წყვილების ხშირი კამათი მათ მყარ ურთიერთობაზე მიუთითებს… | Jolo.ge


წყვილების ხშირი კამათი მათ მყარ ურთიერთობაზე მიუთითებს…

წყვილების ხშირი კამათი მათ მყარ ურთიერთობაზე მიუთითებს…

კამათი სულაც არაა წარუმატებელი ურთიერთობის ინდიკატორი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიამოვნო პროცესი არ არის, სინამდვილეში შესაძლოა ძლიერ ურთიერთობაზე მიუთითებდეს.

 

ფსიქოთერაპევტი გეილ ზალცი მიიჩნევს, რომ როდესაც წყვილს არ შეუძლია გარკვეულ თემაზე საუბარი, საკუთარი აზრის გამოხატვა ეს სერიოზულ პრობლემებს ქნის და არაასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას იწვევს, რაც ურთიერთობას ანგრევს, კამათი კი მიუთითებს წყვილის ურთიერთგაგებაზე. ანუ თუ ისინი ხშირად გამოხატავენ საკუთარ აზრებს, ეს ნიშნავს, რომ ითვალისწინებენ კიდეც ერთმანეთის მოსაზრებებს, რაც მათ ურთიერთობას ამყარებს. რასაკვირველია ბალანსი ყველაფერში საჭიროა და ყველა თემაზე კამათი სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა.

 

ზალცის რეკომენდაციით კამათისას უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი: როდესაც გრძნობთ, რომ ძალიან ბრაზდებით, მარტივად აუხსენით პარტნიორს რა არ მოგწონთ; ნუ იტყვით იმას, რისიც მოგვიანებით შეგრცხვებათ; ნუ მოუსმენთ მხოლოდ საკუთარ თავს, უსმინეთ პარტნიორსაც; ნუ შეცვლით საუბრის თემას.

ნანახია:(2890)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ურთიერთობა

Related Articles

გამოფენა შვეიცარიაში — ვინ მოხიბლა ქართველმა ხელოვანმა საათების ქვეყანაში

„გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ, აქ თითოეული საათი ხელოვნების ნიმუშია, ყოველი მათგანი მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა“ — ასე აფასებს ნიჭიერი შემოქმედის ქმნილებებს


სერგო ფარაჯანოვი და ამოუხსნელი ფოტოს ისტორია

სერგო ფარაჯანოვის პროცესია და წლების შემდეგ ფოტოზე აღმოჩენილი სასწაული, რომელმაც თავად ამ ფოტოს ავტორი იური მეჩითოვიც კი გააოცა. „ფოტოს კარგად


აუტისტი ბიჭის ლექსი, რომელმაც მსოფლიო აატირა

10 წლის ბენჯამინს, რომელსაც აუტიზმი აქვს სკოლის მასწავლებელმა დაავალა დაეწერა ლექსი სახელად „მე ვარ“, ყოველი სტრიქონის პირველი სიტყვები მას მიცემული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*