ხელნაკეთი ნივთები სააღდგომოდ

by admin | Апрель 19, 2016 12:32

კიდევ ერთი ლამაზი და სიკეთით სავსე დღე. სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ და ააიპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ გიწვევთ სააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება  შშმ პირთა და ბავშვთა დღის ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრები.

გამოფენის  მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირების ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაცია და მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების ჩვენება ფართო აუდიტორიისათვის.

სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა 21 აპრილს 15:00 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება.

 

 

ნანახია:(327)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/xelnaketi-nivtebi-saagdomod/