ ჭიშკარი გაირო და ის გამოჩნდა, ჩემი ჭაღარა, ჩემი ჩირისსურნელოვანი, ის ერთადერთი ვისიც ყველაზე მეტად მჯეროდა ამ ქვეყანაზე, ჩემი ბებო დაბრუნდა ჩემთან, ჩემს ბუდეში მოვიდა უკან,
მე აყიჟინებული, ხელებგაწვდილი,
მისკენ მივრბოდი,—ხომ ვამბობდი რომ დაბრუნდებათქო
—ხომ ვამბობდი რომ დაბრუნდებათქოოო, თითქოს ნიშანს ვუგები მათ ვისაც მისი დაბრუნების აღარ სჯეროდათ.
და მერე ერთ დღეს როდესაც ჩემი ჟამის ისრები ზეცას აჩვენებს შორგზამოვლილი შემოვეხვევი ჩემს ბებოს წელზე და შვებას ვიგრძნობ
და უხმოდ გულში გავიმეორებ—სამუდამოდ დავბრუნდი შენთან ჩემს ნამდვილ სახლში“.

ნანა გოგოლაური

ნანახია:(204)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მამაკაცით აღფრთოვანება

ძალიან ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს კითხვას: რატომ აქვთ გარკვეულ ოჯახურ წყვილებს ბედნიერი ურთიერთობები, იმ დროს როდესაც სხვები განიცდიან იმედგაცუებას და იტანჯებიან?


„არაფერი დამიშავებია, გარდა იმისა, რომ შემიყვარდა“…

— ახალგაზრდა ქალი რომ გოუშვა, აბა რა მოლოდინი ჰქონდა.. — ძნელია, ძნელი შორი-შორს ყოფნა.. — კაი ერთი, თუ ქალი ხარ,


„ყველას უნდა ასეთი გოგონას პოვნა და როდესაც პოულობენ“…

«ყველას უნდა ისეთი გოგონას პოვნა, რომელიც არ ეწევა, არ არის სპირტიანი სასმელების მომხარებელი, ისეთის, რომელსაც ურეკავ და ყოველთვის მზადაა მოგისმინოს,


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort