წუწუნის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე | Jolo.ge


წუწუნის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

წუწუნის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ნეგატიური დამოკიდებულება ადამიანზე უარყოფით გავლენას ახდენს. ალბათ, ძალიან ხშირად შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც გამუდმებით წუწუნებს და საკუთარ პრობლემებს გიყვებათ. იქნებ, თქვენც ხშირად გაქვთ წუწუნის მიზეზი? მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ პოზიტიური დამოკიდებულება  შეინარჩუნოთ.

ადამიანების უმეტესობა გაუცნობიერებლად ჩივის და ამას ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პრეტენზიები საკუთარ ნეგატიურ გავლენას მთქმელზეც და მსმენელზეც თანაბრად ახდენს.

ეს მავნე ჩვევა ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებსდიახ, გამუდმებული ჩივილიც ისევე შეიძლება მავნე ჩვევებს მივაწეროთ, როგორც თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარება. ისინი ორგანიზმისთვის მომწამვლელია. ზუსტად ასეთივე ეფექტს იძლევა თქვენი დამოკიდებულება და განწყობა.

ჩივილი მოქმედებს თავის ტვინზეტვინი ინახავს ინფორმაციას, აზრებს და ა.შ. სამწუხაროდ, იგი არ არჩევს პოზიტიურ და ნეგატიურ ინფორმაციას და უარყოფითიც გონებაში მარტივად გროვდება.

გამუდმებით ნეგატიურ მდგომარეობაში ყოფნით ზიანდება ნერვული სისტემა. ეს პროცესი თანდათან მიმდინარეობს, ისე რომ მნიშვნელოვან განსხვავებას ვერც შეამჩნევთ. თანაც ორგანიზმი ამ ნეგატიურ ფიქრებს ეჩვევა. ტვინში მრავალრიცხოვანი ნერვული კავშირებია. მათი შეკავშირების ადგილს სინაფსი ეწოდება. ადამიანის თავის ტვინის დიდ ნეირონებს  4-დან 20000-მდე სინაფსი გააჩნიათ. ისინი მეორე ნეირონთან, კუნთთან ან სხვა ორგანოსთან არიან დაკავშირებული, რომელთა საშუალებითაც ხდება აგზნების ან შეკავების გადაცემა.

როდესაც ნეგატიურ აზრს გაივლებთ გონებაში, რომელიმე კონკრეტული სინაფსი აქტიურდება და ელექტრულ იმპულსს გზავნის.

დროთა განმავლობაში ნებისმიერი ნეგატიური აზრის დროს ტვინი თავისთავად აღადგენს ძველ რეფლექსებს და უარყოფითი იდეების გონებაში გავრცელება უფრო ადვილდება.  საბოლოოდ, ეს მდგომარეობა ორგანიზმს შიგნიდან ანადგურებს.

უარყოფითი დამოკიდებულების გამო მხოლოდ ნერვული სისტემა არ ზარალდება. ეს გავლენას ახდენს სხეულის სხვა ნაწილებზეც:

უარესდება გულის და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება.

იზრდება დიაბეტის, სიმსუქნის, მაღალი წნევის განვითარების ალბათობა.

ზოგადად, სუსტება იმუნური სისტემა.

ნეგატიურ აზრად ითვლება ნებისმიერი სახის კრიტიკა, თუნდაც, ეს სხვისი ჩაცმის სტილი იყოს. დაფიქრდით, იქნებ თქვენს ტვინშიც ბევრია ასეთი უარყოფით აზრი? თუ ასეა, დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოთ ის. მიუხედავად პრობლემებისა, შეეცადეთ ყველაფერს მსუბუქად  შეხედოთ და თავად იგრძნობთ, რომ მათი მოგვარება მარტივადაც შეიძლება. ასეთი დამოკიდებულება თქვენს ხასიათზე და ჯანმრთელობაზე პოზიტიურად აისახება.

წყარო: http://oxford-med.ge

ნანახია:(20558)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას

ბედნიერება ფინანსებში არ არის, თუმცა ფინანსები ხშირად არის ბედნიერების ერთ-ერთი განმსაზღვრელი. სწორედ ამიტომ ფინანსური კეთილდღეობა ისაა, რის მიღწევასაც ადამიანთა უმრავლესობა


ყოველდღე რის შესახებაც ფიქრობთ და რის გარშემოც ტრიალებენ თქვენი აზრები, ის თქვენი რეალობა გახდება

„სანამ ადამიანი გრძნობს ტკივილს – ის ცოცხალია, სანამ ადამიანი გრძნობს სხვის ტკივილს – ის ადამიანია!“ აღმოსავლური სიბრძნე *** ნათესავები ჩვენი


არიან ადამიანები, რომლებსაც მოაქვთ ბედნიერება

არიან ადამიანები, რომლებსაც მოაქვთ ბედნიერება თუ ღრმად დააკვირდებით ადამიანს, მოუსმენთ გააზრებულად, გაანალიზებთ მის ქმედებებს, შეხედულებებს, თვისებებს და დამოკიდებულებას სხვა ადამიანების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*