წყვილებს შორის ხშირი კონფლიქტის მიზეზი და გამოსავალი — ფსიქოლოგის რჩევა | Jolo.ge


წყვილებს შორის ხშირი კონფლიქტის მიზეზი და გამოსავალი — ფსიქოლოგის რჩევა

წყვილებს შორის ხშირი კონფლიქტის მიზეზი და გამოსავალი — ფსიქოლოგის რჩევა

მე ის არ ვარ, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი. 
მე არც ის ვარ, ვინც სხვებს უნდოდათ ვყოფილიყავი. 
მე ისიც არ ვარ, ვინც დედას უნდოდა ვყოფილიყავი. 
მე ისიც კი არ ვარ, ვინც ადრე ვიყავი. 
მე ის ვარ, ვინც ვარ, ჩემი პლუსებით და მინუსებით. 

შენ არ ხარ ის, ვინც მე მინდოდა ყოფილიყავი. 
შენ არც ის ხარ, ვინც ადრე იყავი. 
შენ ისეთიც არ ხარ, როგორსაც მე ვისურვებდი ყოფილიყავი. 
შენ ის ხარ, როგორიც ხარ და მე შენ მიგიღო ასეთად ნიშნავს, პატივი გცე და არ მოვითხოვო შენგან შეუძლებელი.

როცა მიწევს წყვილებთან ურთიერთობა, ყველაზე ხშირად, მათ შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება პირადი სივრცის და ავტონომიის იგნორირება.

ყველა ოჯახს აქვს თავისი კანონები და წესები. სისტემა, რომელიც აბსოლუტურად ინდივიდუალური და უნიკალურია თავისი ღირებულებებით, ფასეულობებით, ისტორიებით, გამოცდილებით. როდესაც ახალი წევრი შედის ოჯახში, მასთან მიაქვს თავისი წესები. რომელიც შეიძლება გახდეს დიდი კომფლიქტის მიზეზი. ამ კონფლიქტში დიდი ენეეგია იხარჯება. დახარჯული ენერგია კი არის აბსოლუტურად ფუჭი და არაფრისმომცემი.

როცა რაღაც გვწყინს, მძაფრდება ემოციები, წყენა, ბრაზი, აღშფოთება. ემოციები იმდენად ძლიერია, ადამიანი კარგავს კონტროლს, რეალობის აღქმის უნარს. ხდება დადანაშაულება პარტნიორის, ასევე საკუთარი თავის. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს პროცესი, მით უფრო რთულდება და სიტუაცია გამოუვალი ხდება. ადამიანი იჭედება ამ ემოციებში და გამოსავალს ვერ ხედავს. ასეთ დროს რთულია გადაერთო და დაიწყო პოზიტიური აზროვნება, მაგრამ ეს აუცილებელია. გამოსავალის ძიება ნიშნავს, მიიღო შექმნილი გარემო ისე, როგორც არის და იმოქმედო. ერთ — ერთი ეფექტური საშუალება ერთმანეთთან საუბარია. როცა წყვილებს არ აქვთ კომუნიკაცია, პრობლემები იქმნება.

ისაუბრეთ ყველაფერზე, პრობლემებზე, გამოსავლის მოძებნის გზაზე, გრძნობებზე. მთავარია ისაუბრეოთ. ერთმანეთს ნურაფერს დაუმალავთ და ნუ გაუცხოვდებით. საუბარი, გამოსავლის ძებნა, პოზიტიური აზროვნებისკენ სვლა. პოზიტიური აზროვნება კი ცვლის აბსოლიტურად ყველაფერს. იცვლება დამოკიდებულება პრობლემის მიმართ. ადამიანი, უფრო მიმღები ხდება, ემოციები სტაბილურდება, მატულობს ნდობა და თავდაჯერებულობა ურთიერთობებში.
ახლის შექმნა არ ნიშნავს ძველის უარყოფას.

სწორედა ამიტონ ადამიანები, რომლებიც არიან კრეატიულები, აქვთ შემოქმედებითი უნარები, დიდი ალბათობით მათ შეუძლიათ გაარჩიონ კარგი ცუდისგან, რაც დაეხმარებათ შექმნან კომფორტული, მეგობრული გარემო. ერთმანეთის მიმღებლობა, პატივისცემა ერთ ერთი საკვანძოა ურთიერთობებში. ნამდვილი სიყვარული ხომ სწორედ ნიშნავს დაუსრულებლად შევქმნათ პირობა, ადამიანები მივიღოთ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არინ.

სიყვარული, პატივისცემა, ერთმანეთის გათვალისწინება და ბევრი პოზიტივი თქვენ!

დანილა გოგია — გოგსაძისა, ფსიქოლოგი
😇💝☀️💖🎊🌼😍💎🎉🌷💖🌺

ნანახია:(333)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

3 თვისება, რომელიც შეუჩერებელს გაგხდით დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე

ნებისმიერ ჩვეულებრ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გახდეს არაჩვეულებრივი. მიაღწიოს ყველაფერს რაც სურს: ახალი ცოდნა და უნარები, ფინანსური კეთილდღეობა, ჰარმონიული ურთიერთობების აწყობა,


ბედნიერების ერთ-ერთი განზომილება — უბედურების არ ქონაა….

დილა მშვიდობის ყველას — ვისაც მშვიდობა გჭირდებათ… ვისაც უკვე გაქვთ გილოცავთ! წარმატებებს გისურვებთ, ვისაც მიზნისაკენ სავალი გზა უკვე დაუსახავს, ვინც


სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან საავადმყოფოში თქვა

«მე ბიზნესის სფეროში წარმატების მწვერვალების მიღწევა შევძელი. ბევრს მიაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება — ეს წარმატების განსახიერებაა. მაგრამ ვაღიარებ, რომ სამსახურის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*