ხელსახოცის ქვეშ გოგონამ კიდევ 400 დოლარი აღმოაჩინა | Jolo.ge


ხელსახოცის ქვეშ გოგონამ კიდევ 400 დოლარი აღმოაჩინა

ხელსახოცის ქვეშ გოგონამ კიდევ 400 დოლარი აღმოაჩინა

ბრაიანი მთელი დღე მართავდა საჭეს, ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ როგორც კი შეამჩნია გზიდან გადაყენებული მერსედესი, მანქანა გააჩერა და დასახმარებლად გადმოვიდა.

 

მანქანიდან ასაკოვანი ქალბატონი დაბნეული იყურებოდა. ცოტა არ იყოს შეშინებულიც ჩანდა, დიდი ხანი იჯდა ასე მანქანაში და არავის გაუჩერებია. ახლა კი ეს ახალგაზრა ბიჭი უახლოვდებოდა. ნეტავი, ხომ არაფერს დაუშავებდა?

 

„დაგეხმარებით ქალბატონო, გადაჯექით ჩემს მანქანაში, იქ უფრო თბილა. მანამდე კი საბურავს გამოვუცვლი თქვენს მანქანას. ჩემი სახელია ბრაიან ანდერსონია“ — გაუღიმა ბიჭმა.

 

ბრაიანი  მორჩა საქმეს. ასაკოვანმა ქალბატონმა სთხოვა, თანხა დაესახელებინა დახმარების სანაცვლოდ. რაზეც ბრაიანმა ღიმილით უპასუხა, რომ ქალბატონს არაფერი მართებდა მისი. მან უბრალოდ დახმარების ხელი გაუწოდა რთულ სიტუაციაში და მხოლოდ ღმერთია მოწმე, თუ რამდენი დახმარებია მასაც, როცა უჭირდა.

ხოლო, თუ მაინც და მაინც, სურდა გადახდა ქალბატონს, მაშინ მომავალში, როცა ის, დაინახავდა ვინმეს ვისაც, სჭირდებოდა მისი დახმარება – გაეხსენებინა ბრაიანი და დახმარებოდა.

 

ქალბატონმა  მადლობა გადაუხადა და გზა გააგრძელა. რამდენიმე კილომეტრში გზად რესტორანთან გაჩერდა, გადაწყვიტა ევახშმა და თან გამთბარიყო.

 

გოგონა, რომელიც ქალბატონს ემსახურებოდა, შეხვდა მას გულთბილად, მიუხედავად იმისა რომ ის მთელი დღის მანძილზე იდგა ფეხზე.

 

ქალბატონმა შეატყო რომ ვერც მძიმე სამუშაომ და ვერც ფეხმძიმობამ, გოგონას ვერ წაართვა გულისხმიერება. როცა  დაასრულა ვახშამი, მან გოგონას გაუწოდა 100დოლარიანი. გოგონა წავიდა, რათა მოეტანა ხურდა, მაგრამ მობრუნებულს ქალბატონი არ დახვდა. უნდოდა დასწეოდა, მაგრამ ის სწრაფად გავიდა. გოგონამ კი მაგიდაზე იპოვა წერილი, რომელმაც  ცრემლები მოჰგვარა – “თქვენ ჩემი არაფერი არ გმართებთ, უბრალო გამვლელი ვარ.  დღეს დამეხმარა კეთილი ადამიანი, ისე, როგორც მე, ამას ვაკეთებ თქვენთვის. თუ თქვენ, გინდათ ნამდვილად გადამიხადოთ, არ მისცეთ უფლება ამ სიკეთის ჯაჭვს თქვენზე გაწყდეს“. ხელსახოცის ქვეშ გოგონამ კიდევ 400 დოლარი აღმოაჩინა.

 

საიდან უნდა სცოდნოდა ამ ქალბატონს, როგორ სჭირდებოდათ ეს ფული მას და მის ქმარს?

 

სახლში დაბრუნებული გოგონა, უყვებოდა საყვარელ მეუღლეს თავს გადამხდარ ამბავს. ბოლოს აკოცა და ჩასჩურჩულა: “ყველაფერი კარგად იქნება, მე შენ მიყვარხარ ბრაინ ანდერსონ“.

 

სიკეთე, არასდროს იკარგება. სურვილი და მზაობა დაეხმარო სხვა ადამიანებს, ყოველთვის ბრუნდება საპასუხო მადლიერებით. ხშირად კი, სიკეათე მოულოდნელად გვიბრუნდება.

 

წყარო: /zrda.wordpress.com

ნანახია:(3063)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

4 უტყუარი საშუალება საქმეების «სახვალიოდ» გადადების ჩვევის მოსაშორებლად 

— როდის დავიწყოთ დიეტა? — ორშაბათს… — დღეს რომ ორშაბათია? — შემდეგ ორშაბათს… სახვალიოდ გადადების ჩვევა დღეს ძალიან ბევრ ადამიანს


რა არ უნდა უთხრათ მეუღლეს, როცა ჩხუბობთ

ამ სტატიით შეიტყობთ თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ წყვილებმა ოჯახური იდილია. ამაში წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია დაგეხმარებათ. ის იმ ფრაზებს გთავაზობთ,


„იმისათვის, რომ შემოსავალი გაიორმაგოთ“ — რობინ შარმა

• იმისთვის კი არ გიხდიან, რომ უბრალოდ იმუშაოთ. თქვენ გიხდიან იმისთვის, რომ გასცდეთ კომფორტის ზონას, შეეგებოთ ახალ გამოწვევებს და შეეჭიდოთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*