ხდება ძალიან ხშირად, რომ ჩვენ იმდენად მიბმული ვართ რაღაც შედეგს, რაღაც წერტილს, რომ | Jolo.ge


ხდება ძალიან ხშირად, რომ ჩვენ იმდენად მიბმული ვართ რაღაც შედეგს, რაღაც წერტილს, რომ

ხდება ძალიან ხშირად, რომ ჩვენ იმდენად მიბმული ვართ რაღაც შედეგს, რაღაც წერტილს, რომ

ხდება ძალიან ხშირად, რომ ჩვენ იმდენად მიბმული ვართ რაღაც შედეგს, რაღაც წერტილს, რომ სრულიად გვავიწყდება ის ფაქტი, რომ მისკენ მიმავალ გზაშია ბედნიერება… გვავიწყდება, რომ სიამოვნება და სიხარული უნდა მივიღოთ ყოველი გათენებული დღისგან, რომ უნდა მოვეფეროთ და გვიხაროდეს ირგვლივ საყვარელი ადამიანები…

გვავიწყდება, რომ მთავარი არაა ის, სადაც მივდივართ… მთავარია, ვისთან ერთად მივდივართ, ამ გზაზე რა თავგადასავლები გვხვდება, ამ დროს ცა რა ფერია, ზღვა რა ფერია, ჰაერში როგორი სურნელი ტრიალებს…
გვავიწყდება, რომ ამ გზაზე შეგვიძლია სირბილი, ხტუნვა, სიგიჟეები, დასვენება, წამის შეჩერება და გვერდზე მდგომი ადამიანის ჩახუტება თუნდაც…

ჰოდა, ვემსგავსებით დოღის ცხენებს, რომლებსაც უკან მათრახი დაუტკაცუნეს, სახეზე ნიღაბი ააფარეს, რომ მხოლოდ წინ სარბენ ბილიკს ხედავდეს და თავაწყვეტილი გარბოდეს… რომ მასზე დადებული ფსონი გაამართლოს… ყურში ჩაგვესმის მხოლოდ სხვების და საკუთარი გონების ყვირილი: ჩქარა, ჩქარა, ჩქარა… თორემ…

მოგასწრებენ,

უკან ჩამოგიტოვებენ,

გაგთელავენ,

აღარავის დასჭირდები… იჩქარე, იჩქარე, იჩქარე…

ამ დროს ჩვენში კვდება ყველაზე მთავარი — სიცოცხლის უნარი, სიხარულის უნარი, სიყვარულის უნარი, ბედნიერების უნარი, თანაგრძნობის უნარი, სილამაზის დანახვის უნარი… და რჩება მხოლოდ სიცარიელე… მტანჯველი და უსასრულო სიცარიელე… რომელსაც გამარჯვებაც კი ვეღარ ავსებს…
მე მინდა, ყოველ ადამიანს შეგვეძლოს ყოველი წამით ტკბობა… ადამიანებთან ურთიერთობით ტკბობა… ცხოვრებით ტკბობა… გამარჯვებაც ასე უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდება…
გვიყვარდეს სამყარო!

პოსტის ავტორი: Nata Tvaladze

ნანახია:(74)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე“ …

«ვინც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრების მანძილზე, ყველას გადაუხადეთ მადლობა თქვენს ბედში მონაწილეობისათვის. იყო ეს ეპიზოდური, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი


იდეალური ცხოვრება შენს ხელთაა…

ნებისმიერი გადაწყვეტილება ცხოვრებაში ღირებულებებიდან მოდის. ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ ჩვენი ღირებულებების გათვალისწინებით, შესაბამისად ჩვენზევეა დამოკიდებული ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება.


„ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გგონიათ… გამოიღვიძეთ“

…რა საოცარია, ვიღაცა ტრაგედიის წინ დგას რეანიმაციის კარს შემხედვარე და ამ დროს შენ კაბებს არჩევ და ნერვები გეშლება, რადგან არ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*